10. უსინათლოთა უფლებების დაცვისა, და მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართულობის პროექტი

განხორციელების თარიღი: 2011-2012 წ.

პროექტის ღირებულება 22690 დოლარი. დააფინანსა აშშ დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამამ.

ერთერთი პრობლემა , რომელიც შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს უშლის ხელს, ინვალიდთა ინფორმირების დაბალი დონეა. ინვალიდი განიხილება როგორც ბენეფიტის ობიექტი და არა თავად უფლებების დამცველი.საჭიროა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.

პროექტი მიზნად ისახავს ინვალიდთა ჩართვას მათი უფლებების – როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების განუყოფელი ნაწილის დაცვაში. უსინათლო ბენეფიციარების ინფორმირებას ამ უფლებების შესახებ მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.ასევე საიმფორმაციო ტექნოლოგიებში ხმოვანი პროგრამის გამოყენებას.

კავშირის ოფისში გაიხსნა ცხელი ხაზი ინვალიდთა უფლებების დარღვევის ფაქტების დასაფიქსირებლად. გამოიცა ძირითადი საკანონმდებლო აქტებიბრაილის შრიფტით. შეირჩა ოცი მოტივირებული ახალგაზრდა უსინათლო, რომელთაც ციხისძირში მოწყობილ სემინარებზე გაიარეს ათდღიანი ტრენინგები კვალიფიციური ტრენერების ხელმძღვანელობით როგორც ადამიანის უფლებების სფეროში ასევე ხმოვანი პროგრამის თანამედროვე ტექნოლოგიებში გამოსაყენებლად. ამის შემდეგ მათ ჩაუტარდათ ტესტირება და გადაეცატთ სერთიფიკატები.

შემდგომ ეტაპზე მომზადებული ტრენერები გაემგზავრნენ ადგილებზე ოთხასამდე ბენეფიციარისათვის ტრენინგების ჩასატარებლად სამოქალაქო განათლების მისაღებად და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში

ამავე დროს შესწავლილ იქნა სოციალურად შეჭირვებული უსინათლოთა ოჯახები, მათი საჭიროებანი. ცხელ ხაზზე შემოსული მასალების გაანალიზების შედეგად მომზადდა წერილი საქართველოს ხელისუფლებაში წარსადგენად, სადაც კონკრეტულად იყო გაწერილი უსინათლოთა კავშირის ხედვა ამ პრობლემათა გადაწყვეტის გზების შესახებ, რომელიც გადაეცა პრემიერმინისტრთან არსებულ ინვალიდთა საკოორდინაციო საბჭოს..

პროექტის შედეგადმ მოხდა სამოქალაქო საზოგადოებაში უსინათლო ადამიანების თანამონაწილეობის გაზრდა, სოციალური აქტივობის ამაღლება. საბოლოო ჯამში დემოკრატიულ ფასეულობათა დამკვიდრება.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED