oqmi 35.2

2.შპს „ფონიჭალა1“-ის დოკუმენტური შემოწმების შესახებ /ა.გოგოლაძე/

 

      გამგეობა აღნიშნავს, რომ ჩატარდა შ.პ.ს „ფონიჭალა 1“ – ის 2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ იანმვრამდე პერიოდის სამეურნეო საფინანსო საქმიანობის დოკუმენტური შემოწმება. შემოწმებით დადგენილ იქნა: შპს „ფონიჭალა1“ის საკუთრებაში არსებული ქონების ნარჩენი ღირებულება 2019 წლის პირველი იანვრისთვის შეადგენდა 68979 ლარს, აქედან, ოთხსართულიანი შენობის ღირებულება არის 52728 ლარი. ერთსართულიანი შენობის 1679ლ. ხოლო ტერიტორიის ღობის 14572 ლარი. საწარმო ფლობს ასევე 5130 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. საწარმოს შენობებიდან ოთხსართულიანი შენობის საწარმო ფართია 5600 კვ.მ გარემონტებულია, მოწყობილია სასწავლო პროცესისთვის. ერთსართულიანი შენობის საწარმო ფართია 120 კვ.მ .გარემონტებულია, ფუნქციონირებდა სასადილო.
      შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სხვადასხვა დროით, საწარმო ფართების გაქირავებაზე, გაფორმებული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულება 4 მოიჯარესთან. ხელშეკრულებების თანახმად, საწარმოს საიჯარო შემოსავალი, 368, 840 ლარი უნდა მიეღო, მიღებული ჰქონდა 368 290 ლარი.
      შესამოწმებელ პრიოდში „ფონიჭალა 1“- ს გახსნილი ჰქონდა ანგარიში ს/ს „ვითიბი“ ბანკში, სადაც 2016 წლის პირველი იანვრისთვის ნაშთი ერიცხებოდათ 5229 ლარი. ასევე ჰქონდათ ანგარიში ს/ს საქართველოს ბანკში. საფინანსო დოკუმენტაცია ორივე ბანკში ნაწარმოებია სრულყოფილად. ნაშთი ორივე ბანკში 2019 წლის პირველი იანვრისთვის ერიცხებოდათ 2562 ლარი და 68 თეთრი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული აქვს შემოსავალი სულ 368290 ლარი. ხარჯი კი შეადგენდა 370 957 ლ. აქედან ხელფასებზე გაიხარჯა 24510 ლარი. გაიცა პარტნიორებზე დივიდენდი 223244 ლარი, აქედან უსინათლოთა კავშირმა მიიღო 109380 ლარი. ასევე გადახდილი იქნა ყველა სავალდებულო გადასახადი. 2130 ლარი გაიხარჯა საოფისე ინვენტარის შეძენაზე, ხოლო გადახდილია საიჯარო ქირა 2535 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოში დასაქმებული იყო 5 თანამშრომელი, დარიცხულია ხელფასი 24510 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადასახადები გადახდილია დროულად, სულ გადახდილია 114977 ლარი. დავალიანება არა ერიცხებათ. ერიცხებათ ზედმეტობა 279 ლარი. ბუღალრტული აღრიცხვა ნაწარმოებია დარიცხვის მეთოდით. დოკუმენტაცია გაფორმებულია დროულად, სრულყოფილად, დეკლარაციები ჩაბარებულია დადგენილ ვადებში. 2016 წელს საწარმოს მიღებული აქვს მოგება 96567 ლ. 2017 წელს მიღებულია მოგება 163686 ლ. 2018 წელი კი საწარმოს დამთავრებული აქვს ზარალით 7595 ლარი. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში კრედიტორული დავალიანება არ ერიცხებოდა. 2019 წლის პირველი იანვრისთვის დებიტორული დავალიანება ერიცხებოდათ 829 ლარი, აქედან, 550 ლარი საიჯარო დავალიანება, შემოწმების დროისთვის, დაფარული იყო. ხოლო 279 ლარი ირიცხება ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი, რომელიც ასევე გაქვითულია.
      გ ა მ გ ე ო ბ ა ა დ გ ე ნ ს
      1.ინფორმაცია, შპს „ფონიჭალა 1“ -ის მთლიანი საწარმო ფართის მ/წ პირველი თებერვლიდან იჯარით გაცემის თაობაზე, მიღებულ იქნეს ცნობად.
      2.კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს (თ.რამიშვილი).

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED