oqmi 35.4

4.გამგეობის (ოქმი №33 §7,19.04.19წ.) დადგენილებაში, ცვლილების შეტანის შესახებ /ჯ. ბერაძე/

 

      გამგეობა აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილის დადგენილებით (ოქმი №33 §7) მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სუ კავშირისა და შპს „ორდოქას“ თანასაკუთრებაში არსებული ოთხსართულიანი შენობის (ქ. თბილისი, რუსთავის გზატ. №18-22) ფასადისა და შიდა სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს მოცულობა დადგენილი იყო შემსრულებელთან შეთანხმებით, ხელშეკრულების გაფორმების დროს სადავო შეიქმნა ფასადზე შესასრულებელი სამუშაოს ფართი.
      აღნიშნულიდან გამომდინარე, ლაზერმზომის გამოყენებით, ერთობლივად იქნა გაანგარიშებული ფასადის ფართი და ნაცვლად 910 კვ.მ-ისა აღმოჩნდა 1100 კვმ. ფართის ცვლილება გამოწვეულ იქნა შენობის სახურავის ტიპიდან გამომდინარე, ფასადის კედლების სამი სხვადასხვა დონისა და კიბის უჯრედის განსაკუთრებული კონსტრუქციის გაუთვალისწინებლობით. დღეისათვის სარემონტო მასალებზე არსებული ფასებისა და სახელფასო დანარიცხების გათვალისწინებით, ფასადის 1100 კვ.მ ფართზე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა 15600 ლარი, საიდანაც კავშირის დასაფინანსებელი იქნება 7800 ლარი და 7800 ლარის დაფინანსება უნდა უზრუნველყოს შპს „ორდოქამ“.
      კავშირის დასაფინანსებელია ასევე 9500 ლარი, რაც ამავე დადგენილებით საჭიროა შენობის მე-3, მე-4 სართულზე შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე მთლიანად შენობის ფასადისა და შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო იქნება 25100 (ოცდახუთიათას ასი) ლარი, საიდანაც 7800 ლარს დააფინანსებს შპს „ორდოქა“, ხოლო 17300 ლარს კავშირი.
      მიზანშეწონილია არსებულის გათვალისწინებით მოხდეს სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დაფინანსება.
      გ ა მ გ ე ო ბ ა ა დ გ ე ნ ს
      1.რუსთავის გზატ. №18-22-ში არსებული ოთხსართულიანი შენობის ფასადისა და მესამე-მეოთხე სართულის შიდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის გამოიყოს 17300 (ჩვიდმეტიათას სამასი) ლარი. მათ შორის, ფასადისთვის 7800 (შვიდიათასრვაასი) ლარი, ხოლო მესამე-მეოთხე სართულებისთვის 9500 (ცხრაათას ხუთასი) ლარი.
      2.შპს „ორდოქამ“ (დირექტორი ჯ. ჭიოკაძე) შენობის ფასადის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოყოს 7800 (შვიდიათას რვაასი) ლარი.
      3.კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს
      (თ. რამიშვილი).

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED