ტიფლო ტექნიკა

ტიფლო ტექნიკა - დანიშნულება

უსინათლო ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, გარდა თეთრი ხელჯოხისა,სხვა დამხმარე საშუალებებსაც დიდი როლი ენიჭება. მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების მორგებამ უსინათლოების საჭიროებებზე, გაამარტივა მათი ყოველდღიური ცხოვრება.

ისეთი სამედიცინო ტიფლო ტექნიკის შექმნა, როგორებიცაა: ხმოვანი თერმომეტრი, წნევის საზომი აპარატი და გლუკომეტრი, საშუალებას იძლევა უსინათლო ადამიანმა დამოუკიდებლად იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე და მიიღოს პრევენციული ზომები.

სამედიცინო ტიფლო ტექნიკის გამოყენება ყოველდიურად მზარდია, რადგან ის ამარტივებს, როგორც უსინათლო ადამიანის, ისე მის გვერდით მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ყოფას.

აღნიშნული ტექნიკა გახმოვანებულია და ხმის მეშვეობით იგებს მომხმარებელი წნევის, ტემპერატურის თუ შაქრის მდგომარეობას ორგანიზმში.

 საქართველოს უსინათლოთა კავშირი ადვოკატირებას ეწევა სამედიცინო ტიფლო ტექნიკის ქართული ენით უზრუნველყოფაში და ცდილობს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს ის თითოეული ბენეფიციარისთვის.

ამ ეტაპზე ორგანიზაციამ მოახერხა ქართული ენით აღეჭურვა წნევის და სიხლის შაქრის საზომი აპარატები, ასევე შეეძინა ქართულენოვანი თერმომეტრები. თითოეული მათგანი მარტივია მოსახმარად როგორც უსინათლო, ისე მცირემხედველი პირისთვის.