დადგენილებები

ოქმი №5


შენიშვნა: წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ოფიციალური ხელმოწერილი
ოქმის ელექტრონულ (ტექსტურ) ვერსიას, რომელიც ადაპტირებულია ეკრანის
წამკითხველი ხმოვანი პროგრამებისათვის. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დოკუმენტში ფიზიკურ პირთა
პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი) ჩანაცვლებულია ინიციალებით.
დოკუმენტის ძირითადი შინაარსი შეესაბამება ხელმოწერილ დედანს.

                                                      ოქმი №5

საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის რიგგარეშე
სხდომისა
3 სექტემბერი 2026 წელი
სხდომის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი ც.დადიანის ქუჩა № 90
სხდომა ჩატარდა ონლაინ ფორმატში
სხდომის თავმჯდომარე- თ.ც.
სხდომის მდივანი- მ.ქ.
სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: ი.ბ. ე.გ. ზ.მ. დ.გ. მ.ს.

დღის წესრიგი

1.ქ. ქუთაისის პერსონალური ასისტენტის პროგრამის
ფარგლებში თანამშრომელთა დანიშვნისა და
თანადაფინანსების გამოყოფის შესახებ

/მომხს. თ.ც./

2.ქ. ერევანში მატჩ-ტურნირში სპორტსმენთა

მონაწილეობის შესახებ.
/მომხს. ი.ბ./

§ 1.ქ. ქუთაისის პერსონალური ასისტენტის პროგრამის

ფარგლებში თანამშრომელთა დანიშვნისა და
თანადაფინანსების გამოყოფის შესახებ
/მომხს: თ.ც./
გამგეობა აღნიშნავს, რომ შემოსულია საქართველოს უსინათლოთა კავშირის სერვისების
მიწოდების მენეჯერის მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ ქუთაისის
ფილიალი დარეგისტრირდა ასისტენტის მომსახურების მიმწოდებლად. აღნიშნული
პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე წარდგენილია ფილიალის თავმჯდომარე. ფილიალი
დღეის მდგომარეობით ემსახურება პერსონალური ასისტენტის მქონე 17 ბენეფიციარს.
ამასთანავე, ქუთაისის ფილიალმა მოგვმართა წერილით (თან ერთვის), რომლითაც
ითხოვს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ჯეროვანი კოორდინაციისა და
მონიტორინგის უზრუნველყოფისთვის  შტატების დამატებას.
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია:
 პროგრამის მენეჯერზე პროგრამის ბიუჯეტიდან ა/წ 3 აგვისტოდან გამოიყოს
ყოველთვიური თანადაფინანსება. მ.მ. ა/წ 3 აგვისტოდან გაფორმდეს შრომითი
ხელშეკრულება კოორდინატორის პოზიციაზე, ხოლო ნ.ნ. ა/წ  3
სექტემბრიდან მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

გამგეობა ადგენს

1. ქალაქ ქუთაისის პერსონალური ასისტენტის მიწოდების პროგრამის ფარგლებში,
პროგრამის მენეჯერს, ა/წ 3 აგვისტოდან გამოეყოს თანადაფინანსება
2. კოორდინატორის პოზიციაზე ა/წ 3 აგვისტოდან მ.მ.-ზე გაფორმდეს შრომითი
ხელშეკრულება.
3. მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე ა/წ 3  სექტემბრიდან ნ.ნ.-ზე გაფორმდეს
შრომითი ხელშეკრულება.
4. დაევალოს სერვისების მენეჯერს უზრუნველყოს წინამდებარე დადგენილების
შესრულება კანონმდებლობითა და მოქმედი შიდა რეგულაციებით დადგენილი წესის
შესაბამისად.
5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს უსინათლოთა
კავშირის თავმჯდომარეს.

§ 2.ქ. ერევანში მატჩ-ტურნირში სპორტსმენთა
მონაწილეობის შესახებ.
/მომხს. ი.ბ./
გამგეობა აღნიშნავს, რომ ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის,
განათლებისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა მოგვმართა წერილით, რომლითაც
გვამცნობს, რომ ქ. ერევნიდან მოვიდა მოწვევა, რომლითაც სომხეთის უსინათლოთა
საზოგადოება ა/წ 14 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით შაშისა და ჭადრაკის
მატჩ/ტურნირში მონაწილეობის მისაღებად იწვევს კავშირის სპორტსმენთა გუნდს 10
კაცის შემადგენლობით (4 მოჭადრაკე, 4 მოშაშე 100-უჯრიან შაშში და 2 გამცილებელი).
სომხეთში გაემგზავრება გუნდი, რომლის წევრებმაც მიმდინარე წლის ივნისში
გამართულ შეჯიბრში მოიპოვეს 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილები.
ამასთან, ღამისთევისა და კვების ხარჯებს უზრუნველყოფს სომხეთის მხარე.
სოციალურ სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, კავშირის სპორტსმენთა ნაკრებმა
მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ ტრადიციულ სპორტულ ღონისძიებაში, რისთვისაც
საჭიროა გამოიყოს 1600 ლარი. აქედან მგზავრობისთვის თბილისი-ერევანი-თბილისი
ღირებულება 100 ლარი, სულ  1000 ლარი, ხოლო სამივლინებო თანხა თბილისი-ერევანი-
თბილისი თითოეულზე 60-60 ლარი, ჯამში 600 ლარი.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

გამგეობა ადგენს

1. ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის სპორტსმენთა ნაკრებმა (4 მოჭადრაკე, 4
მოშაშე და 2 გამცილებელი) მონაწილეობა მიიღოს ამხანაგურ მატჩ/ტურნირში, რომელიც
გაიმართება ქ. ერევანში ა/წ 14 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ჭადრაკსა და
შაშში.
2. დელეგაციის ხელმძღვანელად დაინიშნოს ა.ლ.
3. დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებით გამოიყოს სამივლინებო თანხა 10
კაცისთვის:
მგზავრობის ღირებულება ორივე მხარეს თბილისი-ერევანი-თბილისი თითოეულ
მონაწილეზე 100 ლარი, ჯამში 1000 ლარი, ხოლო სამივლინებო თანხა თითოეულ
მონაწილეზე 60-60 ლარი, ჯამში 600 ლარი.

სულ ჯამური ხარჯი შეადგენს 1600 ლარს.
4. დაევალოს მთავარ ბუღალტერს უზრუნველყოს თანხის, 1600 (ათას ექვსასი) ლარის
გადარიცხვა ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და
სპორტის ცენტრის ანგარიშზე.
5. კონდროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სოციალური სამსახურის მთ.
სპეციალისტს.