შემაჯამებელი კონფერენცია

190381_278920315560857_17396675_nშემაჯამებელი კონფერენცია

2014 წლის 24 აპრილს საქართველოს უსინათლოთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის
უფლებათა დაცვის პროცესში“ ფარგლებში დასკვნითი, შემაჯამებელი კონფერენცია. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს უსინათლოთა კავშირი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, რეგიონალური პრესის განვითარებისა და ურთიერთდახმარების ფონდი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია და პოლონეთის უსინათლოთა ასოციაცია. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

ცხელი ხაზის ჯამური ანალიზი

190381_278920315560857_17396675_nპროექტის შშმ პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში“ ომბუდსმენისა და იურისტ-ასისტენტის საბოლოო

ა ნ გ ა რ ი შ ი

პერიოდი 2012 წლის 9 დეკემბერი -2014 წლის 9 მაისი.
17 თვის განმავლობაში ცხელ ხაზზე უფლებების დარღვევის კუთხით შემოვიდა 1764 ზარი. გამოიკვეთა პრობლემების სხვადასხვა მიმართულებები: კერძოდ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების და დასაქმების სფეროში. ანგარიშში წარმოდგენილია მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ უსინათლოთა წინაშე მდგარი ზოგადი პრობლემების ძირითადი ნაწილი, რომელიც გამოიკვეთა ცხელი ხაზის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
უნდა შევნიშნოთ რომ პრობლემის ერთერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს კავშირის წევრთა არაინფორმირებულობა რისი მიზეზიც კომუნიკაციის საშუალებებზე არახელმისაწვდომობაა
სოციალური დაცვის მიმართულებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლოები ძირითადად მოითხოვენ პენსიის გაზრდას. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

ცხელი ხაზის ანალიზი

190381_278920315560857_17396675_nსაქართველოს უსინათლოთა კავშირის მიმდინარე პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში“ 4-ე მოსალოდნელი შედეგის (ახალი ადვოკატირების სერვისის შექმნა შშმ პირებისთვის) 1 აქტივობის (ცხელი ხაზის გახსნა) თანახმად, ცხელ ხაზზე აპრილის თვეში სულ შემოვიდა 98 ზარი.

საკითხების დეტალური აღწერა.

1. ერთ ერთი უსინათლო არის მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი. მხედველობის გაუარესების გამო ითხოვა ხელახალი სამედიცინო ექსპერტიზა, რაზედაც ოჯახის ექიმმა უარი უთხრა იმ მოტივით რომ მას ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული პირის უვადო სტატუსი. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

კონფერენციის პრესრელიზი

IMG_2568ევრო კავშირის დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში“ ფარგლებში 2014 წლის 24 აპრილს საქართველოს უსინათლოთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა დასკვნითი, შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენცია ჩატარდა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 იანვარს დამტკიცებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში. კონფერენციის მოდერატორი იყო, ამავე პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გამგეობის წევრი – სალომე ნამიჭეიშვილი. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

ცხელი ხაზის ანალიზი

190381_278920315560857_17396675_nსაქართველოს უსინათლოთა კავშირის მიმდინარე პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში“ 4-ე მოსალოდნელი შედეგის (ახალი ადვოკატირების სერვისის შექმნა შშმ პირებისთვის) 1 აქტივობის (ცხელი ხაზის გახსნა) თანახმად, ცხელ ხაზზე მარტის თვეში სულ შემოვიდა 109 ზარი.
საკითხების დეტალური აღწერა:
1. ორმა უსინათლომ სოციალურად დაუცველთა პროგრამაში გაირა რეგისტრაცია და მიენიჭათ მაღალი ქულა. ითხოვეს შუამდგომლობა. გავუწიეთ სათანადო კონსულტაცია. მათ შეუძლიან გაასაჩივრონ მიღებული ქულა და გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment
  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED