oqmi 33.3

3.შპს „ბოჭორმა 5“-ის დოკუმენტური შემოწმების აქტი /ა.გოგოლაძე/

 

      გამგეობა აღნიშნავს, რომ ჩატარდა შპს „ბოჭორმა 5“ -ის 2017 წლის პირველი აპრილიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე პერიოდის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის დოკუნემტური შემოწმება.
      შპს „ბოჭორმა 5“ დაფუძნდა 2017 წლის აპრილის თვეში, როცა გამოეყო შპს „ბოჭორმას“ და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შპს „ბოჭორმა 5“ საკუთრებაში გადაეცა ერთსართულიანი ბარაკული ტიპის შენობა, რომლის საწარმო ფართია 368 კვ.მ და 150 კვ.მ ფართის შენობის საძირკვლად გამზადებული ორმო. სხვა რამე ქონება საწარმოს არ ერიცხება. საწარმოს კუთვნილებაში გადაცემულია ქონების ღირებულება, ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველი იანვრისთვის იყო 25,650 ლარი.
      საწარმოს კუთვნილი შენობა სარემონტოა, შენობის ნაწილი 52კვ.მ ბრტყელი გადახურვით გამოსაყენებლად ვარგისია. დანარჩენი ფართი გადახურულია შიფერით, შიფერი დაზიანებულია, ადგილ-ადგილ ჩამოდის წყალი.
      შესამოწმებელ პერიოდში გამოსაყენებლად ვარგის 217კვ.მ ფართიდან იჯარით ჰქონდათ გაცემული 3 მოიჯარეზე 165კვ.მ. ერთი მეტრკვადრატი თვეში 2 ლარად. უნდა მიეღოთ შესამოწმებელ პერიოდში საიჯარო შემოსავალი 6400 ლარი, მიღებულია 6280 ლარი. 120 ლარი ირიცხებოდა დავალიანება მოიჯარე გ.ეგიზარიანზე.
      შესამოწმებელ პერიოდში საფინანსო ოპერაციები წარმოებდა მხოლოდ სს. საქართველოს ბანკში გახსნილი ანგარიშის მეშვეობით. ანგარიშზე მიღებულია შემოსავალი სულ 7366 ლ. აქედან იჯარით შემოვიდა 6280 ლ. დირექტორმა შეიტანა 421 ლარი, გაწეულმა ხარჯმა კი შეადგინა 6401 ლარი, საიდანაც ხელფასზე არის გახარჯული 1820 ლარი, კავშირს ჩერიცხა საწევრო 1700 ლარი. დანარჩენი გაიხარჯა გადასახადებზე, შპს. ბოჭორმას ჩაურიცხეს დარაჯის ხელფასი 392 ლარი.
      2019 წლის პირველი იანვრისთვის ანგარიშზე ერიცხებოდათ ნაშთი 964 ლ. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოში დასაქმებული იყო ერთი ადამიანი დირექტორი, რომლის ხელფასი ბრძანებით განსაზღვრულია 2017 წლის სექტემბრიდან – 250 ლარი თვეში. გაცემულია ხელფასი 1820 ლარი. დირექტორის განმარტებით იმის გამო, რომ საწარმოს არ ჰქონდა საკმარისი შემოსავლები, არ ხდებოდა ხელფასის დარიცხვა და გაცემა ყოველთვიურად. შპს „ბოჭორმა 5“ – ს ბიუჯეტში გადასახადები გადახდილი აქვს სრულად, დროულად, სულ გადახდილია 1178 ლარი. 2019 წ. პირველი იანვრისთვის ერიცხებოდათ ზედმეტობა 96.31ლ.
      2019წ. 1-ელი იანვრისთვის ერიცხებოდათ კრედიტორული დავალიანება 1557.50 ლ. დებიტორული კი შეადგენდა 216 ლარს.
      საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა მოსაწესრიგებელია. 2018 წელი საწარმომ დაამთავრა ზარალით. ზარალი შეადგენდა 1886 ლარს.
      დეკლარაციის მუხლში – სხვადასხვა გამოქვითვები, არასწორად არის შეტანილი კავშირისთვის ჩარიცხული საწევროს თანხა 1000 ლარი.

      გ ა მ გ ე ო ბ ა ა დ გ ე ნ ს

      1.დაევალოს კავშირის თავმჯდომარეს (რ.მაისურაძე): მიმდინარე წლის მაისის თვეში მოიწვიოს პარტნიორტა კრება და განსახიველად დააყენოს შემდეგი საკითხები:
      – შპს „ბოჭორმა 5“ -ის საკუთრებაში არსებული საწარმო ფართის შეკეთების, სრულად დატვირთვის და შემოსავლების გაზრდის შესახებ.
      – ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მოწესრიგების და დროულად, სრულყოფილად წარმოების შესახებ.
      2.კონტროლი დადგენილებს შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს
      (თ. რამიშვილი).

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED