დადგენილებები
GBU.GE » დადგენილებები » ოქმი № 2
შენიშვნა: წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ოფიციალური ხელმოწერილი
ოქმის ელექტრონულ (ტექსტურ)ვერსიას, რომელიც ადაპტირებულია ეკრანის
წამკითხველი ხმოვანი პროგრამებისათვის. დოკუმენტის შინაარსი იდენტურია
ხელმოწერილი დედნისა.
ოქმი № 2
საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის სხდომისა
31ივლისი 2026 წელი
სხდომის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი ც.დადიანის ქუჩა № 90
სხდომის დაწყების დრო : 10:54
სხდომის დამთავრების დრო : 13:27
სხდომის თავმჯდომარე - თ.ც.
სხდომის მდივანი - მ.ქ.
სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: ზ.ბ. ი.ბ. ე.გ. ზ.მ. დ.გ.
ასევე მომხსენებლები: თ.რ. გ.ა.
დღის წესრიგი
1.ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ კუთვნილი მანქანებისათვის საწვავის
ლიმიტის განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: თ.ც./
2.გამგეობის წევრთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
/მომხს: თ.ც./
3.შპს საქართველოს ბიზნესის აკადემიისა და შპს „ჯიპას“ წერილების განხილვის
შესახებ.
/მომხს: თ.ც./
4.შპს „ზესტაფონის“ დოკუმენტური შემოწმების შესახებ.
/მომხს: თ.რ./
5.შპს „ქუთაისის“ დოკუმენტური შემოწმების შესახებ.
/მომხს: თ.რ./
6.შპს „ფონიჭალა 7ის“ დოკუმენტური შემოწმების შესახებ.
/მომხს: გ.ა./
7.მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
არამომუშავე ვეტერან და მარტოხელა უსინათლოებზე
ფინანსური დახმარების
გაცემის დებულების ვადის გაგრძელების შესახებ.
/მომხს: ე.გ./
8.ახლად გამოვნელილ მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირთა კავშირის წევრებად დამტკიცების შესახებ
/მომხს: ე.გ./
9.სხდომაზე დაემატა საკითხი - გამაგრილებელი სისტემის მონტაჟის შესახებ.
/მომხს: ზ.ბ./
10. სხდომაზე დაემატა საკითხი - შპს „ფონიჭალა 8“ და შპს „ფონიჭალა 11“-ის
დირექტორის წერილის განხილვის შესახებ.
/მომხს: ზ.ბ./
11. სხდომაზე დაემატა საკითხი - ბახმაროში საქართველოს უსინათლოთა კავშირის
მფლობელობაში არსებული მიწის ფართის იჯარით გაცემის შესახებ.
/მომხს: ზ.ბ./
12. სხდომაზე დაემატა საკითხი - ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“
გამგეობის მორიგი სხდომის ჩატარების შესახებ.
/მომხს: თ.ც./
§1. ააიპ „საქართველოს
უსინათლოთა კავშირის“ კუთვნილი მანქანებისათვის,საწვავის ლიმიტის
განსაზღვრის შესახებ
/მომხს :თ.ც./
გამგეობა აღნიშნავს, რომ კავშირი ფლობს ორ მსუბუქ ავტომანქანას: ტოიოტა რაბ 4
და ტოიოტა პრიუსი, რომელთათვის, დღეს მოქმედი წესით, დადგენილია ლიმიტი
დღეში თითოეულზე 5 ლიტრის ოდენობით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტოიოტა
რაბ4 100 კმ-ზე მოიხმარს 10 ლიტრ საწვავს, ხოლო ტოიოტა პრუსი 100 კმ-ზე 5
ლიტრს.
კავშირის თავმჯდომარეს ემსახურება ტოიოტა რაბ4. ყოველდღიურად, მხოლოდ
სახლიდან სამსახურში და პირიქით გზა შეადგენს 30 კმ, ანუ დღიურად საჭიროა 3
ლიტრი საწვავი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პერიოდულად სხვადასხვა
აუცილებელ საკითხებზე მიმოსვლაც.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია 2026
წლის 1-ელი აგვისტოდან კავშირის კუთვნილ ავტომანქანებზე ყოველ სამუშაო
დღეზე დაწესდეს შემდეგი ლიმიტი:
ტოიოტა რაბ4 5 ლიტრი და ტოიოტა პრიუსი 3 ლიტრი.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.2026 წლის 1 -ელი აგვისტოდან ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“
კუთვნილი ავტომანქანებისთვის დაწესდეს საწვავის მოხმარების ლიმიტი.
1.1 ავტომანქანა ტოიოტა რაბ4 ყოველ სამუშაო დღეზე 5 ლიტრი.
1.2 ავტომანქანა ტოიოტა პრუსი ყოველ სამუშაო დღეზე 3 ლიტრი.
2.სამივლინებო დღეები ამოირიცხოს სამუშაო დღეთა ოდენობიდან.
3.დაევალოს კავშირის მთავარ ბუღალტერს უზრუნველყოს დადგენილების პირველი
და მეორე პუნქტებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულება.
§2. გამგეობის წევრთა სამივლინებო
ხარჯების ანაზღაურების შესახებ
/მომხს: თ.ც./
უნდა აღინიშნოს, რომ გამგეობის წევრებს: დ.გ. და მ. ს. ყოველთვიურად გამგეობის
სხდომაზე დასასწრებად უწევთ რაიონებიდან მივლინებით ჩამოსვლა. საჭიროა
მოხდეს სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.გაიცეს ყოველთვიური სამივლინებო ანაზღაურება:
მ ს.- 100 ლარის ოდენობით.
დ.გ. 50 ლარის ოდენობით.
§ 3.შპს საქართველოს ბიზნესის აკადემიისა და შპს „ჯიპას“
წერილების
განხილვის შესახებ.
/მომხს: თ.ც./
უნდა აღინიშნოს, რომ შემოსულია ორი წერილი, ერთი საქართველოს ბიზნეს
აკადემიისაგან, ხოლო მეორე უნივერსიტეტი შპს „ჯიპასაგან“, რომლებიც ითხოვენ
საქართველოს უსინათლოთა კავშირის მფლობელობაში არსებულ ფართში მყოფი
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გადაყვანას
აღნიშნული ფართიდან, ვინაიდან მათი ბენეფიციარები ხელს უშლიან სასწავლო
პროცესს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტერიტორიაზე არის განთავსებული
ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფონიჭალის ფილიალი და კულტურის
ცენტრი, რომელთაც ასევე ხელი ეშლებათ საქმიანობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის
და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბენეფიციართა სიმრავლის გამო.
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია, ვინაიდან მიმდინარე საიჯარო ხელშეკრულება
ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირსა“ და შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და
ნარკომანიის პრევენციის ცენტრს შორის გაფორმებულია 2026 წლის 30
სექტემბრამდე, ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ააიპ „საქართველოს
უსინათლოთა კავშირმა“ ვადის გასვლის შემდეგ უარი თქვას აღნიშნულ
მოიჯარესთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.2026 წლის 30 სექტემბრიდან შეწყდეს საიჯარო ხელშეკრულება შპს ფსიქიკური
ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა და ააიპ „საქართველოს
უსინათლოთა კავშირს“ შორის.
2.დაევალოს ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარის
მოადგილეს, უზრუნველყოს აღნიშნული ფართის იჯარით გაცემა.
3.კონტროლი დადგენილებაზე დაევალოს ააიპ „საქართველოს უსინათლოთა
კავშირის“ თავმჯდომარეს.
§4. შპს „ზესტაფონის“ დოკუმენტური
შემოწმების შესახებ
/მომხს: თ.რ./
გამგეობა აღნიშნავს, რომ ჩატარდა შპს „ზესტაფონის“ 2025 წლის პირველი იანვრიდან
2026 წლის პირველ იანვრამდე განვლილი პერიოდის სამეურნეო-საფინანსო
საქმიანობის დოკუმენტური შემოწმება, რის შედეგადაც დადგენილ იქნა შემდეგი:
შესამოწმებელ პერიოდში 2025 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ
იანვრამდე პერიოდში შპს „ზესტაფონის“ სამეურნეო-საფინანსო საქმიანობაზე
პასუხისმგებელი პირი იყო დირექტორი თ.ხ. რომელიც ასრულებდა ბუღალტრის
მოვალეობას. შემოწმების დროსაც მუშაობდა ზემოხსენებულ თანამდებობაზე,
ესწრებოდა შემოწმებას და იძლეოდა ახსნა-განმარტებებს.
2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შპს „ზესტაფონს“ ბალანსით ერიცხება
19048.1 ლარის ნარჩენი ღირებულების ქონება. მათ შორის: 15230.2 ლარის ნარჩენი
ღირებულების შენობა-ნაგებობა და 3817.9 ლარის ღირებულების დანადგარები,
საოფისე ტექნიკა და სხვადასხვა დასახელების მცირეფასიანი ინვენტარი. საწარმო
ასევე ფლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4076 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.
საწარმოს საკუთრებაში არსებული შენობების მთლიანი საწარმო ფართი შეადგენს
840 კვ.მ-ს, აქედან შესამოწმებელ პერიოდში დატვირთული იყო მხოლოდ 510 კვ.მ.
ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ ადმინისტრაციული, ყოფილი თოკების,
ბლოკების და მინის ქილის სახურავის სკო-82 - ის საამქროების შენობა-ნაგებობები
მოითხოვს სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. სახელდობრ:
ადმინისტრაციული შენობის ფასადი გასალესია, შესაცვლელია კარ-ფანჯრები და
ჩასატარებელია შიდა სარემონტო სამუშაოები. საამქროების შენობებზე,
მოსაწესრიგებელია სახურავი, რადგან ჩამოდის ატმოსფერული ნალექები,
შესაცვლელია ფანჯრები. სავალალო მდგომარეობაშია და მოსასწესრიგებელია
საწარმოს საპირფარეშო.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს, სარემონტო სამუშაოებზე გახარჯული აქვს სულ
5320 ლარი, მათ შორის: ეზოს ბალახის ბუჩქნარის მოთიბვაზე 850 ლარი, ეზოს
ტერიტორიის დალაგებაზე 160 ლარი, შენობების სახურავების და ეზოს თოვლისგან
გასუფთავებაზე 850 ლარი, ადმინისტრაციული შენობების სახურავის შეკეთებაზე
600 ლარი და ტრანსფორმატორის კაპიტალურ რემონტზე 2860 ლარი.
შპს „ზესტაფონ“-ს გამოსაყენებლად ვარგისი საწარმო ფართები და ეზოს ტერიტორია
სხვადასხვა დროით, გაცემული ქონდა 7 მოიჯარეზე. საიჯარო ხელშეკრულებები
ძირითადად გაფორმებულია ერთი წლის ვადით, თუმცა არის სხვადასხვა ვადებიც,
სათანადო ფორმით, სრულყოფილად. ფართები მათი ვარგისიანობიდან გამომდინარე
გაცემულია 1.1, 1.67, 1.88, 2.0 და 2.5 ლარად. აღსანიშნავია, რომ მოიჯარეების
ძირითადი ნაწილი ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და
დროულად იხდის საიჯარო ქირებს. არის გადასახადის წინსწრებით გადახდის
შემთხვევები.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საიჯარო ქირებით უნდა მიეღო სულ 10800
ლარი, ფაქტიურად მიღებული აქვს 12807 ლარი, ანუ 2007 ლარით მეტი. მოიჯარეები
გარდა საიჯარო ქირისა იხდიან მათ მიერ მოხმარებულ კომუნალურ გადასახადებს.
დღეის მდგომარეობით საწარმოს, გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებიდან
გამომდინარე, ყოველთვიური შემოსავლები საშუალოდ შეადგენს 800 ლარს.
შესამოწმებელ პერიოდში შპს „ზესტაფონი“-ს შემოსავალმა სულ შეადგინა 14934.6
ლარი, მათ შორის: 12807 ლარი საიჯარო ქირა, 2091.6 ლარი, წარმოების
საჭიროებისთვის შეტანილი თანხა (თ.ხ. 1854.6 ლარი, ზ.რ. 237 ლარი) და 36 ლარი
ზედმეტად აღებული თანხა (ს.ხ. ამავე პერიოდში გაწეულმა ხარჯებმა კი სულ
შეადგინა 15384.8 ლარი, მათ შორის: ხელფასი 5054 ლარი, საშემოსავლო 449.9 ლარი,
საპენსიო 1005 ლარი, მიწის გადასახადი 1557 ლარი, ქონების გადასახადი 200 ლარი,
კომუნალური მომსახურების 361.2 ლარი (ელ. ენერგიის 132.2 ლარი, ინტერნეტის
მომსახურების 229 ლარი), ერთჯერადი მომსახურების 5320 ლარი, კრედიტორული
დავალიანების (ზ.რ.637 ლარი, საბანკო მომსახურების 130.5 ლარი, საჯარო რეესტრის
ხარჯი 252 ლარი, სათვალთვალო კამერის 400 ლარი და მცირეფასიანი საგნების 18.2
ლარი. საწარმოში საფინანსო ოპერაციები ნაწარმოებია, როგორც სალაროს, ისე ბანკის
მეშვეობით. სალაროსა და ბანკში გაწეული საფინანსო ოპერაციების შემოწმებით მეტ-
ნაკლებობა არ გამოვლენილა.
საწარმოში შესამოწმებელ პერიოდში დასაქმებული იყო სულ 2 თანამშრომელი, მათ
შორის: დირექტორი და მდივანი, რომელთა ხელფასი საშუალოდ თვეში შეადგენს 450
ლარს, შესამოწმებელ პერიოდში ზემოხსენებულ მოსამსახურეებზე, დარიცხულია
ხელფასის სახით სულ 5400 ლარი, დაკავებულია საშემოსავლო 360 ლარი, საპენსიო
28 ლარი, 87 თეთრი, ხელზეა გასაცემი 5011 ლარი, 13 თეთრი, ფაქტიურად გაცემულია
5054 ლარი. აქედან თ.ხ-ზე გაცემულია ხელფასი 57 ლარით მეტი, ხოლო ლ. ზ.-ზე 14
ლარით, 13 თეთრით ნაკლები. შესამოწმებელ პერიოდში სარემონტო სამუშაოზე,
ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ანაზღაურების სახით,
გაცემულია სულ 5320 ლარი.
საწარმოს 2025 წლის 01 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ ერიცხებოდა
ზედმეტად გადახდილი თანხა 59 ლარი, 51 თეთრი. შესამოწმებელ პერიოდში
დარიცხულია სხვადასხვა გადასახადი 2267 ლარი, 51 თეთრი და საურავი 57 თეთრი,
ფაქტიურად გადახდილია 2207 ლარი, 43 თეთრი. ამრიგად 2026 წლის 01 იანვრის
მდგომარეობით საწარმოს ბიუჯეტის მიმართ გადასახადის მეტ-ნაკლებობა არ
ერიცხება, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის შედარების აქტით. ამავე
პერიოდისათვის ერიცხება 2241 ლარის დებიტორული და 7577 ლარის
კრედიტორული დავალიანებები, მათ შორის: დებიტორული დავალიანება 2241 ლარი,
ნ.კ. (საიჯარო ქირა), კრედიტორული დავალიანება ერიცხებათ: ც.ჩ. 3298.2 ლარი,
(საწარმოს ლაბორატორიის მოწყობაზე გახარჯული თანხა), თ.ხ. 2068 ლარი
(წარმოების საჭიროებისთვის შეტანილი თანხა) და გაუცემელი ხელფასი 2210.5 ლარი,
(წინა პერიოდის დავალიანება).
შესამოწმებელ პერიოდში შპს „ზესტაფონ“-ში ბუღალტრული აღრიცხვა არ
შეესაბამებოდა ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს, მართალია ნაწარმოებია
პირველადი აღრიცხვის საბუთები, მაგრამ მემორიალურ ან ჟურნალორდერული
ფორმით ან კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით დამუშავებული და შესაბამისი
ანგარიშებზე გატარებით აღრიცხული არ არის. ეს გამოიწვია იმან, რომ
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ ყავდა ბუღალტერი, თუმცა დღეის
მდგომარეობით ეს საკითხი შეძლებისდაგვარად გამოსწორებულია. მიღებულია
ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი, რომელიც პირველადი აღრიცხვის
დოკუმენტების საფუძველზე აწესრიგებს ზემოთ აღნიშნულ ნაკლოვანებებს.
საწარმოს 2025 წელი დამთავრებული აქვს ზარალით, ზარალმა შეადგინა 2305
ლარი.
სუ კავშირის გამგეობის 2025 წლის 25 ივლისის (ოქმი N 63) დადგენილებით, სუ
კავშირის თავმჯდომარის მ/შ (კ.ჟ. დავალებული ქონდა, 2025 წლის ოქტომბრის
თვეში მოეწვია შპს „ზესტაფონის“ პარტნიორთა კრება და განსახილველად
დაეყენებინა შემდეგი საკითხები: საწარმოს შემოსავლების გაზრდის მიზნით
გასატარებელი ღონისძიებების, დებიტორ -კრედიტორული დავალიანებების
აღმოფხვრის (შემცირების) და საბუღალტრო საქმის და ფისკალური ანგარიშგების
მოწესრიგების შესახებ.
ზემოხსენებული საკითხები საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ ძირითადად
შეუსრულებელია, თუმცა ნაწილი შესრულებულია, სახელდობრ: წინა პერიოდთან
შედარებით შემცირებულია დებიტორული დავალიანება 2728 ლარით, ჩამოწერილია
ბალანსიდან უიმედო დებიტორული დავალიანება 3298.3 ლარი. შემცირებულია წინა
პერიოდის სახელფასო დავალიანება 500.4 ლარით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
საწარმოს აქვს პოტენციალი საგრძნობლად გაზარდოს შემოსავლები თუ
გაითვალისწინებს და გამოასწორებს აქტში აღნიშნულ ნაკლოვანებებს.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.დაევალოს ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ თავმჯდომარის
მოადგილეს, მიმდინარე წლის 01 ოქტომბრამდე მოიწვიოს შპს „ზესტაფონის“
პარტნიორთა კრება და განსახილველად დააყენოს შემდეგი საკითხები:
1.1.შემოსავლების გაზრდის მიზნით, რათა მომავალში საწარმო იყოს მომგებიანი,
2027 წლიდან ახალი საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებისას, საიჯარო ქირების
გაზრდის და საწარმოს მფლობელობაში არსებული გამოსაყენებლად ვარგისი
ფართების სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხების მობილიზების შესახებ.
1.2. დებიტორული დავალიანების 2241 ლარის დროულად დაფარვის მიზნით,
მოიჯარესთან ნ.კ. მოლაპარაკების წარმოების, ხოლო დავის გადაუწყვეტლობის
შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით საქართველოს სასამართლოსთვის
მიმართვის შესახებ.
1.3. საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მოწესრიგების შესახებ.
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ააიპ „საქართველოს
უსინათლოთა კავშირის“ თავმჯდომარეს.
§5.შპს „ქუთაისის“ დოკუმენტური
შემოწმების შესახებ
/მომხს: თ.რ/
გამგეობა აღნიშნავს, რომ ჩატარდა შპს „ქუთაისის“ 2025 წლის პირველი იანვრიდან
2026 წლის პირველ იანვრამდე, პერიოდის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის
დოკუმენტური შემოწმება, რის შედეგადაც დადგენილი იქნა შემდეგი:
2025 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, შპს
„ქუთაისის“ სამეურნეო-საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ:
დირექტორი მ.გ. და ბუღალტერი ნ.მ. რომლებიც დღეის მდგომარეობითაც მუშაობენ
აღნიშნულ თანამდებობებზე, ესწრებოდნენ შემოწმებას და იძლეოდნენ ახსნა-
განმარტებებს.
2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შპს „ქუთაის“-ს ბალანსით ერიცხება
583285.7 ლარის ნარჩენი ღირებულების ქონება, მათ შორის: 579415 ლარის ნარჩენი
ღირებულების შენობა-ნაგებობები, 4.7 ლარის ღირებულების სხვა ძირითადი
საშუალებები, 1260 ლარის ღირებულების მანქანა-დანადგარები, 1267 ლარის
ღირებულების კომპიუტერული მოწყობილობა და 1339 ლარის ღირებულების
მცირეფასიანი ინვენტარი. საწარმო ასევე ფლობს არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების 18364 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.
შპს „ქუთაისის“ საკუთრებაში არსებული შენობების მთლიანი საწარმო ფართი
შეადგენს 5086 კვ.მ-ს, აქედან შესამოწმებელ პერიოდში დატვირთული იყო 4828 კვ.მ.
ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული შენობა-
ნაგებობების უმეტესი ნაწილი ნორმალურ მდგომარეობაშია და ექსპლუატაციისთვის
ვარგისია, მაგრამ ზოგიერთი ნაგებობა საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას
სახელდობრ: საყარაულო შენობების ნაწილის სახურავი, რადგან ჩამოდის
ატმოსფერული ნალექები, ასევე მოსაწესრიგებელია ყოფილი ადმინისტრაციული
შენობის პირველი სართულის ფართის იატაკი, ჭერი, ელ. გაყვანილობა,
გამოსაცვლელია კარ-ფანჯრები. ამასთან დასამთავრებელია საწარმოს ტერიტორიის
ნაწილის სარემონტო სამუშაოები (გზა 100X6 გრძ.მ).
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს, სარემონტო სამუშაოებზე გახარჯული აქვს სულ
13019.1 ლარი, (მათ შორის: მასალებზე 3389.1 ლარი, შესრულებულ სამუშაოების
ხელფასზე 9630 ლარი). აქედან: ყოფილი მინის საამქროს შენობის გადახურვა
რუბეროიდით (200 კვ.მ.), დაცვის შენობის გადახურვა, ყოფილი უალკოჰოლო
საამქროს შენობის გადახურვა (330 კვ.მ.), ყოფილი უქსოვადი ქსოვილების საამქროს
შენობის დასუფთავება (50 კვ.მ.) დაზიანებული ადგილების მოწესრიგება ბეტონის
საფარით და გადახურვა რუბეროიდით. ცივი მასტიკის გადასმა 330 კვ.მ-ზე. 6971
ლარი, ყინვისგან დაზიანებული წყალგაყვანილობის შეცვლა 2612.3 ლარი, საწარმოს
ეზოს მოწესრიგება-დასუფთავება 1300 ლარი, ასისტენტის ოთახის ელ. გაყვანილობის
მონტაჟი 213.8 ლარი, კონდიციონერის შეკეთება 100 ლარი, საიჯარო ფართის
დასუფთავება 660 ლარი, ელ. ქვესადგურის დაზიანებული კაბელის შეცვლა 1032
ლარი და შემოსასვლელ ჭიშკარზე პეტლების მონტაჟი 330 ლარი.
შპს „ქუთაის“-ს გამოსაყენებლად ვარგისი საწარმო ფართები, სხვადასხვა დროით,
გაცემული ქონდა 39 მოიჯარეზე. საიჯარო ხელშეკრულებები ძირითადად
გაფორმებულია ერთი წლის ვადით, თუმცა არის სხვადასხვა ვადებიც, სათანადო
ფორმით, სრულყოფილად. ფართები მათი ვარგისიანობიდან გამომდინარე
გაცემულია 2.5, 2.9, 3.0, 3.3, 3.5, 3.6, 4.0, 5.5, 7.0 და 8.5 ლარად. აღსანიშნავია, რომ
მოიჯარეების ნაწილი, ხუთი მოიჯარე, არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ
ვალდებულებებს და დროულად არ იხდის საიჯარო ქირებს, რომელთა დავალიანებაც
2026 წლის 01 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 7505 ლარს. თუმცა არის შემთხვევა,
როდესაც მოიჯარე წინსწრებით იხდის საიჯარო ქირას (შპს „ლმ“ გადახდილია 680
ლარით მეტი.) შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საიჯარო ქირებით უნდა მიეღო
სულ 253878 ლარი, ფაქტიურად მიღებული აქვს 247053 ლარი, ანუ წინსწრებით
გადახდილი თანხის 680 ლარის გათვალისწინებით, 6825 ლარით ნაკლები.
მოიჯარეები გარდა საიჯარო ქირისა იხდიან მათ მიერ მოხმარებულ ელ. ენერგიის
გადასახადს.
დღეის მდგომარეობით საწარმოს, გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებიდან
გამომდინარე, ყოველთვიური შემოსავლები საშუალოდ შეადგენს 19054 ლარს.
შესამოწმებელ პერიოდში შპს „ქუთაისი“-ს შემოსავალმა სულ შეადგინა 334535
ლარი, მათ შორის: საიჯარო ქირა 247053 ლარი, ელ. ენერგიის გადასახადი 86721 ლარი
და წყლის გადასახადი 761 ლარი. ამავე პერიოდში გაწეულმა ხარჯებმა კი სულ
შეადგინა 445496.7 ლარი, მათ შორის: ხელფასი 54871 ლარი, საშემოსავლო 9891
ლარი, საპენსიო 2532 ლარი (2180 ლარი ძველი დავალიანება), სარემონტო მასალების
შეძენაზე 3389.1 ლარი, ერთჯერადად შესრულებული სამუშაოების ხელფასი 9630
ლარი, ელ. ენერგიის გადასახადი 88990 ლარი, (აქედან 2269 ლარი საწარმოს მიერ
გახარჯული) წყლის გადასახადი 5721.5 ლარი, ბანკის მომსახურების 679.9 ლარი,
ტელეფონის, ინტერნეტის 643.6 ლარი, დასუფთავების 220 ლარი, წინასწარი
დივიდენდი (სუ კავშირი) 182000 ლარი, მოგების გადასახადი 32356 ლარი, ძირითადი
საშუალებების ცვეთა 30115 ლარი, დღგ 15686 ლარი, საკასო აპარატის მომსახურების
150 ლარი, სახანძრო ბალონების დამუხტვის 144 ლარი, ქონების გადასახადი 6182
ლარი, მიწის გადასახადი 1102 ლარი, საკანცელარიო ნივთების შეძენის 293.6 ლარი,
ელ. მრიცხველის შეძენის (ქვესადგურისთვის) 100 ლარი, საპენსიო ფონდის ჯარიმა
500 ლარი და შენობის აზომვითი ნახაზის 300 ლარი. საწარმოში საფინანსო
ოპერაციები ნაწარმოებია, როგორც სალაროს, ისე ბანკის მეშვეობით. სალაროსა და
ბანკში გაწეული საფინანსო ოპერაციების შემოწმებით მეტ-ნაკლებობა არ
გამოვლენილა.
საწარმოში შესამოწმებელ პერიოდში დასაქმებული იყო სულ 7 თანამშრომელი, მათ
შორის: მუდმივად, დირექტორი და ბუღალტერი, ხოლო ხელშეკრულებით,
საჭიროების შემთხვევაში: ერთი ერთეული საქმის მწარმოებელი, ერთი ერთეული ელ.
ენერგეტიკი, ერთი ერთეული დამლაგებელი და ორი ერთეული დარაჯი, აქედან ოთხი
თანამშრომელი შშმ პირია (უსინათლო), საწარმოში დასაქმებულ მოსამსახურეთა
ხელფასი საშუალოდ თვეში შეადგენს 5584.3 ლარს, შესამოწმებელ პერიოდში,
ზემოხსენებულ მოსამსახურეებზე, ხელფასის სახით დარიცხულია სულ 62730 ლარი,
დაკავებულია საშემოსავლო 7683 ლარი, საპენსიო 176 ლარი, ხელზეა გაცემული
54871 ლარი.
შესამოწმებელ პერიოდში სარემონტო სამუშაოზე, ერთჯერადი მომსახურების
ხელშეკრულების საფუძველზე, ანაზღაურების სახით, გაცემულია სულ 9630 ლარი,
რაზედაც გაფორმებულია შესაბამისი დოკუმენტაცია.
საწარმოს 2025 წლის 01 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ ერიცხებოდა
ზედმეტად გადახდილი თანხა 212.5 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში დარიცხულია
სხვადასხვა გადასახადი 54997.9 ლარი, ფაქტიურად გადახდილია 65217 ლარი.
ამრიგად 2026 წლის 01 იანვრის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა 10431.6 ლარი,
რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის შედარების აქტით. ამავე
პერიოდისათვის საწარმოს ერიცხება 21731.6 ლარის დებიტორული დავალიანება,
მათ შორის: 10431.6 ლარი (სახელმწიფო ბიუჯეტში წინსწრებით გადახდილი თანხა),
2171 ლარი გ.ხ. 874 ლარი ვ.ს. 500 ლარი მ.კ.220 ლარი ა.ბ. 3075 ლარი შპს
„ბიოექსპერტ ჯორჯია“, 2880 ლარი დ.ჯ. 1440 თ.კ. და 140 ლარი ბ.კ. (საიჯარო ქირის
დავალიანებები). საწარმოს კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება.
შესამოწმებელ პერიოდში შპს „ქუთაის“-ში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოებია
მემორიალურ ორდერული ფორმით, დარიცხვის მეთოდით. თვეში საშუალოდ
შედგენილია 4-5 მემორიალური ორდერი. შემოსავლების სამსახურში დეკლარაციები
ჩაბარებულია დროულად დადგენილ ვადებში. საბუთები გაფორმებულია
სრულყოფილად სათანადო პირთა ხელმოწერებით. საწარმოს 2025 წელი
დამთავრებული აქვს მოგებით, მოგებამ შეადგინა 110220 ლარი.
სუ კავშირის გამგეობის 2025 წლის 25 ივლისის (ოქმი N 63) დადგენილებით, შპს
„ქუთაისი“-ს დირექტორს (მ.გ. დავალებული ქონდა: საწარმოს შემოსავლების
გაზრდის მიზნით დაუტვირთავი ფართების სარემონტო სამუშაოების ჩატარება და
საწარმოს ტერიტორიაზე მოხრეშილი გზის მოწესრიგება, ასევე დებიტორული
დავალიანებების შესამცირებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
ზემოხსენებული სამუშაოები საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ ნაწილობრივ
შესრულებულია, კერძოდ წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილია საწარმოს
შემოსავლები 21000 ლარით, ხოლო რაც შეეხება საწარმოს ტერიტორიაზე მოხრეშილი
გზის მოწესრიგებას და დებიტორული დავალიანებების შემცირებას ჯერჯერობით
შეუსრულებელია.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.დაევალოს შპს „ქუთაისის“ დირექტორს მ.გ.
1.1.შემოსავლების გაზრდის მიზნით 2027 წლდან, ახალი საიჯარო
ხელშეკრულებების გაფორმებისას, გარდა ზოგიერთი ფართებისა, გადახედოს
საიჯარო ქირების გაზრდის საკითხს. ამასთან მოახდინოს საწარმოს მფლობელობაში
არსებული გამოსაყენებლად ვარგისი ფართების სარემონტო სამუშაოებისთვის
საჭირო თანხების მობილიზება.
1.2. დებიტორული დავალიანებების (საიჯარო ქირა) დროულად დაფარვის მიზნით,
მოიჯარეებთან აწარმოოს მოლაპარაკება, გამოიჩინოს მეტი პრინციპულობა
განსაკუთრებით ურჩი გადამხდელების მიმართ.
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ააიპ „საქართველოს
უსინათლოთა კავშირის“ თავმჯდომარეს.
§6. შპს „ფონიჭალა 7“ -ის დოკუმენტური შემოწმების შესახებ.
/მომხს: გ .აბაზაძე/
საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამ,გეობა აღნიშნავს, რომ ჩატარდა 2025
წლის 1-ლი იანვრიდან 2026წლის 1-ლ იანვრამდე განვლილი პერიოდის სამეურნეო-
საფინანსო საქმიანობის დოკუმენტური შემოწმება.
შპს „ფონიჭალა7“ დაფუძნებული იქნა სუ კავშირის გამგეობის 2019 წლის 19 აპრილის
გამგეობის სხდომის დადგენილების საფუძველზე. მისი დამფუძნებლები არიან:
ფიზიკური პირები, რომელნიც საერთო ჯამში ჰფლობენ წილის 74%-ს;ხოლო
საქართველოს უსინათლოთა კავშირი ჰფლობს წილის 26%. სარევიზიო პერიოდში
პასუხისმგებელი პირი იყო დირექტორი მ.კ. რომელიც აგრეთვე ასრულებდა
ბუღალტრის მოვალეობას და დღემდე მუშაობს აღნიშნულ თანამდებობაზე,
ესწრებოდა შემოწმებას და იძლეოდა ახსნა-განმარტებებს.
2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით „შპს“-ს ბალანსით ქონება არ ერიცხება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
მონაცემების თანახმად შპს ჰფლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1498
კვ.მ. 4(ოთხი) მიწის ნაკვეთს. მათ შორის: 1200კვ.მ (მომზადების თარიღი 24/04/2019
წ.); და 3(სამი) ნაკვეთს ჯამში 298 კვ.მ; მათ შორის: 110კვ.მ; 67,00 და 121 კვ.მ
(მომზადების თარიღი 10/11/2020წ). აღსანიშნავია ის გარემოებაც , რომ შპს-ს
საბუთებში კვლავ ფიქსირებულია 1200 კვ.მ.
შპს-ს 2022 წლის 19 აპრილს გაფორმებული აქვს შეთანხმება შპს „მსოფლიოს
სპორტული ქრონიკები“-თან მასზედ, რომ ზემოხსენებული კომპანია
უზრუნველჰყოფს შპს-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე
სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და მათი დასრულების შემდეგ
წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე დამკვეთი ანუ შპს „ფონიჭალა 7“
განახორციელებს სრულ ანგარიშსწორებას და საკუთარ ბალანსზე აღრიცხავს
არსებულ მიწის ნაკვეთზე ახლად შექმნილ აქტივს. სარევიზიო პერიოდში
ზემოაღნიშნულ მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ჯამი შეადგენს 28150 ლარს.
დღეის მდგომარეობით ვიზუალური დათვალიერებით სჩანს, რომ ახალაშენებული
ნაგებობა შეესაბამება ზემოაღნიშნული შეთანხმების პირობებს და გაცემულია
იჯარით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულების თანახმად შენობა უნდა
ყოფილიყო მიღებული საექსპლუატაციოდ და მისი ქონებად აღრიცხვა უნდა
მომხდარიყო 2026 წლის 1-ლი იანვრისათვის. აღნიშნული პირობა ჯერჯერობით არაა
შესრულებული და 2025 წლის ქონების დეკლარაციაში არაა ასახული
სარევიზიო პერიოდში შპს-ს ჰყავდა 2 მოიჯარე. გაქირავებული ჰქონდა 175 კვ.მ
ფართი. ხელშეკრულებების პირობები შესრულებულია. სარევიზიო პერიოდში
საიჯარო შემოსავალმა შეადგინა 53121,98 ლარი; 1 კვ.მ-ს საიჯარო ქირა საშუალოდ
იყო 25,30 ლარი. საშუალოდ თვის შემოსავალია 4426,83 ლარი.
შესამოწმებელ პერიოდში შპს-ს შემოსავალმა შეადგინა: 72571,98 ლარი; მათ შორის:
საიჯარო ქირა 53121,98 ლარი; მოიჯარეების მიერ დაფარული ძველი დავალიანების
თანხა 13000 ლარი და დამფუძნებლის მიერ შემოტანილი თანხა 6450 ლარი. ხოლო
გასავალმა შეადგინა 73037,41ლარი; მათ შორის: მიწის გადასახადი 317 ლარი;
ბანკების მომსახურების საკომისიო 329 ლარი, სავალუტო ნაშთის გადაფასება 1,41
ლარი; სარემონტო სამუშაოების მომსახურების ანაზღაურება 13350 ლარი და
დამფუძნებლისათვის დაბრუნებული თანხა 59040 ლარი.
შპს-ში საფინანსო ოპერაციები ნაწარმოებია, როგორც ნაღდი (სალარო-საჩეკო აპარატი
არ გააჩნია და ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა მიმდინარეობდა ჩეკთან
გათანაბრებული დოკუმენტების ანუ ე.წ. „ჩგდს“-ს მეშვეობით) და აგრეთვე უნაღდო
ანგარიშსწორებით; მომსახურე ბანკები- სს „თიბისი“ ბანკი და სს „ლიბერთი“ ბანკი.
01/01/2025 წ. მდგომარეობით სალაროს ნაშთი შეადგენდა 0,00 ლარს. სარევიზიო
პერიოდში შემოსულია საიჯარო ქირის სახით 25000 ლარი ; გასავალი შეადგენს 25000
ლარს. (დამფუძნებლისათვის სესხის თანხის დაბრუნება) ; ნაშთი 01/01/2026წ.
მდგომარეობით 0,00 ლარი.
საბანკო-საანგარიშწორებო ოპერაციები: ა)სს „თიბისი ბანკში“ ნაშთი 01/01/2025
წლისათვის შეადგენდა 514 ლარს და 37 თეთრს. შემოსავალმა სს“თიბისი ბანკში“
შეადგინა 47571,98 ლარი. გასავალი შეადგენს 48036 ლარს; ნაშთი 01/01/2026 წ.
მდგომარეობით 50,35 ლარი. რაც სწორია, ედრება საბანკო ამონაწერებს და
საბუღალტრო ჩანაწერებს. ბ) სს „ლიბერთი ბანკი“ ნაშთი 01/01/2025წ. მდგომარეობით
შეადგენს 501 ლარი და 82 თეთრს; შემოსავალი 0,00 ლარი; გასავალი 1,41 ლარი -
სავალუტო ანგარიშზე ნაშთის გადაფასება. ნაშთი 01/01/2026წ.მდგომარეობით 500,41
ლარი. რაც სწორია, ედრება საბანკო ამონაწერებს და საბუღალტრო ჩანაწერებს.
შპს-ში შესამოწმებელ პერიოდში ხელფასები არ დარიცხულა და არც იქნა გაცემული.
ზედმეტობა 01/01/2025წ შეადგენს 16 ლარსა და 95 თეთრს. შესამოწმებელ პერიოდში
დარიცხული იქნა 316 ლარი. გადახდილია 317 ლარი. ზედმეტობა 01/01/2026წ.
შეადგენს 17,95 ლარს.
2025 წლის 1-ლი იანვრისათვის დებიტორული დავალიანება შეადგენდა 13016 ლარსა
და 95 თეთრს. მათ შორის სახ.ბიუჯეტი 16 ლარი და 95 თეთრი და საიჯარო ქირა
13000 ლარი.ხოლო კრედიტორული დავალიანება შეადგენდა - 177063 ლარსა და 79
თეთრს. მათ შორის: მ.კ. 175749,79 ლარი და 79 თეთრი და ი.კ. 1314 ლარი. 01/01/2026
წლისათვის შპს-ს დებიტორული დავალიანება შეადგენს 17,95 ლარს; კრედიტორული
დავალიანება 01/01/2026წ. შეადგენს 139273,79 ლარს. მათ შორის: მ.კ. 123159,79
ლარი; ი.კ. 1314 ლარი და 14800 ლარი სარემონტო სამუშაოების მომსახურების
ღირებულება
შესამოწმებელ პერიოდში შპს-ში ბუღალტრული აღრიცხვა სწარმოებდა
კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, საკასო მეთოდით; დოკუმენტაცია
გაფორმებულია სრულყოფილად. შემოსავლების სამსახურში დეკლარაციები
ჩაბარებულია დროულად, დადგენილ ვადებში. საბუთები გაფორმებულია
სრულყოფილად, სათანადო პირთა ხელმოწერებით. სარევიზიო პერიოდში შპს-ს
მოგებამ შეადგინა 52124 ლარი და 57 თეთრი.
სუ კავშირის გამგეობის 2025წლის 28 ნოემბრის სხდომის ოქმი #71-ის
დადგენილებით სუ კავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კ.ჟ.
დაევალა, რომ 2026 წლის იანვრის თვეში მოეწვია შპს „ფონიჭალა 7“-ის პარტნიორთა
კრება და განსახილველად დაეყენებინა შემდეგი საკითხები: კრედიტორული
დავალიანების დაფარვის პერსპექტივები და წინასწარი დივიდენდის განაწილების
შესაძლებლობა. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალა საქართველოს
უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის შემსრულებელს კ.ჟ. კრედიტორული
დავალიანებები ნაწილობრივ გასტუმრებულია. შპს „ფონიჭალა 7“-ის დირექტორის -
მ.კ. განმარტებით შპს-ს გააჩნია მნიშვნელოვანი კრედიტორული დავალიანებები და
ამ პრობლემის გათვალისწინებით დივიდენდი არ განაწილებულა.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1. დაევალოს ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ თავმჯდომარის
მოადგილეს მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში მოიწვიოს შპს „ფონიჭალა 7“-
ის პარტნიორთა კრება და დღის წესრიგში დააყენოს შემდეგი საკითხები:
1.1. საწარმოს მფლობელობაში მყოფი შენობის ბალანსზე აყვანისა და
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კანონმდებლობის
შესაბამისად რეგისტრაციის შესახებ;
1.2. დივიდენდის განაწილების შესახებ;
1.3. შემოსავლების გაზრდის მიზნით საიჯარო ქირების გაზრდის შესახებ;
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ააიპ „საქართველოს
უსინათლოთა კავშირის“ თავმჯდომარეს.
§7. მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე არამომუშავე ვეტერან და მარტოხელა უსინათლოებზე
ფინანსური დახმარების გაცემის
დებულების ვადის გაგრძელების შესახებ
/მომხს: ე.გ./
გამგეობა აღნიშნავს, რომ მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე არამომუშავე ვეტერან და მარტოხელა უსინათლოებზე
ფინანსური დახმარების გაცემის დებულებას 2026 წლის 01 აგვისტოდან
გასდის ვადა.
სოციალური სამსახური შემოდის წინადადებით, რომ აღნიშნულ დებულებას ვადა
გაუგრძელდეს 2027 წლის 01 აგვისტომდე.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1. მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არამომუშავე
ვეტერან და მარტოხელა უსინათლოებზე ფინანსური დახმარების გაცემის
დებულების ვადა გაგრძელდეს ერთი წლით - 2027 წლის 01 აგვისტომდე.
§8. ახლად გამოვლენილი მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა კავშირის წევრებად დამტკიცების შესახებ
/მომხს: ე.გ./
გამგეობა აღნიშნავს, რომ კავშირის ფილიალებიდან შემოსულია წერილები ახლად
გამოვლენილ შშმ უსინათლო პირთა კავშირის წევრებად მიღების თაობაზე.
დამტკიცდეს მათი კავშირის წევრებად მიღება.
თბილისის N2 ფილიალი - 1
თბილისის N3 ფილიალი - 2
სამეგრელოს ფილიალი - 2
გორის ფილიალი - 2
სამცხე-ჯავახეთის ფილიალი - 2
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1. დამტკიცდეს ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წევრებად მიღება.
თბილისის N2 ფილიალი -
1. გ. ო.- შშმ უსინათლო ბავშვი, დაბ. 2012 წ.
თბილისის N3 ფილიალი
1. ხ.დ.- მკვეთრად გამოხ. შშმ უსინათლო, დაბ. 1979 წ.
2. გ.გ.- მკვეთრად გამოხ. შშმ უსინათლო, დაბ. 1956 წ.
სამეგრელოს ფილიალი
1. ნ.ყ.- მკვეთრად გამოხ. შშმ უსინათლო, დაბ. 1949 წ.
2. თ.ი.- მკვეთრად გამოხ. შშმ უსინათლო, დაბ. 1979 წ.
გორის ფილიალი
1. მ.ა. - მკვეთრად გამოხ. შშმ უსინათლო, დაბ. 1975 წ.
2. ზ. გ.- მკვეთრად გამოხ. შშმ უსინათლო, დაბ. 1966 წ.
სამცხე-ჯავახეთის ფილიალი
1. ს.ყ.- შშმ უსინათლი ბავშვი, დაბ. 2021 წ.
2. ა.წ. - მკვეთრად გამოხ. შშმ უსინათლო, დაბ. 1947 წ.
§9. დამატებითი საკითხი - გამაგრილებელი სისტემის მონტაჟის შესახებ.
/მომხს: ზ.ბ./
უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“
ადმინისტრაცია და თბილისის მეორე ფილიალი განთავსებულია ცოტნე დადიანის 90
ნომერში მდებარე საოფისე ფართში. აღნიშნულ ფართში გადმოსვლა მოხდა 2025
წლის ოქტომბერში. ამ დრომდე ოფისი არ არის აღჭურვილი გამაგრილებელი
სისტემით, რაც აფერხებს სამუშაო პროცესს. ამასთან დაკავშირებით ჩატარდა ბაზრის
კვლევა და შეირჩა ოფტიმალური შემოთავაზება. კერძოდ, როგორც სათაო ოფისის,
ასევე მეორე ფილიალის გამაგრილებელი სისტემით აღჭურვა ჯამში დაჯდება 16290
(თექვსმეტიათას ორასოთხმოცდაათი) ლარი. აქედან 10 ერთეული მიდიას ფირმის
კონდიციონერი, რომლის ჯამური ღირებულებაა 11790 (თერთმეტიათას
შვიდასოთხმოცდაათი) ლარი, ხოლო მონტაჟის თანხა 4500 (ოთხიათას ხუთასი) ლარი.
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს უსინათლოთა კავშირის სათაო
ოფისი და თბილისის მეორე ფილიალი აღიჭურვოს გამაგრილებელი სისტემით.
ამასთან აღნიშნული 16290 (თექვსმეტიათას ორასსოთხმოცდაათი) ლარიდან
ნაწილობრივი დაფინანსება მოხდეს პერსონალური ასისტენტის მომსახურების
პროგრამის თანხიდან, ვინაიდან სათაო ოფისში ასევე არის განთავსებული
სერვისების მიწოდება.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.გამოიყოს 16290 (თექვსმეტიათას ორასოთხმოცდაათი) ლარი- გამაგრილებელი
სისტემის დასამონტაჟებლად, 10 ერთეული მიდიას ფირმის კონდიციონერი, 11790
(თერთმეტიათას შვიდასოთხმოცდაათი) ლარი, ხოლო მონტაჟის თანხა 4500
(ოთხიათას ხუთასი) ლარი.
აქედან 5610 (ხუთიათას ექვსასათი) ლარი კავშირის ბიუჯეტიდან, ხოლო 10680
(ათიათას ექვსასოთხმოცი) ლარი პერსონალური ასისტენტის მომსახურების
პროგრამის ბიუჯეტიდან.
2.დაევალოს ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ მთავარ ბუღალტერს
უზრუნველყოს დადგენილების 1-ლი პუნქტით განსაზღვრული თანხის გადარიცხვა.
3.კონტროლი დადგენილებაზე დაევალოს ააიპ „საქართველოს უსინათლოთა
კავშირის“ თავმჯდომარეს.
§10. დამატებითი საკითხი - შპს „ფონიჭალა 8“ და შპს „ფონიჭალა 11“-ის დირექტორის
წერილის განხილვის შესახებ.
/მომხს: ზ.ბ./
უნდა აღინიშნოს, რომ „ფონიჭალა 8“-ის და შპს „ფონიჭალა“ 11-ის მფლობელობაში
არსებული შენობა ნაქირავები აქვს შპს „ჰელსიზორეთს“, რომლის დირექტორია პ.ხ.
აღნიშნულ შენობის კანალიზაციის მილს შეექმნა პრობლემა, რის გამოც
პერიოდულად ხდება მილის გაჭედვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ აღნიშნული მილი
წარმოადგენს „gwp”-is საკუთრებას. თუმცა კომპანია არ აღიარებს მილის
კუთვნილებას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და დასტურდება
დოკუმენტურადაც. პრობლემის მოსაგვარებლად ბატონმა დ.ხ. მიმართა
მარეგულირებელ კომისიას, სემეკს. ამჟამად ელოდება სემეკის გადაწყვეტილებას.
ვიდრე გადაწყვეტილება იქნება შპს „ფონიჭალა 8“ და შპს „ფონიჭალა 11“-ის
დირექტორი გვთავაზობს პრობლემის გადასაჭრელად მილის ხელმეორედ გაჭედვის
შემთხვევაში მოწილეებმა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ორივე მხარის
ჩართულობით მოხდეს მილის გაწმენდა.
რათა არ დაზიანდეს მოიჯარის ინტერესები და არ მოხდეს მათი სამუშაო პროცესის
შეჩერება.
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია, „gwp”-ისთან დავის დასრულებამდე აღნიშნული
მილის გაჭედვის შემთხვევაში მოხდეს ორივე მხარის ჩართულობით მილის გაწმენდა.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1დაევალოს შპს „ფონიჭალა 8“ და შპს „ფონიჭალა 11“-ის დირექტორს „gwp:-სთან
დავის დასრულებამდე მილის დაზიანების შემთხვევაში დროულად უზრუნვრელყოს
მისი აღდგენა - შეკეთების სამუშაოების ჩატარება.
2.კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ააიპ „საქართველოს
უსინათლოთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილეს.
§11. დამატებითი საკითხი - ბახმაროში ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“
მფლობელობაში არსებული მიწის ფართის იჯარით გაცემის შესახებ.
/მომხს: ზ.ბ./
უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებით მოგვმართა რ.ჭ. რის მიხედვითაც იგი ითხოვს
ბახმაროში მდებარე საქართველოს უსინათლოთა კავშირის საკუთრებაში არსებული
მიწის 9998 კვმ. ფართის (ს/კ 28.24.21.436იჯარით აღებას.
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია გაფორმდეს ორთვიანი ხელშეკრულება
ფიზიკურ პირზე რ.ჭ. და საიჯარო ქირა განისაზღვროს 2000 ლარით.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.გაფორმდეს ხელშეკრულება ფიზიკურ პირზე რ.ჭ. ააიპ „საქართველოს
უსინათლოთა კავშირის“ მფლობელობაში არსებულ მიწის ფართზე (ს/კ 28.24.21.436.
2026 წლის 31 ივლისიდან 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
2.საიჯარო ქირა განისაზღვროს 2000 (ორიათასი) ლარით.
3.კონტროლი დადგენილებაზე დაევალოს ააიპ „საქართველოს უსინათლოთა
კავშირის“ თავმჯდომარეს.
§12.დამატებითი საკითხი - ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“
გამგეობის მორიგი სხდომის ჩატარების შესახებ
/მომხს: თ.ც./
უნდა აღინიშნოს, რომ კავშირის გამგეობის მორიგი სხდომის ჩატარება უწევს
მიმდინარე წლის 28 აგვისტოს.
ვინაიდან მიმდინარე წლის 28 აგვისტო არის უქმე (დასვენების დღე), გამგეობას
მიზანშეწონილად მიაჩნია, კავშირის გამგეობის მორიგი სხდომა ჩატარდეს 2026 წლის
27 აგვისტოს.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის ექვსივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.ააიპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ გამგეობის მორიგი სხდომა ჩატარდეს
2026 წლის 27 აგვისტოს.