oqmi 33.5

5.მოქალაქე მერაბ კუპრავას განცხადებისგანხილვის შესახებ /თ. რამიშვილი/

 

      გამგეობა აღნიშნავს, რომ შემოსულია მოქ. მერაბ კუპრავას განცხადება (თან ერთვის), რომლითაც იგი გვთავაზობს ბიზნეს – წინადადებას, კერძოდ მისი მოსაზრებით, თუ სუ კავშირი გაყიდის ახლახანს მის საკუთრებაში გადაფორმებულ ქვემო ფონიჭალაში რუსთავის გზატკეცილი N18-22 მდებარე (საწარმოების მთავარი შესასვლელის მარჯვნივ განთავსებული) 1200 კვ.მ მიწის და მასზე განთავსებული ნაგებობის 74%, მის მხრივ უკვე არსებობს ინვესტორი, რომელიც მზად არის აღნიშნულ ტერიტორიაზე განახორციელოს საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტი, რომელიც გამქირავებლისთვის ყოველთვიურად მოიტანს 2-4 ათასი ლარის შემოსავალს.
      ზემოთ აღნიშნულთან მიმართებაში სუ კავშირს აქვს უკვე ჩამოყალიბებული მიდგომა, რომლის შესაბამისად კავშირი, დასაბუთებული შემთხვევების გარდა, უშუალოდ ქონებას არ გაასხვისებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ქონების გაყიდვა მიზანშეუწონლად მიაჩნია. ჩვენი აზრით სჯობს სუ კავშირმა დააფუძნოს ახალი შპს „ფონიჭალა 7,“ რომელსაც საკუთრებაში გადაეცემა ზემოთ ხსენებული მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ნაგებობით და წერილის ავტორის თანხმობის შემთხვევაში გაასხვისოს ახლად დაფუძნებული საწარმოს წილის 74%.
      აღნიშნული პოზიცია გავაცანით ბ-ნ მ. კუპრავას, რომლის ზეპირი თანხმობის შემდგომ, იმისათვის რათა განგვესაზღვრა მომავალ საწარმოში გასასხვისებელი წილის 74%-ის ღირებულება, 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ნაგებობის შეფასების მიზნით, სუ კავშირმა მოიწვია დამოუკიდებელი აუდიტორი (აუდიტორის დასკვნა თან ერთვის), რომლის შესაბამისად მომავალი საწარმოს წილის 74% ღირებულება შეადგენს 29400 (ოცდაცხრაათასოთხასი) ლარს.
      ამა წლის 12 აპრილის N 02/35 წერილით ვაცნობეთ ბ_ნ მ. კუპრავას ინფორმაცია შპს „ფონიჭალა 7“ წილის 74%-ის ღირებულების თაობაზე, რომლის პასუხად ამავე წლის 15 აპრილის N კ-5 წერილით მ. კუპრავამ შეგვატყობინა, რომ მომავალი პარტნიორები: მერაბ კუპრავა (პ/ნ 01025006234), ბორის კაცმანი (პ/ნ 01024023363), გიორგი გოგიაშვილი (პ/ნ 01008004339) და ირაკლი კუპრავა (პ/ნ 01008021223) თანახმა არიან შეიძინონ შპს „ფონიჭალა 7“ წილის 74% 29400 (ოცდაცხრაათასოთხასი) ლარად.
      გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია:
      – დაფუძნდეს შპს „ფონიწალა 7,“ რომელსაც უსასყიდლოდ გადაეცეს მიწის ნაკვეთი 1200 კვ.მ (ს/კ 01.18.12.007.125) და მასზე განთავსებული ნაგებობა.
      – ახლად დაფუძნებული შპს „ფონიჭალა 7“-ის წილის 74% 29400 ლარად გასხვისდეს მოქალაქეებზე: მერაბ კუპრავა (პ/ნ 01025006234) წილის 14,5% – 5760 ლარად, ბორის კაცმანი (პ/ნ 01024023363) წილის 23% – 9138 ლარად, გიორგი გოგიაშვილი (პ/ნ 01008004339) წილის 21,5%- 8542 ლარად და ირაკლი კუპრავა (პ/ნ 01008021223) წილის 15% – 5959 ლარად.
      გ ა მ გ ე ო ბ ა ა დ გ ე ნ ს
      1. საქართველოს უსინათლოთა კავშირმა (ს/ნ206070222) დააფუძნოს შპს „ფონიჭალა 7“
      2. შპს „ფონიჭალა 7“-ის დირექტორად დაინიშნოს ირაკლი კუპრავა (პ/ნ 01008021223 )
      3. შპს „ფონიჭალა 7“-ის ელექტრონული ფოსტის მისამართი განისაზღვროს fonichala7@gmail.com
      4. დაევალოს შპს „ფონიჭალა 7“-ის დირექტორს ი. კუპრავას, საჯარო რეესტრში წარადგინოს შპს „ფონიჭალა 7“-ის წესდება და განახორციელოს საწარმოს რეგისტრაციისთვის ყველა აუცილებელი ქმედება.
      5. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, 1200 კვ.მ (ს/კ 01.18.12.007.125) და მასზე განთავსებული ნაგებობა უსასყიდლოდ გადაეცეს შპს „ფონიჭალა 7“.
      6. გასხვისდეს საქართველოს უსინათლოთა კავშირის (ს/ნ 206070222) კუთვნილი შპს „ფონიჭალა 7“-ის წილის 100%-დან 74% – 29400 (ოცდაცხრაათასოთხასი) ლარად შემდეგ მოქალაქეებზე:
      – მერაბ კუპრავა პ/ნ 01025006234 წილის 14,5% – 5760 ლარად.
      – ბორის კაცმანი პ/ნ01024023363 წილის 23% – 9138 ლარად.
      – გიორგი გოგიაშვილი პ/ნ 01008004339 წილის 21,5% – 8542 ლარად.
      – ირაკლი კუპრავა პ/ნ 01008021223 წილის 15% – 5959 ლარად.
      7. დაევალოს სუ კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს თენგიზი რამიშვილს (პ/ნ 01019043938) უზრუნველყოს დადგენილების 5. და 6. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
      8. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს კავშირის თავმჯდომარეს
      (რ. მაისურაძე).

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED