3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით კულტურის ცენტრში ანსამბლებმა „ნანამ“ და „კრწანისმა“ გამართეს კონცერტი ანსამბლ „აღსავალთან“, დებ ნაყეურებთან, რუსუდან ზვიადაურთან და მარიამ ელეიშვილთან ერთად. ღონისძიების ინიციატორები იყვნენ უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრი და კრწანისის რაიონის გამგეობა.
3 მარტი, დედის დღე.
წიგნის პრეზენტაცია
22 თებერვალს კულტურის ცენტრში მოეწყო ჯ ჰარისონის წიგნის „მეფუტკრის სიკვდილის“ პრეზენტაცია (მთარგმნელი დათო აკრიანი)
ერთობლივი კონცერტი
2 თებერვალს კულტურის ცენტრში ანსამბლებმა: „ნანამ“ და „კრწანისმა“ გამერთეს კონცერტი ანსამბლ „პოპურთან“ ერთად.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის დაფინანსების შესახებ
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2016 წელსაც 100 000 ლარით დააფინანსა უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის საქმიანობის ხელშემწყობი პროექტი, რომელიც გრძელდება თებერვლიდან დეკემბრამდე.
უსინათლოთა საერთაშორისო დღე
13 ნოემბერს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა საზეიმოდ აღნიშნა უსინათლოთა საერთაშორისო დღე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალთა და ვაჟთა ანსამბლები, პოეტები, მომღერლები: რამინ მიქაბერიძე და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი სულხან გველესიანი. კონცერტს ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოში კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის ოფისის წარმომადგენლები, უსინათლოთა კავშირის გამგეობის წევრები, თბილისის, რუსთავის, მცხეთის ფილიალების თავმჯდომარეები და წევრები.