8. ხმისჩამწერი სტუდიის შექმნის პროექტი

განხორციელების თარიღი: 2010 წელი.

პროექტის ღირებულებაა 15000 ევრო. ფინანსური მხარდამჭერი პოლონეთის საელჩო.

უმთავრესი პრობლემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა, მათი თანაბარი შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფაა. ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არარსებობაა.. ბრაილის შრიფტით წიგნების გამოცემა გარკვეულ რთულ ტექნოლოგიას მოითხოვს და ძვირად ღირებული სიამოვნებაა. რის გამოც მისი დიდი ოდენობით გამოცემა ვერ ხერხდება. რაც შეეხება ხმოვან წიგნებს, მისი მომხმარებელი ბევრად მეტია და ამავე დროს გამოყენების ვადაც დიდია.

პროექტის მიზანია საქართველოს უსინათლოთა კავშირის ბაზაზე შეიქმნას ხმოვანი წიგნების ჩამწერი სტუდია, რომლის ფუნქციაც იქნება მხატვრული ლიტერატურის, სახელმძღვანელოების, სამეცნიერო ხასიათის წიგნების გამოცემა.

უსინათლოთა კულტურის სახლში მოეწყო სტუდია და , სააპარატო , შეძენილ იქნა საჭირო კომპიუტერები და სათანადო დანადგარები.

პროექტმა საშუალება მისცა უსინათლო ბენეფიციარებს გაცნობოდნენ მხატვრულ ლიტერატურას, პერიოდიკას, სასწავლო ლიტერატურას. გაიზარდა უსინათლოთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არე, რამაც საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო უსინათლოთა ინტელექტურ რეაბილიტაციას.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED