შიდა პროექტები

დებულება უსინათლოთა 18 წლამდე ასაკის შვილზე ყოველთვიური ფულადი დახმარების შესახებ

მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ

უსინათლოთა ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის შვილზე

ყოველთვიური ფულადი დახმარება

 

დახმარება გაიცემა, სუ კავშირის უსინათლო წევრის ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები, მშობლები არ მუშაობენ და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, არაუმეტეს 150000    სარეიტინგო ქულით.

ბენეფიტის მიმღები ოჯახები:

  1. მარტოხელა მშობელი, რომელიც არის მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ უსინათლო.
  2. ორივე მშობელი არის მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი აქედან ერთერთი მშობელი უსინათლოა.
  3. ერთ-ერთი მშობელი და შვილი მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ უსინათლო პირები არიან.

ბენეფიციარ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები გაიცეს თითოეულ შვილზე 41.25 ლარი.

დახმარების მისაღებად  ოჯახმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება.
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი/ასლები
  3. თითოეულ მშობელზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შშმპ-ის დამადასტურებელი ცნობა.
  4. შვილის/შვილების დაბადების მოწმობის ასლები.
  5. ცნობა, შესაბამისი ფილიალიდან, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მშობლების (მარტოხელა მშობლის) უმუშევრობის და ოჯახური მდგომარეობის შესახებ.
  6. სარეიტინგო ქულის ამონაწერი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან (აღნიშნული ცნობა უნდა განახლდეს წელიწადში ერთხელ).
  7. საბანკო რეკვიზიტი.