დამხმარე საშუალებები
GBU.GE » დამხმარე საშუალებები » იანდექს საქართველო
საქართველოს უსინათლოთა კავშირმა, კომპანია იანდექს საქართველოსთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო სოციალური ტაქსის საპილოტე პროექტი, რომელიც პირველ ეტაპზე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ხსენებული პროექტის ფარგლებში, თბილისში მცხოვრები კავშირის წევრი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის უსინათლოები სარგებლობენ ლიმიტირებული უფასო მგზავრობითა და მიტანის სერვისით. სოციალური ტაქსის პროექტში ჩაერთნენ ის ბენეფიციარები, რომლებიც იყენებენ იანდექსის აპლიკაციას და ბარათი აქვთ დაკავშირებული მასთან. პროექტის მონაწილეები შეირჩნენ უსინათლოთა კავშირის თბილისის ფილიალების მოკვლევის შედეგად.
აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს უსინათლო ადამიანების დამოუკიდებლად გადაადგილებასა და მათი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას.
დიდი მადლობა იანდექსის კომპანიას უსინათლო ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გადაადგილების ხელშეწყობისთვის.