დადგენილებები
GBU.GE » დადგენილებები » ოქმი № 4
შენიშვნა: წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ოფიციალური ხელმოწერილი
ოქმის ელექტრონულ (ტექსტურ) ვერსიას, რომელიც ადაპტირებულია ეკრანის
წამკითხველი ხმოვანი პროგრამებისათვის. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დოკუმენტში ფიზიკურ პირთა
პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი) ჩანაცვლებულია ინიციალებით.
დოკუმენტის ძირითადი შინაარსი შეესაბამება ხელმოწერილ დედანს.
ოქმი № 4
საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის სხდომისა
27 აგვისტო 2026 წელი
სხდომის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი ც.დადიანის ქუჩა № 90
სხდომის დაწყების დრო : 10:13
სხდომის დამთავრების დრო : 11:47
სხდომის თავმჯდომარე - თ.ც.
სხდომის მდივანი - მ.ქ.
სხდომა ჩატარდა დისტანციურ-შერეული ფორმატით
სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: ი.ბ. ე.გ. ზ.მ. მ.ს.
ასევე მომხსენებელი: გ.ა.
დღის წესრიგი
1.ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ გამგეობის შენობის შინაგანაწესის
დამტკიცების შესახებ
/მომხს: თ.ც./
2.ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ 42-ე ყრილობაზე გაწეული ფაქტიური
ხარჯების
დამტკიცების შესახებ
/ მომხს: გ.რ./
3.შპს „ჭიათურის“ დირექტორის დანიშვნის შესახებ.
/მომხს. თ.ც./
4. უსინათლოთა თვითდასაქმების ხელშემწყობი მუდმივმოქმედი
კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ/
/მომხს. თ.ც./
5. ახლად გამოვლენილ მხედველობის მხრივ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირის წევრებად დამტკიცების
შესახებ
/მომხს. ე.გ./
6. - შპს „ფონიჭალა 8“-ის და შპს „ფონიჭალა 11“-ის
დოკუმენტური შემოწმების შესახებ
/მომხს: გ.ა./
§ 1.ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ გამგეობის შენობის
შინაგანაწესის
დამტკიცების შესახებ
/მომხს: თ.ც./
უნდა აღინიშნოს, რომ ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ ცენტრალურ
ოფისში თანამშრომელთა საქმიანობა რეგლამენტირებულია გამგეობის მიერ
დამტკიცებული შრომითი შინაგანაწესის მიხედვით.
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია გაუქმდეს 2024 წლის 31 მაისის №42 ოქმის §3
დადგენილება და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა
შესაბამისად დამტკიცდეს ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ ცენტრალური
ოფისის შრომითი შინაგანაწესი, შემდგომში შინაგანაწესი.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ხუთივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.გაუქმდეს ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ 2024 წლის 31 მაისის ოქმი
№42. 3 დადგენილება.
2. დამტკიცდეს ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ ცენტრალური ოფისის
შრომითი შინაგანაწესი.
§ 2.ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ 42-ე ყრილობაზე
გაწეული
ფაქტიური ხარჯების დამტკიცების შესახებ
/ მომხს: გ.რ./
გამგეობა აღნიშნავს, რომ ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ 42-ე
ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით გამგეობის დადგენილებით გამოყოფილი
იყო სავარაუდო ხარჯები 5000 ლარის ოდენობით. გამოყოფილი 5000 ლარიდან
გაიხარჯა 3564 (სამიათას ხუთას სამოცდაოთხი) ლარი. მათ შორის, 1000 (ათასი)
ლარი დაცვის პოლიციის დაქირავების თანხა, 98 (ოთხმოცდათვრამეტი) ლარი წყლის
შეძენისათვის გადახდილი თანხა და 2466 (ორიათას ოთხას სამოცდაექვსი) ლარი
დელეგატების სამივლინებო თანხა.
გამგეობას მიზანშეწონლად მიაჩნია დამტკიცდეს 42-ე ყრილობაზე გაწეული ხარჯი
3564 (სამიათას ხუთას სამოცდაოთხი) ლარის ოდენობით.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ხუთივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.დამტკიცდეს ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ 42-ე ყრილობაზე
გაწეული ფაქტიური ხარჯი 3564 (სამიათას ხუთას სამოცდაოთხი) ლარის
ოდენობით.
§ 3.შპს „ჭიათურის“ დირექტორის დანიშვნის შესახებ.
/მომხს. თ.ც./
უნდა აღინიშნოს, რომ აიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის მფლობელობაში
არსებული შპს „ჭიათურის“ ს/კ 215590126 დირექტორმა, ქ/ნ - მ.მ. მოგვმართა
განცხადებით, სადაც ითხოვს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა შპს „ჭიათურაში“ დირექტორის დანიშვნა.
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია, შპს „ჭიათურის“ ს/კ 215590126 დირექტორად
დაინიშნოს ზ.ც.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ხუთივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.შპს |ჭიათურის“ ს/კ 215590126 დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს
ვ.ტ.
2.შპს „ჭიათურის“ ს/კ 215590126 დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს
მ.მ.
3.შპს „ჭიათურის“ ს/კ 215590126 დირექტორად დაინიშნოს ზ.ც.
4. დაევალოს შპს „ჭიათურის: (ს/კ ) 215590126 დირექტორს ზ.ც. წინამდებარე
დადგენილების
პირველი, და მე-2 პუნქტებით მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისათვის.
წინამდებარე სხდომის ოქმი რეგისტრაციის მიზნით წარუდგინოს მეწარმეთა და
არასამეწარმეო
(არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრს.
5.კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ააიპ საქართველოს
უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარეს.
§ 4. უსინათლოთა თვითდასაქმების ხელშემწყობი მუდმივმოქმედი
კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ/
/მომხს. თ. ც./
გამგეობა აღნიშნავს, რომ კავშირის გამგეობის 2026 წლის 17 ივლისის ოქმი N1 5.
პუნქტი 1. დადგენილებით კავშირის წევრთა თვითდასაქმების ხელშემწყობი
მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ დამტკიცებული იყო კავშირის
თავმჯდომარის მოადგილე. ვინაიდან პირადი განცხადების საფუძველზე მან დატოვა
აღნიშნული თანამდებობა, საჭიროა კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანა.
ამასთან, აღნიშნული კომისიის წევრობაზე პირადი განცხადებით უარი განაცხადა
თ.კ. რის გამოც ასევე საჭიროა ცვლილების შეტანა კომისიის შემადგენლობაში (2025 წ.
ოქმი 69. 8. პუნქტი 3).
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია, კავშირის წევრთა თვითდასაქმების
ხელშემწყობი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს ააიპ
საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის წევრად, მ.ქ.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ხუთივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.შევიდეს ცვლილება ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრთა
თვითდასაქმების ხელშემწყობი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში.
2. გაუქმდეს 2026 წლის 17 ივლისის ოქმი N1 5. პუნქტი 2. მიღებული დადგენილება
და ზ.ბ. ნაცვლად ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრთა
თვითდასაქმების ხელშემწყობი მუდმივმოქმედი
კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს თ.ც.
3. გაუქმდეს 2025 წლის 3 ოქტომბრის ოქმი N69 8. პუნქტი 3. მიღებული
დადგენილება და თ.კ. ნაცვლად ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრთა
თვითდასაქმების ხელშემწყობი მუდმივმოქმედი
კომისიის წევრად დამტკიცდეს მ.ქ.
4. ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრთა თვითდასაქმების
ხელშემწყობი მუდმივმოქმედი კომისია დამტკიცდეს
შემდეგი შემადგენლობით: კომისიის თავმჯდომარე - თ.ც.
წევრები: დ.ბ. ი.ბ. რ.გ. ჯ.ბ. ა.ღ. მ.ქ.
§ 5. ახლად გამოვლენილ მხედველობის მხრივ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირის წევრებად დამტკიცების
შესახებ
/მომხს. ე.გ./
გამგეობა აღნიშნავს, რომ კავშირის ფილიალებიდან შემოსულია წერილები ახლად
გამოვლენილ შშმ უსინათლო პირთა კავშირის წევრებად მიღების თაობაზე.
საჭიროა დამტკიცდეს მათი კავშირის წევრებად მიღება.
კახეთის ფილიალი - 1
ქუთაისის ფილიალი - 1
ჭიათურის ფილიალი - 1
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ხუთივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1. დამტკიცდეს სუ კავშირის წევრებად მიღება.
კახეთის ფილიალი
1. ა.ტ. - მნიშვნელოვნად გამოხ. შშმ უსინათლო, დაბ. 1970 წ.
ჭიათურის ფილიალი
1. მ.ხ. - მკვეთრად გამოხ. შშმ უსინათლო, დაბ. 1940 წ.
ქუთაისის ფილიალი
1.ა.მ. - მკვეთრად გამოხ. შშმ უსინათლო, დაბ. 1945
§ 6. შპს „ფონიჭალა 8“-ის და შპს „ფონიჭალა 11“-ის
დოკუმენტური შემოწმების შესახებ
/მომხს: გ.ა./
გამგეობა აღნიშნავს, რომ ჩატარდა შპს „ფონიჭალა 8“-ის და შპს „ფონიჭალა 11“-
ის2025 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე განვლილი
პერიოდის სამეურნეო- საფინანსო საქმიანობის დოკუმენტური შემოწმება, რის
შედეგადაც დადგენილი იქნა შემდეგი:
შესამოწმებელ პერიოდში შპს „ფონიჭალა 8“-ის და შპს „ფონიჭალა 11“-ის სამეურნეო-
საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ: დირექტორი დ.ხ. და
ბუღალტერი ს.მ. აღნიშნული პირები დღეის მდგომარეობითაც მუშაობენ აღნიშნულ
თანამდებობებზე, ესწრებოდნენ შემოწმებას და იძლეოდნენ ახსნა-განმარტებებს.
2026 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით შპს „ფონიჭალა 8“-ს და შპს „ფონიჭალა 11“-ს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად
ერთობლივად ერიცხებათ 1399.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი და
1579,21 კვ.მ შენობა (ნახევარსარდაფის ჩათვლით). შენობა-ნაგებობების საბალანსო
ღირებულება ერთობლივად შეადგენს 11445 ლარს. შპს „ფონიჭალა 8“-ის და შპს
„ფონიჭალა 11“-ის საკუთრებაში არსებული შენობების მთლიანი საწარმოო ფართები
2025 წლის ივლისის თვიდან სრულად იყო დატვირთული. ვიზუალური
დათვალიერებით ჩანს, რომ შპს-ების საკუთრებაში არსებული შენობები ნორმალურ
მდგომარეობაშია და ექსპლუატაციისთვის ვარგისია; ნაწილობრივ მოსაწესრიგებელია
საწარმოს ეზოს ტერიტორია. შპს „ფონიჭალა 8“-ს და შპს „ფონიჭალა11“-ს
გამოსაყენებლად ვარგისი საწარმო ფართები გაცემული ჰქონდათ ერთ მოიჯარეზე,
(შპს „ჰელსი-ზორეთი“) საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებულია 2024 წლის 30
დეკემბერს 60 თვის ვადით ანუ 2029 წლის 30 დეკემბრამდე, რომლის თანახმადაც
„მოიჯარე“ ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიური იჯარის ქირა 5000 აშშ-ს
დოლარის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ანგარიშწორების დღისათვის
დადგენილი ვალუტის კურსის შესაბამისად ქართულ ლარებში უნაღდო
ანგარიშწორებით და 50-50% ის სახით ანუ 2500-2500 აშშ დოლარი შპს „ფონიჭალა 8“ -
ისა და შპს „ფონიჭალა 11“-ის საბანკო ანგარიშებზე არაუგვიანეს საანგარიშო თვის 5
რიცხვისა. მოიჯარენი ვალდებულნი არიან დარეგისტრირდენ აბონენტებად და თავად
გადაიხადონ კომუნალური მომსახურების ხარჯები.
შენიშვნა: 2025 წლის იანვრისა და თებერვლის თვის კომუნალურ გადასახადებს
იხდიდა შპს „ფონიჭალა8“. გარდა ზემოაღნიშნულისა 2025 წლის 23 ივლისს მხარეთა
შორის გაფორმებულია დამატებითი შეთანხმება #1 ზემოაღნიშნულ
ხელშეკრულებაზე მასზედ, რომ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება მოიჯარეს
წარმოეშვებოდა 2025 წლის აპრილის თვიდან, მაგრამ გადაუდებელი სარემონტო
სამუშაობის გათვალისწინებით საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება გადაწეული
იქნა 2025 წლის აგვისტოს თვემდე; რაც შეეხება 2025 წლის აპრილის, მაისის და
ივნისის თვეების საიჯარო ქირების დავალიანება 15000 აშშ დოლარი (ექვივალენტი
ლარში) გადანაწილებულია დამატებით საიჯარო ქირასთან ერთად 500 დოლარის
გადახდით 30 თვის განმავლობაში შპს „ფონიჭალა 8“-ისა და შპს „ფონიჭალა 11“-ის
ანგარიშებზე პროპორციულად 250-250 აშშ დოლარის სახით. ამასთან 2025 წლის
ივლისის თვის საიჯარო ქირის დავალიანება 5000 დოლარი უნდა დაფარულიყო 2025
წლის 15 დეკემბრამდე ორივე ხელმომწერ მოიჯარე კომპანიის ანგარიშებზე
თანაბრად. 1კვ. მ საიჯარო ქირამ თითოეული ზემოაღნიშნული კომპანიისათვის
შეადგინა ცალ-ცალკე 3,17 აშშ დოლარი. ხოლო ანგარიშსწორება მოხდენილია
ეროვნული ბანკის მიერ მიმდინარე თვეში დადგენილი გაცვლითი კურსის
შესაბამისად ლარებში. აღსანიშნავია, რომ დამატებით #1 შეთანხმებაში არ აისახა
2025 წლის ივლისის თვის იჯარის გადასახადი 5000 აშშ დოლარი, რომელიც
დამატებით განსაზღვრული იქნა 2026 წლის 28 ივნისის #2 დამატებითი
შეთანხმებით. შესამოწმებელ პერიოდში შპს „ფონიჭალა 8“-ს საიჯარო ქირით უნდა
მიეღო სულ 37301,57
ლარის შემოსავალი, ფაქტიურად მიღებულია 29875,19 ლარის შემოსავალი; ანუ
7426,38 ლარით. აქედან 3687,30 ლარი გაიქვითა (ჩამოეწერა) საიჯარო ქირის
დავალიანებას საკანალიზაციო მილის აღდგენის ხარჯების გათვალისწინებით.
ნაკლებობამ
შეადგინა 3739,08 ლარი. შენიშვნა: აღნიშნული თანხა ჩარიცხული იქნა 2026 წლის
იანვრის თვეში. მოიჯარე გარდა საიჯარო ქირისა 2025 წლის მარტის თვიდან იხდის
მასზე დარიცხული კომუნალური გადასახადების თანხას.
შპს „ფონიჭალა 11“-ს გამოსაყენებლად ვარგისი საწარმო ფართები გაცემული ჰქონდა
ერთ მოიჯარეზე, (შპს „ჰელსი-ზორეთი“) . შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს
საიჯარო ქირით უნდა მიეღო სულ 37301,57 ლარის შემოსავალი,აქედან 3687,30 ლარი
გაიქვითა (ჩამოეწერა) საიჯარო ქირის დავალიანებას საკანალიზაციო მილის აღდგენის
ხარჯების გათვალისწინებით. ფაქტიურად მიღებულია 29875,19 ლარის შემოსავალი.
ამრიგად, საწარმომ ხსენებულ პერიოდში მიიღო 3739,08 ლარით ნაკლები
შემოსავალი. ჩარიცხულია 2026 წლის იანვარში; შესამოწმებელ პერიოდში შპს
„ფონიჭალა 8“-ის შემოსავალმა სულ შეადგინა 32354 ლარი და 19 თეთრი; მათ შორის :
საიჯარო ქირა-29875,19 ლარი და დირექტორის მიერ შემოტანილი თანხა 2479 ლარი;
ამავე პერიოდში გასავალმა სულ შეადგინა 31992,41 ლარი; მათ შორის: ხელფასი
19700 ლარი; საშემოსავლო გადასახადი 4925 ლარი; მიწის გადასახადი 201 ლარი;
ქონების გადასახადი 45 ლარი; გაზის გადასახადი (თბილისი ენერჯი) 1838,25 ლარი;
ელექტროენერგიის გადასახადი (თელმიკო) 588,66 ლარი; ბანკის მომსახურების
საკომისიო 35 ლარი; დამფუძნებლისათვის დაბრუნებული თანხა 4659 ლარი და 50
თეთრი. შესამოწმებელ პერიოდში შპს „ფონიჭალა 11“-ის შემოსავალმა შეადგინა
29936,19 ლარი ; მათ შორის : საიჯარო ქირა 29875,19 ლარი; ბანკიდან დაბრუნებული
საკომისიო 11 ლარი და 3დირექტორის მიერ შემოტანილი თანხა 50 ლარი; ამავე
პერიოდში გასავალმა სულ შეადგინა 29398,50 ლარი; მათ შორის: ხელფასი 21600
ლარი; საშემოსავლო გადასახადი 5400 ლარი; მიწის გადასახადი 201 ლარი; ქონების
გადასახადი 50 ლარი; ბანკის მომსახურების საკომისიო 92 ლარი;
დამფუძნებლისათვის დაბრუნებული თანხა 2055 ლარი და 50 თეთრი.
საწარმოებში საფინანსო ოპერაციები ნაწარმოებია მხოლოდ უნაღდო
ანგარიშსწორებით - სს „თიბისი ბანკი“ . სალაროს აპარატი არ გააჩნიათ.შპს „ფონიჭალა
8“-ს სს „თიბისი ბანკში“ გახსნილი აქვს ანგარიშსწორების ანგარიში, რომელზედაც
2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ნაშთის სახით ერიცხებოდა 4,36 ლარი.
შესამოწმებელ პერიოდში ბანკში შემოსავალმა სულ შეადგინა 32354 ლარი და 19
თეთრი; ამავე პერიოდში გასავალმა სულ შეადგინა 31992,41 ლარი; 2026 წლის 1-ლი
იანვრის მდგომარეობით ნაშთი შეადგენს 366 ლარსა და 41 თეთრს; შპს „ფონიჭალა
11-ს 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ნაშთის სახით ერიცხებოდა 37,51
ლარი; შესამოწმებელ პერიოდში შემოსავალმა შეადგინა 29936,19 ლარი ; ამავე
პერიოდში გასავალმა სულ შეადგინა 29398,50 ლარი; ამრიგად 2026 წლის 1-ლი
იანვრის მდგომარეობით ნაშთი შეადგენს 575 ლარი და 20 თეთრს; ორივე კომპანიის
ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული ნაშთები დასტურდება საბანკო
ამონაწერებით და საბუღალტრო ჩანაწერებით.
შპს „ფონიჭალა 8“-ში საშტატო განრიგის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში
დასაქმებული იყო სულ 2 თანამშრომელი, მათ შორის: დირექტორი და ბუღალტერი.
სარევიზიო პერიოდში დარიცხულმა ხელფასმა შეადგინა 24625 ლარი; ხელზე
გაცემულია 19700 ლარი, დაკავებულია საშემოსავლო 4925 ლარი. დარჩენილია
გასაცემი 8187,50 ლარი (დარიცხული ხელფასი). შპს „ფონიჭალა 11“-ში საშტატო
განრიგის შესამოწმებელ პერიოდში საშტატო განრიგის მიხედვით დასაქმებული იყო
2 თანამშრომელი; მათ შორის: დირექტორი და ბუღალტერი,
სარევიზიო პერიოდში დარიცხულმა ხელფასმა შეადგინა 27000 ლარი; ხელზე
გაცემულია 21600 ლარი, დაკავებულია საშემოსავლო 5400 ლარი. 01/01/2026წ. -თვის
დარჩენილია გასაცემი (დარიცხული ხელფასი) 5812,50 ლარი.
შპს „ფონიჭალა 8“-ს 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ
ერიცხებოდა 33,39 ლარის ზედმეტობა. შესამოწმებელ პერიოდში დარიცხულია
სხვადასხვა გადასახადი სულ 2245,50 ლარი, ფაქტიურად გადახდილია 5171 ლარი.
ხოლო 2026 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა 2958,89 ლარი.
შპს „ფონიჭალა 11“-ს 2025 წლის 1ლი იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ
ერიცხებოდა ზედმეტობა 12 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში დარიცხულია
სხვადასხვა გადასახადი სულ 2783 ლარი, ფაქტიურად გადარიცხულია 5651 ლარი.
ამრიგად 2026 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა 2880 ლარი.
ორივე კომპანიის საგადასახადო ვალდებულებანი დასტურდება შემოსავლების
სამსახურის შედარების აქტებით.
შპს „ფონიჭალა 8“-ს 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით არ ერიცხებოდა
დებიტორული დავალიანება და ერიცხებოდა 14062,50 ლარის კრედიტორული
დავალიანება (ადმინისტრაციის ხელფასი) ;ხოლო 2026 წლის 1-ლი იანვრისათვის
ერიცხებათ 3739,08 ლარი და 2500 აშშ დოლარის დებიტორული დავალიანება (შპს
„ჰელსი-ზორეთი“-ს 2025 წლის ივლისის და დეკემბრის თვის საიჯარო ქირა. აქედან
3739,08 ლარი დაიფარა 2026წლის იანვარში) და 8187,50 ლარის კრედიტორული
დავალიანება (ადმინისტრაციის ხელფასი). შპს „ფონიჭალა 11“-ს 2025 წლის 1-ლი
იანვრისათვის დებიტორული დავალიანება არ ერიცხებოდა და ერიცხებოდა 14062,50
ლარის კრედიტორული დავალიანება, (ადმინისტრაციის ხელფასი). ხოლო 2026 წლის
1-ლი იანვრისათვის კი ერიცხებათ 3739,08 ლარის და 2500 აშშ დოლარის
დებიტორული დავალიანება (შპს „ჰელსი-ზორეთი“-ს 2025 წლის ივლისის და
დეკემბრის თვის საიჯარო ქირა. (აქედან 3739,08 ლარი დაიფარა 2026წლის იანვარში)
და 5812,50ლარის კრედიტორული დავალიანება (ადმინისტრაციის ხელფასი).
შპს „ფონიჭალა 8“-ში და შპს „ფონიჭალა 11“-ში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოებია
საკასო მეთოდით, კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. შემოსავლების
სამსახურში დეკლარაციები ჩაბარებულია დროულად და დადგენილ ვადებში. შპს
„ფონიჭალა 8“-ს 2025 წელი დამთავრებული აქვს მოგებით. გაუნაწილებელმა მოგებამ
შეადგინა 2542.28 ლარი. შპს „ფონიჭალა 11“-ს 2025 წელი დამთავრებული აქვს
მოგებით. გაუნაწილებელმა მოგებამ შეადგინა 3519.31 ლარი.
სუ კავშირის გამგეობის 2025 წლის 31 ოქტომბრის (ოქმი N70) დადგენილებით
კავშირის თავმჯდომარის მ/შ კ.ჟ. დავალებული ჰქონდა 2025 წლის ნოემბრის თვეში
მოეწვია შპს „ფონიჭალა 8“-ის და შპს ფონიჭალა 11“-ის პარტნიორთა კრება.
პარტნიორთა კრებები შედგა 2026 წლის 12 თებერვალს, რომელთა დადგენილებების
თანახმად შპს
„ფონიჭალა8“-ისა და შპს „ფონიჭალა11“-ის დირექტორს დაევალა შესაბამისი საჭირო
ღონისძიებების გატარება ზემოდასახელებული შპს-ების დებიტორული და
კრედიტორული დავალიანებების დასაფარავად და ზემოაღნიშნული პუნქტის
აღსრულების შემდეგ უნდა დაეწყო პარტნიორთა შორის წინასწარი დივიდენდების
განაწილება.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ხუთივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1. დაევალოს სუ კავშირის თავმჯდომარეს, მიმდინარე წლის
სექტემბრის თვეში მოიწვიოს შპს „ფონიჭალა 8“-ისა და შპს „ფონიჭალა 11“-ის
პარტნიორთა კრება და დღის წესრიგში დააყენოს შემდეგი საკითხები:
1.1. დივიდენდის განაწილების შესახებ;
1.2. შპს „ფონიჭალა8“ ისა და შპს „ფონიჭალა11“-ის ადმინისტრაციის ხელფასის
გადახედვის შესახებ;