როგორ გავხადოთ კანონმდებლობა ხელმისაწვდომი უსინათლოთათვის?

IMG_5167სახელმწიფო აპირებს განაახლოს საკანონმდებლო მაცნის ბეჭდურად გამოცემა. მისი მოვალეობაა სამართლებრივი აქტების ყველასათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის უსინათლოებისათვისაც. საქართველოს უსინათლოთა კავშირს აქვს ტექნიკური საშუალება გამოსცეს კანონები ბრაილის შრიფტით და გამოაქვეყნოს ინტერნეტში მათი აუდიო ვერსიებიც. სჭიროა მხოლოდ შესაბამისი ფინანსური რესურსები. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

უსინათლოთა კავშირი მათი უფლებების დაცვას მოითხოვს

IMG_7251მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში “ლაბორატორია 1918″-ის მიერ გამართულ აქციას შეუერთდა.
უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები მოითხვენ, რომ არსებული შრომითი კოდექსი შეიცვალოს და უსინათლოებს მიეცეთ დასაქმების საშუალება და მოხდეს მათი საზოგადოებაში ჩარვთა. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

1–ლი მაისი, მშრომელთა საერთაშორისო დღე

190381_278920315560857_17396675_nმეგობრებო, საქართვლოს უსინათლოთა კავშირი მოგიწოდებთ აღვნიშნოთ მშრომელთა საერთაშორისო დღე, 1–ლი მაისი, შრომის უფლებათა დაცვის ხმამაღალი მოთხოვნით. მოგიწოდებთ დრის 3 საათზე შეუერთდეთ მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან.
ეს დღე, რომელიც ოფიციალური დღესასწაულია მსოფლიოს 80 ქვეყანაში ხოლო არაოფციალურად აღინიშნება მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის მიერ, კარგი დროა იმისათვის რათა გამოვამზეუროთ ჩვენი დარღვეული უფლებები. დღეს ილახება ყველა მოქალაქის შრომის უფლება, მაგრამ უსინათლოების, ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა პირების (შშმპ), მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალოა ამ მხრივ. უსინათლოთა შორის უმუშევრობა აღემატება 95%–ს.

შრომის უფლების აღდგენას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება ვიდრე იგივე შედგის მიღებას ყველა დანარჩენი მოქალაქისათვის. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

პროზაიკოს ნოდარ მამაცაშვილის ახალი კრებული „ნაწვიმარი მოგონება” – პრეზენტაცია.

nodari22 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროზაიკოსის ნოდარ მამაცაშვილის ახალი კრებულის „ნაწვიმარი მოგონება” – პრეზენტაცია. ღონისძიება მოაწყო საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის ეგიდით. პრეზენტაციას, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველი მწერლები და ავტორის შემოქმედების თაყვანისმცემლები, უძღვებოდნენ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის დირექტორი ცირა ვეფხვაძე და საქართველოს უსინათლოთა კავშირის ჟურნალ სინათლოს რედაქტორი ამირან ღოღაძე. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

ცხელი ხაზის ანალიზი

190381_278920315560857_17396675_nსაქართველოს უსინათლოთა კავშირის მიმდინარე პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში“ 4-ე მოსალოდნელი შედეგის (ახალი ადვოკატირების სერვისის შექმნა შშმ პირებისთვის) 1 აქტივობის (ცხელი ხაზის გახსნა) თანახმად, ცხელ ხაზზე მარტის თვეში სულ შემოვიდა 122 ზარი, რომლიდანაც სოციალურ საკითხს ეხებოდა 95 ზარი, ჯანდაცვას – 10, საკანონმდებლო საკითხს – 6 ზარი, ადაპტირებული გარემოს – 5, სხვადასხვას – 6 ზარი.
საკითხების დეტალური აღწერა:
1. უსინათლოები ითხოვენ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილ ფულად დახმარებსათან ერთად (ე.წ. პენსია) მიიღონ საარსებო შემწეობა ( ე.წ საოჯახო დახმარება 22 ლარის ოდენობით). როგორც განგვიმარტეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, 2013 წლის 1 აპრილიდან უსინათლოების სოციალურ პაკეტის თანხა გაიზარდა, რომელშიც აგრეთვე შევიდა საოჯახო დახმარება. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment
  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED