მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
არამომუშავე ვეტერან და მარტოხელა უსინათლოებზე
ყოველთვიური ფულადი დახმარება
ფინანსური დახმარება გაიცემა, მხოლოდ სუ კავშირის წევრ, არამომუშავე ვეტერან და მარტოხელა უსინათლოებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულნი არიან არა უმეტეს 150000 სარეიტინგო ქულით.
დახმარების გაცემის წესი
ვეტერანი წევრი
ვეტერანი წევრი ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს სუ კავშირის წევრობის არანაკლებ 50 წლის სტაჟი)
- არამომუშავე ვეტერანი, რომელსაც აქვს წევრობის არანაკლებ 70 წლის სტაჟი.
1.1 არამომუშავე, ვეტერან წევრზე, რომელსაც აქვს სუ კავშირის წევრობის არანაკლებ 70 წლის სტაჟი და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არა უმეტეს 70000 სარეიტინგო ქულით, ყოველთვიურად გაიცეს 68.75 ლარი.
- არამომუშავე, ვეტერან წევრზე, რომელსაც აქვს სუ კავშირის წევრობის არანაკლებ 70წლის სტაჟი და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში სარეიტინგო ქულით 70000 - დან არა უმეტეს 150000 ქულისა, ყოველთვიურად გაიცეს 25 ლარი.
- არამომუშავე ვეტერანი რომელსაც აქვს წევრობის 60 წლის სტაჟი.
- არამომუშავე, ვეტერან წევრზე, რომელსაც აქვს სუ კავშირის წევრობის არანაკლებ 60 წლის სტაჟი და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არა უმეტეს 70000 სარეიტინგო ქულით, ყოველთვიურად გაიცეს 25 ლარი.
- არამომუშავე, ვეტერან წევრზე, რომელსაც აქვს სუ კავშირის წევრობის არანაკლებ 60 წლის სტაჟი და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში სარეიტინგო ქულით 70000 - დან არა უმეტეს 150000 ქულისა, ყოველთვიურად გაიცეს 50 ლარი.
- არამომუშავე ვეტერანი წევრი რომელსაც აქვს წევრობის არანაკლებ 50 წლის სტაჟი.
- არამომუშავე, ვეტერან წევრზე, რომელსაც აქვს სუ კავშირის წევრობის არანაკლებ 50წლის სტაჟი და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არა უმეტეს 70000 სარეიტინგო ქულით ყოველთვიურად გაიცეს 27.25 ლარი.
- არამომუშავე, ვეტერან წევრზე, რომელსაც აქვს სუ კავშირის წევრობის არანაკლებ 50წლის სტაჟი და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში სარეიტინგო ქულით 70000 - დან არა უმეტეს 150000ქულისა, ყოველთვიურად გაიცეს 20.60 ლარი.
მარტოხელა წევრი
(მარტოხელა ნიშნავს - პირს, რომელიც ცხოვრობს მარტო და არ ჰყავს ოჯახი - მეუღლე, შვილი.)
- არამომუშავე მარტოხელა წევრი.
- არამომუშავე მარტოხელა წევრზე, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არა უმეტეს 70000 სარეიტინგო ქულით, ყოველთვიურად გაიცეს მკვეთრად შშმ პირზე 41.25 ლარი. მნიშვნელოვნად შშმ პირზე 27.50 ლარი.
- არამომუშავე მარტოხელა წევრზე, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში სარეიტინგო ქულით 70000 დან არა უმეტეს 150000ქულისა, ყოველთვიურად გაიცეს მკვეთრად შშმ პირზე 27.50 ლარი. მნიშვნელოვნად შშმ პირზე 13.75 ლარი.
დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
ვეტერანმა წევრმა დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია
- განცხადება
- პირადობის მოწმობის ასლი
- ფილიალიდან ცნობა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პირის საქმიანობისა და სუ კავშირში გაწევრიანების თარიღის შესახებ.
- სარეიტინგო ქულის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან (აღნიშნული ცნობა უნდა განახლდეს 6 თვეში ერთხელ).
- საბანკო რეკვიზიტი.
მარტოხელა უსინათლომ დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია
- განცხადება.
- პირადობის მოწმობის ასლი
- ფილიალიდან ცნობა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პირის საქმიანობის, მხედველობის შეზღუდვის (მკვეთრი - მნიშვნელოვანი) და ოჯახური მდგომარეობის შესახებ.
- სარეიტინგო ქულის ამონაწერი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან. (აღნიშნული ცნობა უნდა განახლდეს 6 თვეში ერთხელ).
- საბანკო რეკვიზიტი.
მარტოხელა – ვეტერანი წევრი ისარგებლებს ერთდროულად როგორც ვეტერანისთვის, ისე მარტოხელისთვის დებულებით განსაზღვრული შესაბამის პუნქტებში დადგენილი დახმარებით.