დადგენილებები

ოქმი №3

შენიშვნა: წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ოფიციალური ხელმოწერილი
ოქმის ელექტრონულ (ტექსტურ) ვერსიას, რომელიც ადაპტირებულია ეკრანის
წამკითხველი ხმოვანი პროგრამებისათვის. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დოკუმენტში ფიზიკურ პირთა
პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი) ჩანაცვლებულია ინიციალებით.
დოკუმენტის ძირითადი შინაარსი შეესაბამება ხელმოწერილ დედანს.

ოქმი №3

საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის
რიგგარეშე
სხდომისა
18 აგვისტო 2026 წელი

სხდომის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი ც.დადიანის ქუჩა № 90
სხდომა ჩატარდა ონლაინ ფორმატში
სხდომის თავმჯდომარე- თ.ც.
სხდომის მდივანი- მ.ქ.
სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: ი.ბ. ე.გ. ზ.მ. დ.გ. მ.ს.

დღის წესრიგი

1.ეკონომიკური განვითარებისა და აუდიტის მენეჯერის დანიშვნის შესახებ.

/მომხს: თ.ც./

2. პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის ფარგლებში ქუთაისის და
რუსთავის ფილიალისათვის პრინტერის და კონდიციონერის შეძენის შესახებ.

/მომხს: თ.ც./

§ 1.ეკონომიკური განვითარებისა და აუდიტის მენეჯერის დანიშვნის
შესახებ.
/მომხს: თ.ც./
უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროგრამაში მქონდა წარმოდგენილი ეკონომიკური
განვითარების ჩემეული ხედვა, რის მიხედვითაც საჭიროდ მიმაჩნდა დაგვესაქმებინა
გამოცდილი კადრი, რომელიც იქნებოდა მოწვეული თანამშრომელი და არსებული

რესურსების გამოყენებით გაზრდიდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის
შემოსავლებს.
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია, აპარატის დებულებაში შევიდეს ცვლილება და
დაემატოს ერთი შტატი- ეკონომიკური განვითარებისა და აუდიტის მენეჯერი, ხოლო
აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნოს გ.ფ.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

გამგეობა ადგენს

1. შევიდეს ცვლილება აპარატის დებულებაში, კერძოდ დაემატოს ეკონომიკური
განვითარებისა და აუდიტის მენეჯერის შტატი.
2. ეკონომიკური განვითარებისა და აუდიტის მენეჯერის შტატზე დაინიშნოს გ.ფ.
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს უსინათლოთა
კავშირის თავმჯდომარეს.

§ 2. პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის ფარგლებში
ქუთაისის და რუსთავის ფილიალისათვის პრინტერის და კონდიციონერის შეძენის
შესახებ.
/მომხს: თ.ც/
უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წლის ივლისიდან ქუთაისის ფილიალში დაიწყო
პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში
აუცილებელია ასისტენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა
დოკუმენტების ბეჭდვა, რისთვისაც საჭიროა პრინტერის შეძენა, რათა
შეუფერხებლად მოხდეს პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის
ფუნქციონირება. ასევე 2025 წლიდან რუსთავის ფილიალი ახორვციელებს
პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამას, ამჟამად ფილიალს არ აქვს
გამაგრილებელი სისტემა. საჭიროა ერთი ერთეული კონდიციონერის შეძენა და
მონტაჟი.
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია, პერსონალური ასისტენტის მომსახურების
პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული ფილიალებისათვის მოხდეს პრინტერისა და
კონდინციონერის შეძენა და მონტაჟი.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1. პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის ფარგლებში გამოიყოს 650
(ექვსასორმოცდაათი) ლარი ქუთაისის ფილიალისათვის პრინტერის შესაძენად.

2 .პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის ფარგლებში ქ. რუსთავის
ფილიალისათვის გამოიყოს 1300 (ათას სამასი) ლარი აქედან 1100 (ათას ასი) ლარი
კონდიციონერის შესაძენად, ხოლო 200 (ორასი) ლარი მონტაჟისათვის.
3. დაევალოს საქართველოს უსინათლოთა კავშირის მთავარ ბუღალტერს,
უზრუნველყოს პირველი და მეორე მუხლით დადგენილი თანხის გადარიცხვა.
4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს უსინათლოთა
კავშირის თავმჯდომარეს.