oqmi 35.1

1.შპს „ფონიჭალას“ დოკუმენტური შემოწმების შესახებ /ა.გოგოლაძე/

 

      გამგეობა აღნიშნავს, რომ ჩატარდა შ.პ.ს „ფონიჭალას“ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე პერიოდის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის დოკუმენრური შემოწმება. შემოწმებით დადგენილ იქნა: 2019 წლის პირველი იანვრისთვის შპს „ფონიჭალას“ საკუთრებაში არსებული ქონების ნარჩენი ღირებულება იყო 69129 ლ. აქედან შენობების ღირებულება 62852ლ. საკუთრებაში აქვს სკვერი ნარჩენი ღირებულებით 3017 ლარი. ფლობს ასევე არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 8933კვ.მ.. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოში ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები, გაყვანილ იქნა პლასტმასის მილებით წყალი, შენობაში შეყვანილია სამფაზიანი კაბელი, გადაიტიხრა ყოფილი საწყობის შენობა, შეკეთებულია შენობის სახურავი. სულ შეძენილია სარემონტო მასალები 2984 ლარის, ნაწილი სამუშაოები, შემსრულებელთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შესრულებულია შემსრულებლის მასალით. სარემონტო სამუშაოებზე შემსრულებლებს მისცეს ხელზე ხელფასი 7100 ლ. შესამოწმებელ პრიოდში, საწარმოს მთლიანი ფართი 3210კვ.მ – დან იჯარით ჰქონდათ გაცემული 2055კვ.მ. შესამოწმებელ პერიოდში, საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდათ ექვს მოიჯარესთან, ორთან ხელშეკრულება შეწყვეტილია დროზე ადრე, სულ საიჯარო შემოსავალმა შეადგინა 50380ლ. რაც 2017 წელს მიღებულ შემოსავალს აღემატება 3712 ლარით.
      შესამოწმებელ პერიოდში, შ.პ.ს „ფონიჭალაში“ საფინანსო ოპერაციები წარმოებდა როგორც სალაროს, ასევე ბანკში გახსნილი ანგარიშის მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში, სალაროში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 36245 ლარი. აქედან მოიჯარეებმა შეიტანეს საიჯარო ქირა 24600 ლარი. ასევე მოიჯარეებმა შეიტანეს ელ.ენერგიის საფასური 2562 ლარი და მოხმარებული წყლის საფასური 123 ლარი. გასავალმა კი სალაროდან შეადგინა 36228 ლარი. ბანკში ანგარიშზე საწარმოს ჩაერიცხა 36640 ლარი. აქდან მოიჯარეებმა ჩარიცხეს 27640 ლარი. გასავალმა ანაგარიშიდან შეადგინა 36299 ლარი. სულ შესამოწმებელ პერიოდში შ.პ.ს „ფონიჭალას“ შემოსავალმა შეადგინა 54985 ლარი, ხოლო გაწეულმა ხარჯმა კი 54627 ლარი, აქედან ხელფასებზე გაიხარჯა 18620 ლ. კავშირს ჩაურიცხეს დივიდენდი 8075 ლარი, ფონიჭალის ფილიალს გაუწიეს დახმარება – 100 ლარი, დირექტორს დაუბრუნეს დაკრედიტებული თანხა 1958 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში ხელფასი აქვს დარიცხული ადმინისტრაციის 4 თანამშრომელს 14040 ლარი. ხელზე არის გაცემული 11520 ლარი. ბიუჯეტში გადასახადები გადახდილია სრულად სულ გადახდილია 15956 ლარი. 2019 წლის პირველი იანვრისთვის ერიცხებოდათ ზედმეტობა 1080 ლარი. 2019 წლის პირველი იანვრისთვის კრედიტორული დავალიანება არ ერიცხებოდათ. დებიტორული დავალიანება კი ბიუჯეტში გადახდილი ზედმეტობა 1080 ლარია. საწარმოში შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებდა დარიცხვის მეთოდით. ყველა საბუთი გაფორმებულია სრულყოფილად, დეკლარაციები ჩაბარებულია დროულად. 2018 წელი საწარმომ დაამთავრა მოგებით 9702 ლარი, რაც წინა წელს მიღებულ მოგებაზე 1731 ლარით მეტია. კავშირის გამგეობის დადგენილებით დავალებული ჰქონდათ წინა წლებში კავშირის მიერ რეინვესტიციის მიზნით, საწარმოსთვის დატოვილი თანხით, გაეკეთებინათ ყოფილი კერამიკის საამქროს შენობის 410კვ.მ სახურავი, რაც არ გაკეთებულა. რაც შეეხება დავალებას, საიჯარო ფართების გაქირავების მიზნით გააქტიურებას, გაფორმებულია ახალ მოიჯარესთან ხელშეკრულება, რომელიც ყოველთვიურად მიმდინარე წელს გადაიხდის 1000 ლარს. ვერ შესრულდა 2018 წლის 24 იანვრის კავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საწარმოს უნდა მიეღო 12000 ლარი მოგება და კავშირისთვის ჩაერიცხა ყოველთვიურად დივიდენდი 800 ლარი, სულ 9600 ლარი. მოგება მიიღეს 9702 ლარი. კავშირს ჩაერიცხა დივიდენდი 8075 ლარი.
      გ ა მ გ ე ო ბ ა ა დ გ ე ნ ს
      1.დაევალოს შ.პ.ს „ფონიჭალას“ დირექტორს დ.ზაალიშვილს: უზრუნველყოს ყოფილი კერამიკის საამქროს შენობის 410 კვ.მ სახურავის შეკეთება.
      2.სრულად დატვირთოს საწარმო ფართი, გაზარდოს შემოსავალი.
      3.კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს (თ.რამიშვილი)

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED