დადგენილებები
GBU.GE » დადგენილებები » ოქმი №1
შენიშვნა: წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ოფიციალური ხელმოწერილი ოქმის
ელექტრონულ (ტექსტურ)ვერსიას, რომელიც ადაპტირებულია ეკრანის წამკითხველი
ხმოვანი პროგრამებისათვის. დოკუმენტის შინაარსი იდენტურია ხელმოწერილი დედნისა.
ოქმი №1
საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის
რიგგარეშე სხდომისა
17 ივლისი 2026 წელი
სხდომის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი ც.დადიანის ქუჩა № 90
სხდომის დაწყების დრო : 10:00
სხდომის დამთავრების დრო : 11:50
სხდომის თავმჯდომარე - თ.ც.
სხდომის მდივანი - მ.ქ.
სხდომა ჩატარდა დისტანციურ-შერეული ფორმატით
სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: ზ.ბ. ი.ბ. ე.გ. მ.ს. ზ.მ. დ.გ.
დღის წესრიგი
1.გამგეობის პასუხისმგებელი მდივნის დანიშვნის შესახებ.
/მომხს: თ.ც./
2. გამგეობის წევრთა ფუნქციების განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: თ.ც./
3. გამგეობის სხდომის ჩატარების შესახებ.
/მომხს: თ.ც./
4. სერვისების მიწოდების მენეჯერის მოხსენებითი
ბარათის განხილვის შესახებ.
/მომხს: თ.ც./
5. უსინათლოთა თვითდასაქმების ხელშემწყობი მუდმივმოქმედი კომისიის
შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: თ.ც./
6. დამატებითი საკითხი-საქართველოს უსინათლოთა კავშირის 42-ე ყრილობის დავალების
შესრულების შესახებ
/მომხს : თ.ც./
7. დამატებითი საკითხი-პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის ფარგლებში,
ინვენტარის შეძენის შესახებ.
/მომხს: თ.ც./
8.დამატებითი საკითხი-საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის,განათლებისა და
სპორტის ცენტრის
დირექტორის დანიშვნის შესახებ.
/მომხს : თ.ც./
§1. გამგეობის პასუხისმგებელი მდივნის დანიშვნის შესახებ.
/მომხს. თ.ც./
უნდა აღინიშნოს, რომ კავშირის წესდების §13.1.ჟ პუნქტის თანახმად თავმჯდომარის
წარდგინებით ინიშნება გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი.
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს მ.ქ.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის შვიდივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1. სუ კავშირის გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს მ.ქ.
§2. გამგეობის წევრთა ფუნქციების განსაზღვრის შესახებ.
/მომხს. თ.ც./
გამგეობა აღნიშნავს, რომ კავშირის წესდების §13.1.ბ პუნქტის თანახმად უნდა
განისაზღვროს გამგეობის წევრთა ფუნქციები.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის შვიდივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1. გამგეობის წევრთა ფუნქციები განისაზღვროს შემდეგნაირად:
თ.ც. -გამგეობის თავმჯდომარე - საერთო ხელმძღვანელობა, კადრები, იურიდიულ საკითხთა
კურატორობა, ფინანსური და საგადასახადო საკითხთა მიმართულება.
ზ.ბ. - თავმჯდომარის მოადგილე - საწარმო-ეკონომიკური მიმართულება, გრანტები და
პროექტები, უცხოეთთან და დონორებთან ურთიერთობა.
ი.ბ. - სოციალურ საკითხთა კურატორობა.
ე.გ. - კულტურისა და საგამომცემლო საკითხთა მიმართულება.
მ.ს. დ.გ. - რეგიონებთან ურთიერთობა.
ზ.მ.- სპორტული მიმართულება, ახალგაზრდებისა და უსინათლოთათვის ინოვაციური
პროგრამების თემებზე კურატორობა.
§3. გამგეობის სხდომის ჩატარების შესახებ.
/მომხს. თ.ც./
გამგეობა აღნიშნავს, რომ კავშირის წესდების მიხედვით გამგეობის სხდომა მოიწვევა თვეში
არანაკლებ ერთხელ.
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია, გამგეობის სხდომა მოწვეულ იქნას ყოველი თვის
ბოლო პარასკევს 10:00 საათზე.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის შვიდივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1. სუ კავშირის გამგეობის სხდომა, როგორც წესი, მოწვეულ იქნას ყოველი თვის ბოლო
პარასკევს 10:00 საათზე.
2. სხდომაზე განსახილველი პროექტები გაეგზავნოს გამგეობის წევრებს და კავშირის ყველა
ფილიალს სხდომამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე.
§4. სერვისების მიწოდების მენეჯერის მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ.
/მომხს. თ.ც./
უნდა აღინიშნოს, რომ გამგეობის სახელზე შემოსულია სერვისების მიწოდების მენეჯერის
დ.ბ. მოხსენებითი ბარათი, სადაც დასაბუთებულია პერსონალური ასისტენტის
მომსახურების პროგრამის ფარგლებში ტექნიკური მენეჯერის კადრის საჭიროება
(მოხსენებითი ბარათი თან ერთვის).
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია, პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის
ფარგლებში დაემატოს ერთი საშტატო ერთეული - ტექნიკური მენეჯერი და აღნიშნულ
პოზიციაზე გადაყვანილ იქნას ოფის-მენეჯერი თ.კ.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის შვიდივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1. პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის ფარგლებში დაემატოს ერთი
საშტატო ერთეული - ტექნიკური მენეჯერი.
2. ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე გადაყვანილ იქნას ოფის-მენეჯერი თ.კ.
3. დაევალოს სერვისების მიწოდების მენეჯერს (დ.ბ. უზრუნველყოს წინამდებარე
დადგენილების შესრულება, კანონმდებლობითა და მოქმედი შიდა რეგულაციებით
დადგენილი წესის შესაბამისად.
4. დადგენილებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს უსინათლოთა კავშირის
თავმჯდომარეს.
§5. უსინათლოთა თვითდასაქმების ხელშემწყობი მუდმივმოქმედი
კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ
/მომხს: თ.ც./
გამგეობა აღნიშნავს, რომ კავშირის გამგეობის 2023 წლის 30 ივნისის ოქმი N26
დადგენილებით კავშირის წევრთა თვითდასაქმების ხელშემწყობი მუდმივმოქმედი
კომისიის თავმჯდომარედ დამტკიცდა კავშირის თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი კ.ჟ. მისი უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საჭიროა კომისიის
შემადგენლობაში ცვლილების შეტანა.
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია, კავშირის წევრთა თვითდასაქმების ხელშემწყობი
მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს სუ კავშირის თავმჯდომარის
მოადგილე ზ.ბ.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის შვიდივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1. შევიდეს ცვლილება სუ კავშირის წევრთა თვითდასაქმების ხელშემწყობი
მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში 30 ივნისის N26 დადგენილების 1 მუხლში.
2.სუ კავშირის წევრთა თვითდასაქმების ხელშემწყობი მუდმივმოქმედი კომისიის
თავმჯდომარედ დამტკიცდეს სუ კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზ.ბ.
3. სუ კავშირის წევრთა თვითდასაქმების ხელშემწყობი მუდმივმოქმედი კომისია
დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
კომისიის თავმჯდომარე - ზ.ბ.
წევრები: დ.ბ. ი.ბ. რ.გ. ჯ.ბ. ა.ღ. თ.კ.
§6. საქართველოს უსინათლოთა კავშირის 42-ე ყრილობის დავალების შესრულების შესახებ
/მომხს : თ.ც./
გამგეობა აღნიშნავს, რომ საქართველოს უსინათლოთა კავშირის 42-ე ყრილობის
დადგენილებით, გამგეობას დაევალა სხდომის ოქმების დელეგატებისათვის გადაგზავნა.
აღნიშნული დავალების აღსრულებისა და კავშირის საქმიანობის გამჭვირვალობის
უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობას
მიზანშეწონილად მიაჩნია, გამგეობის სხდომის ოქმები დაეგზავნოს ყველა დელეგატს.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის შვიდივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის ყოველი მორიგი თუ რიგგარეშე სხდომის
ოქმი, ოფიციალურად დამოწმებული ხელმისაწვდომ ფორმატში გადაეგზავნოს კავშირის
ყველა დელეგატს.
2.ოქმების დელეგატებამდე ხელმისაწვდომი ფორმატით მიწოდებისთვის გამოყენებულ
იქნეს ელექტრონული ფოსტა და დელეგატთა საერთო სოციალური ჯგუფები.
3. გამგეობის სხდომის ოქმი დელეგატებს გადაეგზავნოს მისი ხელმოწერიდან არაუგვიანეს
3 კალენდარული დღის ვადაში.
4.ამ დადგენილების პირველი, მეორე და მესამე პუნქტების შესრულება დაევალოს
გამგეობის მდივანს მ.ქ.
5.კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს კავშირის თავმჯდომარეს
§7.პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის ფარგლებში,
ინვენტარის შეძენის შესახებ.
/მომხს: თ.ც./
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უსინათლოთა კავშირი უკვე თითქმის ორი წელია
ახორციელებს პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამას. ამ დროისათვის გარდა
თბილისისსა პროგრამა ფუნქციონირებს რუსთავსა და მალე დაიწყებს ფუნქციონირებას
ქუთაისში. პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისათვის და ბენეფიციართათვის
სრულყოფილი მომსახურების მიწოდების მიზნით საჭირო გახდა კომპიუტერული
ტექნიკისა და ავეჯის შეძენა.
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია, პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის
ფარგლებში საოფისე საჭიროებებისათვის მოხდეს 2320 (ორიათას სამასოცი) ლარის
ღირებულების
ავეჯის და 7725 (შვიდიათას ხუთას ოცდახუთი) ლარის ღირებულების ტექნიკის შეძენა.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის შვიდივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის ფარგლებში მოხდეს 2320 (ორიათას
სამასოცი) ლარის ღირებულების ავეჯისა და 7370 (შვიდიათას სამას სამოცდაათი) ლარის
ღირებულების ტექნიკის შეძენა.
2.დაევალოს ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის მთავარ ბუღალტერს
უზრუნველყოს თანხის გადარიცხვა.
3.კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ააიპ საქართველოს უსინათლოთა
კავშირის თავმჯდომარეს.
§8.საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის,განათლებისა და სპორტის ცენტრის
დირექტორის დანიშვნის შესახებ.
/მომხს : თ.ც./
უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წლის 12 ივლისს საქართველოს უსინათლოთა კავშირში (ს/კ
206070222) გაიმართა 42-ე საანგარიშო საარჩევნო ყრილობა, სადაც თავმჯდომარის
პოზიციაზე კენჭი იყარა ა.ა.ი..პ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის,
განათლებისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა თ. ც. ყრილობის დელეგატთა
გადაწყვეტილებით თ.ც. არჩეულ იქნა საქართველოს უსინათლოთა კავშირის
თავმჯდომარედ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის წესდების 13 5. მუხლის
შესაბამისად საჭირო გახდა ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის,
განათლებისა და სპორტის ცენტრში (ს/კ 406192123) მისთვის დირექტორის
უფლებამოსილების შეჩერება და ახალი დირექტორის დანიშვნა.
გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის,
განათლებისა და სპორტის ცენტრის დირექტორად დაინიშნოს გ.ჩ.
საკითხს კენჭი ეყარა და გამგეობის შვიდივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გამგეობა ადგენს
1.ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წესდების 13.1. მუხლისა და ა(ა)იპ
საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის
წესდების 3.3. და 4.7.3 მუხლების შესაბამისად, ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის
კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის (ს/კ 406192123) დირექტორის
თანამდებობიდან 2026 წლის 17 ივლისიდან გათავისუფლდეს თ.ც.
2. ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის (ს/კ 206070222) წესდების 13.1. მუხლისა და
ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის
ცენტრის (ს/კ 406192123) წესდების 3.3. და 4.7.3. მუხლების შესაბამისად, ა(ა)იპ
საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის (ს/კ
406192123) დირექტორის თანამდებობაზე 2026 წლის 17 ივლისიდან დაინიშნოს გ.ჩ.
3. ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წესდების (ს/კ 206070222) 13.1. მუხლისა და
ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის
ცენტრის (ს/კ 406192123) წესდების 3.3. მუხლის შესაბამისად, ა(ა)იპ საქართველოს
უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის გამგეობის წევრთა
შემადგენლობაში განხორციელდეს ცვლილება: თ.ც. ნაცვლად გამგეობის წევრად დაინიშნოს
მ.კ.
4. დაევალოს ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და
სპორტის ცენტრის (ს/კ 406192123) დირექტორს გ.ჩ. წინამდებარე დადგენილების პირველი,
მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინამდებარე
სხდომის ოქმი რეგისტრაციის მიზნით წარუდგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრს.
5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს კავშირის თავმჯდომარეს.