სპექტაკლი “ზოლიანი ჩვრის საიდუმლო”

12082746_1120297201332274_619541166_o
22 სექტემბერს კულტურის ცენტრის დრამატულმა წრემ წარმოადგინა მწერალ ნოდარ მამაცაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპრქტაკლი `ზოლიანი ჩვრის საიდუმლო~. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი ნინო კლდიაშვილი. მონაწილეობდნენ: გედევან კევლიშვილი (ბაჩო), ანანო ვეფხვაძე, (ნატო), გიორგი ადამაშვილი (თორნიკე). სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. შემდეგი სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია დეკემბრში.

Posted in სიახლეები | Leave a comment

კონცერტი რუსთავის პოლიკნილიკა “ფიცის” დღის ცენტრში

12041106_1114423968586264_1841519796_o16 სექტემბერს საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა რუსთავის პოლიკნილიკა “ფიცის” დღის ცენტრში გამართა კონცერტი, რომელსაც, ცენტრის ბენეფიციართა გარდა, ესწრებოდნენ ქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, კულტურის მუშაკები, სუ კავშირის რუსთავის ფილიალის წევრები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალთა და ვაჟთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები და ჟურნალ “სინათლის” აქტიური ავტორები. მასპინძლები აღაფრთოვანა უსინათლოთა ხელოვნებამ. გამოითქვა აზრი, რომ ასეთი კონცერტი უნდა გაიმართოს დიდ საკონცერტო დარბაზებში რათა მეტმა მაყურებელმა მიიღოს ესთეტიკური სიამოვნება. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების ტრენინგ კურსი

braili-735x400თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით ტრენინგკურსს იწყებს.
პროექტი თბილისში რეგისტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადამზადებას გულისხმობს. პროექტის მიზანია შშმ პირების დასაქმების უნარების გაძლიერება და მათი დასაქმების ხელშეწყობა. პროექტი ერთი თვე გაგრძელდება და ეტაპობრივად ოთხი ჯგუფი გადამზადდება. თითოეულ ჯგუფში 15 პირი იქნება. პირველი ჯგუფის გადამზადება პირველი ივნისიდან დაიწყება. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

საქართველოს უსინათლოთა კავშირის განცხადება

190381_278920315560857_17396675_nამა წლის 16 მარტს გაზეთ “პრაიმტაიმში” გამოქვეყნდა სტატია “მერიამ უსინათლოთა კავშირს პროექტის დაფინანსება შეუწყვიტა”, რომელშიც რიგი საკითხები არ შეესაბამება რეალობას, რის გამოც ვაცხადებთ შემდეგს:
1. სტატიის დასაწყისში ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს გაზეთი “პრაიმტაიმი” გუშინდელ დღემდე ყოველკვირეულად გამოდიოდა, თუმცა სტატიის ბოლოს მოხსენიებულია, რომ იგი უკანასკნელი ერთი წელია აღარ იბეწდება.
სტატიის ავტორი როდესაც წერს, რომ უსინათლოთა კავშირისათვის რაღაცა მიუღებელია, ამ დროს იგი მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა მოსულიყო ჩვენთან, კავშირის ოფისში და აზრი გამოეკითხა, იმის თაობაზე თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და რა მიუღებელი. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

მერიამ უსინათლოთა კავშირს პროექტის დაფინანსება შეუწყვიტა

braili-735x400დედაქალაქის მერიამ უსინათლოთა კავშირს მათთვის მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსება შეუწყვიტა. უკვე ექვსი წელია, გაზეთ „პრაიმტაიმის“ თითოეული ნომერი უსინათლოთა კავშირისთვის ბრაილის შრიფტით იბეჭდება. ეს ერთადერთი და პირველი გაზეთია საქართველოში, რომელსაც უსინათლოები ყოველკვირეულად ეცნობიან, იღებენ ინფორმაციას და შემდეგ ამაზე მეორე კვირის ორშაბათამდე მსჯელობენ. მერიის გადაწყვეტილებით, უსინათლოებისთვის ინფორმაციის მიწოდება დღეიდან პროექტის დაუფინანსებლობის გამო გაჩერდა. მერიის მხრიდან გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდის მკაცრი გაკონტროლებით ხსნიან, ეს არგუმენტი თავად უსინათლოთა კავშირისთვის სრულიად მიუღებელია. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment
  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED