საქართველოს უსინათლოთა კავშირის აქცია ქ. ზესტაფონში

IMG_74592013 წლის 31 მაისს ზესტაფონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა სანქცირებული მშვიდობიანი აქცია, რომელსაც ესწრებოდა სუ კავშირის 15 რეგიონალური ფილიალის წარმომადგენელი და პროექტის ადმინისტრაცია. აქციას შეურთდა სუ კავშირის ზესტაფონის ფილიალის წევრები. აქციას სულ დაესწრო 300მდე უსინათლოთა კავშირის წევრი.
აქცია გახსნა და მოსახლეობას სიტყვით მიმართა პროექტის მენეჯრმა თ. მუქერიამ. სიტყვით გამოვიდნენ ზესტაფონის ფილიალის ხელმძღვანელი ვ. ლომიძე და რ. მშველიძე, რომელთაც ისაუბრეს ზესტაფონში მდგარი ადგილობრივი პრობლემის შესახებ. პრობლემის ზოგად მხარეებზე ისაუბრეს გამომსვლელებმა: ნ. ბრეგვაძემ, ნ. მამაცაშვილმა, ბენეფიციარებმა: ს. ციბულსკიმ და ნ. გორგიშელმა. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

ჟურნალ „სინათლის“ დამატება №3 მაისი 2013წ. “პროექტი ძალას იკრებს”

190381_278920315560857_17396675_nუკანასკნელ წლებში პრესისა და მა-სობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებე-ბიდან ხშირად ისმის შემდეგი სახის გა-მოთქმები: შშმ პირთა ინტეგრაცია, ინ-კლუზიური სწავლება, ადაპტირებული გარემო და ა.შ. ამ საკითხებით უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია დაინტე-რესდა, გამოიძებნა საერთაშორისო დო-ნორი ორგანიზაციებიც, თუმცა, როგორც ქუხს, ისე ჯერ კიდევ არ წვიმს.
დღეისათვის საქართველოში ასი ათას-ზე მეტი შშმპ ცხოვრობს. ისინი სხვა-დასხვა კატეგორიებად და ჯგუფებად იყო-ფიან. ეს განპირობებულია არამხოლოდ შეზღუდული ჯანმრთელობის ნაირგვა-რი ფორმებით, არამედ _ განსხვავებული ფიზიკურ-მენტალური აქტივობით, ინ-ტელექტუალური დონით, კრეატიულო-ბით, ასაკითა და, თქვენ წარმოიდგი-ნეთ _ სოციალური მდგომარეობითაც კი. სწორედ ამ ფაქტორებით არის გამოწვე-ული შშმ პირთა წინაშე მდგარი პრობლემების სიმრავლე და ნაირფერ-ობა. მათი, თუნდაც ნაწილობრივი მოგ-ვარება, შშმ პირთა ყოფას მნიშვნელოვ-ნად შეცვლიდა. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

ცხელი ხაზის ანალიზი

190381_278920315560857_17396675_nსაქართველოს უსინათლოთა კავშირის მიმდინარე პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში“ 4-ე მოსალოდნელი შედეგის (ახალი ადვოკატირების სერვისის შექმნა შშმ პირებისთვის) 1 აქტივობის (ცხელი ხაზის გახსნა) თანახმად, ცხელ ხაზზე აპრილის თვეში სულ შემოვიდა 104 ზარი, რომლიდანაც სოციალურ საკითხს ეხებოდა 39 ზარი, ჯანდაცვას – 24, ტიპლოტექნიკით შშმ პირების აღჭურვას- 16, დასაქამებას – 10, სხვადასხვას – 15 ზარი.
საკითხების დეტალურად აღწერა
1. უსინათლო ითხოვდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, სახელმწიფოს მხრიდან ეს პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება.
2. უსინათლოები ითხოვენ შეღავათებს სამარშრუტო ტაქსებზე. მერია კვლავ არ ითვალისწინებს ამ შეღავათებს. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

„შშმ პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროეცესში“ პროექტის კომისიის ოქმი

190381_278920315560857_17396675_nკომისიის წევრები:
პროექტის მენეჯერი თამაზ მუქერია, პროექტის ომბუდსმენი ირმა ბარაბაძე, პროექტის ომბუდსმენის იურისტ ასისტენტი-ნინო ხუჭუა.
„შშმ პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროეცესში“ პროექტის ფარგლებში სუ კავშირის 15 ფილიალში, კერძოდ, თბილისის #1, #2, #3, ფონიჭალის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, რუსთავის, ბოლნისის, ზესტაფონის, გორის, ახალციხის, კახეთის, ჭიათურის, ქუთაისის, ფოთის და ბათუმის ფილიალებში გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ტერენინგებში მონაწილეობისათვის და მიღებული ცოდნის საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფილიალებში გასავრცელებლად.
განცხადებების მიღება დაიწყება 2013 წლის 01 თებერვლიდან და გაგრძელდა 20 მარტამდე. სულ შემოვიდა 79 განცხადება, რომლიდანაც შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 68 საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრმა. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

როგორ გავხადოთ კანონმდებლობა ხელმისაწვდომი უსინათლოთათვის?

IMG_5167სახელმწიფო აპირებს განაახლოს საკანონმდებლო მაცნის ბეჭდურად გამოცემა. მისი მოვალეობაა სამართლებრივი აქტების ყველასათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის უსინათლოებისათვისაც. საქართველოს უსინათლოთა კავშირს აქვს ტექნიკური საშუალება გამოსცეს კანონები ბრაილის შრიფტით და გამოაქვეყნოს ინტერნეტში მათი აუდიო ვერსიებიც. სჭიროა მხოლოდ შესაბამისი ფინანსური რესურსები. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment
  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED