22 სექტემბერს კულტურის ცენტრის დრამატულმა წრემ წარმოადგინა მწერალ ნოდარ მამაცაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპრქტაკლი `ზოლიანი ჩვრის საიდუმლო~. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი ნინო კლდიაშვილი. მონაწილეობდნენ: გედევან კევლიშვილი (ბაჩო), ანანო ვეფხვაძე, (ნატო), გიორგი ადამაშვილი (თორნიკე). სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. შემდეგი სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია დეკემბრში.
სპექტაკლი “ზოლიანი ჩვრის საიდუმლო”
კონცერტი რუსთავის პოლიკნილიკა “ფიცის” დღის ცენტრში
16 სექტემბერს საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა რუსთავის პოლიკნილიკა “ფიცის” დღის ცენტრში გამართა კონცერტი, რომელსაც, ცენტრის ბენეფიციართა გარდა, ესწრებოდნენ ქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, კულტურის მუშაკები, სუ კავშირის რუსთავის ფილიალის წევრები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალთა და ვაჟთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები და ჟურნალ “სინათლის” აქტიური ავტორები. მასპინძლები აღაფრთოვანა უსინათლოთა ხელოვნებამ. გამოითქვა აზრი, რომ ასეთი კონცერტი უნდა გაიმართოს დიდ საკონცერტო დარბაზებში რათა მეტმა მაყურებელმა მიიღოს ესთეტიკური სიამოვნება. სრულად. . .
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების ტრენინგ კურსი
თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით ტრენინგკურსს იწყებს.
პროექტი თბილისში რეგისტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადამზადებას გულისხმობს. პროექტის მიზანია შშმ პირების დასაქმების უნარების გაძლიერება და მათი დასაქმების ხელშეწყობა. პროექტი ერთი თვე გაგრძელდება და ეტაპობრივად ოთხი ჯგუფი გადამზადდება. თითოეულ ჯგუფში 15 პირი იქნება. პირველი ჯგუფის გადამზადება პირველი ივნისიდან დაიწყება. სრულად. . .
საქართველოს უსინათლოთა კავშირის განცხადება
ამა წლის 16 მარტს გაზეთ “პრაიმტაიმში” გამოქვეყნდა სტატია “მერიამ უსინათლოთა კავშირს პროექტის დაფინანსება შეუწყვიტა”, რომელშიც რიგი საკითხები არ შეესაბამება რეალობას, რის გამოც ვაცხადებთ შემდეგს:
1. სტატიის დასაწყისში ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს გაზეთი “პრაიმტაიმი” გუშინდელ დღემდე ყოველკვირეულად გამოდიოდა, თუმცა სტატიის ბოლოს მოხსენიებულია, რომ იგი უკანასკნელი ერთი წელია აღარ იბეწდება.
სტატიის ავტორი როდესაც წერს, რომ უსინათლოთა კავშირისათვის რაღაცა მიუღებელია, ამ დროს იგი მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა მოსულიყო ჩვენთან, კავშირის ოფისში და აზრი გამოეკითხა, იმის თაობაზე თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და რა მიუღებელი. სრულად. . .
მერიამ უსინათლოთა კავშირს პროექტის დაფინანსება შეუწყვიტა
დედაქალაქის მერიამ უსინათლოთა კავშირს მათთვის მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსება შეუწყვიტა. უკვე ექვსი წელია, გაზეთ „პრაიმტაიმის“ თითოეული ნომერი უსინათლოთა კავშირისთვის ბრაილის შრიფტით იბეჭდება. ეს ერთადერთი და პირველი გაზეთია საქართველოში, რომელსაც უსინათლოები ყოველკვირეულად ეცნობიან, იღებენ ინფორმაციას და შემდეგ ამაზე მეორე კვირის ორშაბათამდე მსჯელობენ. მერიის გადაწყვეტილებით, უსინათლოებისთვის ინფორმაციის მიწოდება დღეიდან პროექტის დაუფინანსებლობის გამო გაჩერდა. მერიის მხრიდან გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდის მკაცრი გაკონტროლებით ხსნიან, ეს არგუმენტი თავად უსინათლოთა კავშირისთვის სრულიად მიუღებელია. სრულად. . .