3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებასთან ინტეგრაციისა და საზოგადოებაში ტოლერანტობის ჩამოყალიბების პროექტი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებასთან ინტეგრაციისა და საზოგადოებაში ტოლერანტობის ჩამოყალიბების პროექტი.
პერიოდი: 01.06.08-01.11.08
დამფინანსებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის ღირებულება: 18990 აშშ დოლარი
მიზნები და შედეგები: მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მხედველ ახალგაზრდებში ტოლერანტობის გრძნობის ჩამოყალიბება. პროექტში მონაწილეობდა 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის და 38-ე საჯარო სკოლის 30 მოსწავლე, აგრეთვე 18-დან 30-წლამდე უსინათლო და მხედველი ახალგაზრდა. პროექტის განხორციელების შედეგად ჩვენ მივიღეთ ახალგაზრდები რომლებიც გაეცნენ საერთაშორისო აქტებს, დეკლარაციებს, კონვენციებს ინვალიდთა უფლებების შესახებ, გაიზარდა მათი ცოდნა საკუთარი უფლებების დაცვის სფეროში.. ჩაუტარდათ ფსიქოლოგიური ტრენიგები მიიღეს მონაწილეობა ინტელექტუალურ და სპორტულ თამაშებში. მოხდა უსინათლო და მხედველი ახალგაზრდების დაახლოება დამეგობრება.
პროექტი განხორციელდა ბიზნეს და სოციალური პროექტების სამსახურის მიერ.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED