oqmi 33.4

4.შპს „დოლაბაურის“ დოკუმენტური შემოწმების აქტი /ა.გოგოლაძე/

 

      გამგეობა აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლია 18 მარტიდან 22 მარტამდე ჩატარდა შპს „დოლაბაურის“ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე პერიოდის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის დოკუნემტური შემოწმება.
      2019 წლის პირველი იანვრისთვის შპს „დოლაბაურის“საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულება შეადგენდა 121115 ლარს, რაც მთლიანად არის საწარმოს საკუთრებაში არსებული შრნობა-ნაგებობების ნარჩენი ღირებულება, საწარმო ფლობდა ასევე 1702 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და 1622 ლარის მცირეფასიან ინვენტარს.
      საწარმოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებიდან ორსართულიანი შენობის პირველი სართული გამოსაყენებლად ვარგისია, შესამოწმებელ პერიოდში გაცემული იყო იჯარით 250კვ.მ. შენობის სარდაფის ძირითადი ნაწილი ნესტისგან დაზიანებულია, შესამოწმებელ პერიოდში იჯარით იყო გაცემული მხოლოდ 160 კვ.მ. საწარმოს ეზოში განთავსებული სხვა ერთსართულიანი შენობები გამოსაყენებლად ვარგისია, მთლიანი ფართის 210 კვ.მ-დან იჯარით იყო გაცემული 180 კვ.მ. საწარმოს აქვს ეზოში ასევე 100კვ.მ ფართის ღია ფარდული, რომელიც მთლიანად დაკავებულია ჩამოწერილი გაუვარგისებული ინვენტარით და დანადგარებით. შესამოწმბელ პერიოდში მთელი საწარმო ფართიდან 1840 კვ.მ-დან იჯარით ჰქონდათ გაცემული 590კ.მ. საიჯარო ფართები გაცემული იყო ერთი მეტრი კვადრატი 1 ლარად, 2,17 დოლარის ეკვივალენტად ლარებში, 10 ლარად. სულ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს იჯარით მიღებული აქვს შემოსავალი 50099 ლარი, მოიჯარეები უხდიდნენ საწარმოს ასევე მოხმარებული ელ.ენერგიის, გაზის, წყლის საფასურს, ხოლო დასუფთავების თანხას იხდის თვითონ საწარმო. შესამოწმებელ პერიოდში სულ შემოსავალი იყო 64505 ლარი, ხარჯმა კი შეადგინა 39990 ლარი, აქედან ხელფასები არის გაცემული 9288 ლარი, გადახდილია სხვა გადასახადები, ელ.ენერგიის საწარმოს გადახდილი აქვს 6091 ლარი, რაც თვეში შეადგენს 507 ლარს, ამაში შედის უსინათლოთა N2 ფილიალის მიერ გახარჯული ელ.ენერგიის საფასურიც, საწარმომ გაუწია ერთჯერადი დახმარება ფილიალებს 800 ლარით.
      საფინანსო ოპერაციები სწარმოებდა კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, სალაროში შემოსავალში იქნა აღებული 33542 ლარი, გასავალი კი გაწერილია 32284 ლარი. სალაროში ნაშთი 2019 წლის პირველი იანვრისთვის ერიცხებოდათ 2075 ლარი, 57 თეთრი. ბანკში 2018 წლის პირველი იანვრისთვის ერიცხებოდათ 28052 ლარი, შემოსავალი სულ მიღებულია 52363 ლარი, ხოლო ხარჯებმა შეადგინა 29107 ლარი. ბანკში ანგარიშზე 2019 წლის პირველი იანვრისთვის ერიცხებოდათ ნაშთი 51307 ლარი. სულ სალაროსა და ბანკში 2019 წლის იანვრისთვის ჰქონდათ თანხა 53382 ლარი.
      შესამოწმებელ პერიოდში საწარმოში დასაქმებული იყო 5 ადამიანი, რომელთაც დაერიცხათ ხელფასი 11160 ლარი, ხელზე არის გაცემული 8928 ლარი. შპს „დოლაბაურს“ ბიუჯეტში გადასახადები გადახდილი აქვს დროულად, სულ გადახდილია 3712 ლარი, დავალიანება არ ერიცხება, ერიცხება ზედმეტობა 357 ლარი.
      2019 წლის პირველი იანვრისთვის საწარმოს ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება 9322 ლარი, შემოწმების მიმდინარეობის დროისთვის დებიტორული დავალიანების ძირითადი ნაწილი დაფარული იყო, დარჩენილია დავალიანება შპს „პოლიკლინიკა N5“-2500 ლარი. საწარმოს კრედიტორული დავალიანება არ ერიცხებოდა.
      ბუღალტრული აღრიცხვა შესამოწმებელ პერიოდში სწარმოებდა საკასო მეთოდით დამაკმაყოფილებლად, დეკლარაციები ბარდებოდა დროულად, საწარმომ 2018 წელი დაამთავრა მოგებით 18138 ლარით, რაც 2017 წელს მიღებულ მოგებაზე მეტია 13269 ლარით, დეკლარაციის მუხლში – სხვადასხვა გამოქვითვები, არასწორად არის შეტანილი ფილიალებისთვის გაწეული დახმარების თანხა 800 ლარი.
      პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით მიღებული დავალებებიდან საწარმოს ხელმძღვანელობას შესრულებული აქვს საიჯარო ქირების დავალიანებების ამოღების და ხანდაზმული უიმედო საიჯარო ქირების ჩამოწერის დავალებები.

      გ ა მ გ ე ო ბ ა ა დ გ ე ნ ს

      1.დაევალოს კავშირის თავმჯდომარეს (რევაზ მაისურაძე):
      – პარტნიორებთან შეთანხმებით, მოიწვიოს პარტნიორთა კრება მიმდინარე წლის მაისის თვეში და დღის წესრიგში განსახილველ საკითხად დააყენოს 2018 წელს მიღებული მოგების განაწილების საკითხი.
      2.კონტროლი დადგენილებს შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს
      (თ. რამიშვილი).

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED