22 აპრილს კულტურის ცენტრში მოეწყო პრეზენტაცია ლადო კილასონიას წიგნისა „ბრონქსური ისტორია ოქროსუბნურად“.
წიგნის პრეზენტაცია
ფოტოგამოფენის გახსნა
5 აპრილს კულტურის ცენტრის ანსამბლებმა მონაწილეობა მიიღეს შვედეთის საელჩოსა და შვედური ინტიტუტის პროექტის „ხელმისაწვდომობა ფიზიკური გარემოს მიღმა“ ფარგლებში უსინათლოთა კულტურის ცენტრში მოწყობილ შშმ პირთა ფოტოგამოფენის საზეიმო გახსნის ღონისძიებაში.
განცხადება
2016 წლის 2 სექტემბერს 11 საათზე საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის სააქტო დარბაზში (ქ. თბილისი, ბოჭორმის ქუჩა #23) ჩატარდება სუ კავშირის XXX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატთა განცხადება და პროგრამა, საორგანიზაციო კომიტეტში მიიღება ზემოთ ხსენებულ მისამართზე, 2016 წლის 3 მაისიდან 25 ივლისის 16 საათამდე.
3 მარტი, დედის დღე.
3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით კულტურის ცენტრში ანსამბლებმა „ნანამ“ და „კრწანისმა“ გამართეს კონცერტი ანსამბლ „აღსავალთან“, დებ ნაყეურებთან, რუსუდან ზვიადაურთან და მარიამ ელეიშვილთან ერთად. ღონისძიების ინიციატორები იყვნენ უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრი და კრწანისის რაიონის გამგეობა.
წიგნის პრეზენტაცია
22 თებერვალს კულტურის ცენტრში მოეწყო ჯ ჰარისონის წიგნის „მეფუტკრის სიკვდილის“ პრეზენტაცია (მთარგმნელი დათო აკრიანი)