საქართველოს უსინათლოთა კავშირის განცხადება

2021 წლის 03 სექტემბერს 11 საათზე საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის სააქტო დარბაზში (ბოჭორმის ქ. N23) ჩატარდება საქართველოს უსინათლოთა კავშირის XXXV საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატთა განცხადების და საარჩევნო პროგრამის წარმოდგენის ვადა განისაზვროს 2021 წლის 1 აპრილიდან 25 ივლისის 17 საათამდე.

კანდიდატს უფლება აქვს, მითითებულ ვადებში, განცხადება და პროგრამა წარმოადგინოს სხვადასხვა დროს, ამასთან მას შეუძლია  პროგრამა წარმოადგინოს როგორც ღია ისე დალუქულ მდგომარეობაში. დალუქული პროგრამა კომისიის მიერ გაიხსნება 2021 წლის 25 ივლისის შემდეგ.

თავმჯდომარის თანამდებობის კანდიდატებმა, განცხადებასა და პროგრამასთან ერთად, უნდა წარმოადგინონ განათლების დამადასტურებელი საბუთი და ავტობიოგრაფია.

არჩევნებში მონაწილე კანდიდატს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს მოიწვიოს დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციიდან. ამასთან საკუთარი დაინტერესების შემთხვევაში ყრილობაზე დასწრება შეეძლებათ ზემოხსენებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თუ კი ისინი წინასწარ მიმართავენ უსინათლოთა კავშირის გამგეობას და კომისიას განცხადებით.

სუ კავშირის

თავმჯდომარე                            /რ.მაისურაძე/

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED