უსინათლო სტუდენტზე სტიპენდიის გაცემა.
2.1 სტუდენტი, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე:
ა) საკმარისი, დამაკმაყოფილებელი, კარგი(51-80 ქულა) შეფასების შემთხვევაში მიიღებს სტიპენდია 75 ლარის ოდენობით.
ბ) ძალიან კარგი (81-90 ქულა) შეფასების შემთხვევაში მიიღებს სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით.
გ) ფრიადი (91-100 ქულა) შეფასების შემთხვევაში მიიღებს სტიპენდიას 125 ლარის ოდენობით.
2.2 სტუდენტი რომელიც სწავლობს აკრედიტებულ/ავტორიზებულ პროფესიულ სასწავლებელში მიიღებს სტიპენდიას 50 ლარის ოდენობით.
3.1 ცნობა აკრედიტებულ პროფესიულ ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შესახებ.
3.2 პირადობის მოწმობის ასლი და ბანკის პირადი ანგარიშის ნომერი.
3.3 ყოველ სემესტრში წარმოსადგენია:
ა) ცნობა სასწავლებლიდან.
ბ) შეფასების (ქულა/ნიშანი) ფურცელი.
4.1 აკრედიტებული/ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი სტიპენდიას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო პროგრამის ხანგრძლიობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით.
4.2 საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრ მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სტიპენდიით შეუძლია ისარგებლოს:
ა) აკრედიტებულ/ავტორიზებულ პროფესიულ სასწავლებელში სწავლის ერთი კურსი.
ბ) აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების თითოეულ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ერთი კურსი.