ორგანიზაციული აქტები

ფილიალების დებულება

           დამტკიცებულია

სუ კავშირის გამგეობის ოქმი N57

 26 03.21წ. დადგენილებით                                                          

თავმჯდომარე                              /რ.მაისურაძე/

 

საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფილიალების

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

  • 1.ზოგადი ნაწილი

 

1.1. სუ კავშირის ფილიალი არის კავშირის სტრუქტურული დანაყოფი და მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს მის ფუნქციებს.

1.2. სუ კავშირის ფილიალი არ არის იურიდიული პირი. იგი თავის საქმიანობას ახორციელებს სუ კავშირის წესდებისა და ფილიალის დებულების შესაბამისად.

 

1.3. ფილიალის ტერიტორიულ არეალს განსაზღვრავს სუ კავშირის გამგეობა.

 

  • 2. ფილიალის მიზნები და ამოცანები

 

2.1. ფილიალის მიზანია მისდამი რწმუნებულ ტერიტორიაზე უსინათლო მოქალაქეთა გამოვლენა და მათი შესაძლო შრომითი, სამედიცინო, ინტელექტური, სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სამართლებრივი და სოციალური დაცვა, კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურება.

 

2.2. ამ მიზნის მისაღწევად ფილიალი:

ა) ადგილზე ახორციელებს უსინათლოთა სოციალური დახმარების პროგრამებსა და პროექტებს;

ბ) პოპულარიზაციას უწევს კავშირის საქმიანობას;

გ) ნებაყოფლობის საფუძველზე აღრიცხავს უსინათლოებს და აწევრიანებს მათ.

დ) ხელს უწყობს უსინათლოებს განათლების მიღებაში, ბრაილის შრიფტის შესწავლაში;

ე)  ხელს უწყობს უსინათლოებს  კვალიფიკაცის ამაღლებასა და დასაქმებაში.

ვ) ზრუნავს უსინათლოთა ჯანმრთელობაზე, საკურორტო მკურნალობასა და დასვენების ორგანიზაციაზე.

ზ) ზრუნავს უსინათლოთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, შესაძლებლობის ფარგლებში უწევს მათ მატერიალურ დახმარებას.

თ) აფინანსებს და ორგანიზაციას უწევს კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.

ი) უზრუნველყოფს კავშირის ერთიანობის შენარჩუნებას.

კ) ხელს უწყობს ახალგაზრდა უსინათლო პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებას და საზოგადოებაში დამკვიდრებას.

ლ) ხელს უწყობს კავშირის ვეტერან წევრთა უფლებების დაცვას, მათ სამედიცინო-სოციალურ რეაბილიტაციას.

  • 3. ფილიალის მართვის ორგანოები

 

ფილიალის ორგანოებია:

3.1. ფილიალის კრება;

3.2. ფილიალის გამგეობა.

 

  • 4. ფილიალის კრება

 

4.1. ფილიალის კრება (შემდგომში “კრება”) მოიწვევა წელიწადში არანაკლებ ერთისა. კრება შეიძლება მოწვეული იქნას ფილიალის გამგეობის, სუ კავშირის გამგეობის და ფილიალში აღრიცხვაზე მყოფი 1/5-ის წევრთა წერილობითი მოთხოვნით, მიზნისა და საფუძვლის მითითებით.

 

4.2. ფილიალი ვალდებულია კრების ჩატარების შესახებ ტელეფონითა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ინფორმაცია მიაწოდოს წევრებს, კრების ჩატარებამდე   არაუგვიანეს 10 დღისა, კრების ადგილის, დროის და დღის წესრიგის ჩვენებით, რის თაობაზეც ფილიალში თვალსაჩინო ადგილზე უნდა გამოიკრას განცხადება.

4.3. კრების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი.

4.4. კრება ტარდება ფილიალის წევრთა (კრების დელეგატთა) მონაწილეობით. დელეგატად ითვლება კრებაზე დამსწრე ყველა წევრი. კრების მონაწილეთა (კრების დელეგატთა) კვოტას განსაზღვრავს ფილიალის გამგეობა, რომელსაც ამტკიცებს კავშირის გამგეობა. კრება უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს კვოტით განსაზღვრული რაოდენობის ნახევარი მაინც.

4.5. ფილიალში იქმნება  გამგეობა, რომლის წევრებსაც ირჩევს კრება. იგი თავდაპირველად ირჩევს  ფილიალის თავმჯდომარეს, (ალტერნატივის შემთხვევაში ტარდება ფარული კენჭისყრა), რომელიც ჩაითვლება გამგეობის წევრად, ხოლო შემდეგ კი გამგეობის დანარჩენ წევრებს 5 წლის, ან მომდევნო საარჩევნო ყრილობამდე ვადით. გამგეობის წევრთა რაოდენობას და კენჭისყრის სახეობას განსაზღვრავს კრება.
კავშირის ყრილობის დელეგატები აირჩევიან ფილიალების კრებაზე ფარული ან ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.  (ალტერნატივის შემთხვევაში ტარდება ფარული კენჭისყრა). არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს მეტ ხმას.ფარული არჩევნების წესს განსაზღვრავს და ამტკიცებს კავშირის გამგეობა.

4.6. ფილიალის  თავმჯდომარე უნდა იყოს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე უსინათლო,  კავშირის წევრობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟით. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება არჩეული იქნას ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადისა.

 

4.7. ფილიალის  თავმჯდომარე  ხელმძღვანელობს ფილიალის საქმიანობას შრომითი ხელშეკრულებისა და ფილიალის შინაგანაწესის შესაბამისად.

 

4.8. თავმჯდომარე სუ კავშირის გამგეობას წარუდგენს წერილს ფილიალის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების შესახებ, ამასთან შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება ფილიალის თავმჯდომარის მომდევნო არჩევნებამდე 

 

  • 5. ფილიალის გამგეობის საქმიანობა

 

5.1. ფილიალის გამგეობა განიხილავს კავშირში გასაწევრიანებელ პირთა განცხადებებს და წარუდგენს სუ კავშირის გამგეობას დასამტკიცებლად.

 

5.2. ფილიალის გამგეობა მმართველობის ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებში აღძრავს საკითხს უსინათლო მოქალაქეთათვის სხვადასხვა სახის შეღავათების დაშვებისათვის და საჭიროების შემთხვევაში შუამდგომლობს მათ დასაქმებისა და სხვადასხვა სახის დახმარებებისათვის.

5.3. ორგანიზაციას უწევს კულტურულ-მასობრივ ღონისძიებებს (სპორტული შეჯიბრებები, ლიტერატურული და სხვა სახის კონკურსები).

5.4. ახორციელებს უსინათლოთა სოციალური დახმარების პროგრამებსა და პროექტებს. ზრუნავს:

 ა)გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებების მოზიდვისათვის;

   ბ)უსინათლოთა სამსახურში მოწყობასა და ინდივიდუალურად დასაქმებისათვის;

   გ) ტიფლო-ტექნიკის საშუალებათა ხელმისაწვდომობისათვის;

 

5.5. უზრუნველყოფს საწევრო შენატანების შეგროვებასა და სუ კავშირის სალაროში ჩაბარებას.

 

5.6. ყოველწლიურად იანვრის თვეში სუ კავშირის გამგეობას წარუდგენს მათთან აღრიცხვაზე  მყოფ წევრთა განახლებულ ბაზას.

 

5.7. ყოველწლიურად 1 ნოემბრამდე სუ კავშირის გამგეობას წარუდგენს ანგარიშს და საჭირო დოკუმენტაციას ფილიალის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასებისთვის.

 

5.8. უზრუნველყოფს სუ კავშირის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.