საგრანტო პროექტები

პროექტები

საქართველოს უსინათლოთა კავშირი თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან. მათ შორის დედაქალაქის და მუნიციპალიტეტების, მერიებთან, კულტურის სამინისტროსთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ამერიკის, იაპონიის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების საელჩოებთან, ფონდ ღია საზოგადოებასთან და სხვა მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან.

 

ამ ეტაპზე ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტებია:

 

მიმდინარე პროექტები:

  1. ციფრული განათლება ახალგაზრდებისთვის

 

პროექტი დაფინანსებულია ფონი „ლუტეციას“ მიერ და მისი მთავარი მიზანია უსინათლო/მცირემხედველი ბავშვებისთვის ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის გაზრდა და მათი ინტეგრირება საზოგადოებაში.

 

პროექტის ფარგლებში შევიძენთ ტექნიკას ბავშვებისთვის და კვალიფიკაციური პრაქტიკოსი ტრენერის მეშვეობით შევასწავლოთ სპეციალური ხმოვანი პროგრამის, ციფრული ტექნიკის და ინტერნეტის გამოყენება ინფორმაციის მისაღებად. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან იმ მთავარ სოციალურ საგანმანათლებლო პლატფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი სამომავლო განვითარებისთვის.

 

 

  1. უსინათლო პირთა ფსიქოლოგიური და ფიზიკური გაჯანსაღება

 

პროექტი სეზონურად მიმდინარეობს რამდენიმე მუნიიცპალიტეტში და გულისხმობს უსინათლო/მცირემხედველი პირის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ რეკრეაციას.

 

ბენეფიციარები აღნიშნული პროექტისთვის ირჩევიან განსაკუთრებული საჭიროებების მიხედვით. ისინი ისვენებენ მათთვის ნაცნობ, ადაპტირებულ ზღვის პირას მდებარე სასტუმროში და ამავდროულად იღებენ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინტერგრაციისთვის.

 

 

  1. თეთრი ხეჯოხის გამოყენების შესწავლა უსინათლო პირთათვის

 

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და გულისხმობს ბენეფიციარების სპეციალიზირებული, სიმაღლესა და საჭიროებას მროგებული თეთრი ხელჯოხით აღჭურვას და კვალიფიცირებული ტრენერის მიერ  მათთვის სივრცეში ორიენტაცია-მობილობის ტრენინგის ჩატარებას.

 

  1. ქართულენოვანი ტიფლო ტექნიკა

 

საქართველოს მუნიციპალიტეტების მერიების დახმარებით და სხადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით, საქართველოს უსინათლოთა კავშირი ამ ეტაპზე მუშაობს უსინათლოთათვის განკუთვნილი სპეციალური ხმოვანი ტექნიკის (ტიფლო ტექნიკის) ქართულ ენაზე გახმოვანებაზე.

 

პირველ ეტაპზე ქართული ენით აღიჭურვება ისეთი პირველადი საჭიროების სამედიცინო ინვენტარი, როგორებიცაა წნევის აპარატი, გლუკომეტრი და თერმომეტრი, ხოლო შემდგომ ორგანიზაცია განაგრძობს მუშაობას აღნიშნული მიმართულებით საჭიროების  შესაბამისად.

 

 

მიმდინარე წლის მანძილზე ორგანიზაციას მიზნად აქვს დასახული აქტიურად ჩაერთოს როგორც კულტურის, ისეინკლუზიური ტურიზმის და საგანმანათლებლო სფეროებში.