ცხელი ხაზის ანალიზი

190381_278920315560857_17396675_nსაქართველოს უსინათლოთა კავშირის მიმდინარე პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში“ 4-ე მოსალოდნელი შედეგის (ახალი ადვოკატირების სერვისის შექმნა შშმ პირებისთვის) 1 აქტივობის (ცხელი ხაზის გახსნა) თანახმად, ცხელ ხაზზე ოქტომბრის თვეში სულ შემოვიდა 94 ზარი.
საკითხების დედატული აღწერა
1. უსინათლოები ხშირად მოგვმართავენ თვალის ოპერაციის დაფინანსების თხოვნით. ამის თაობაზე მივმართეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც გვაცნობა, რომ 2014 წლისთვის შესაბამის პროგრამაზე მუშაობისას გათვალისწინბული იქნება აღნიშნული საკითხი. 2. უსინათლოები კვლავ ითხოვენ გარკვეულ ფინანსურ შეღავათებს მედიკამენტების შესაძენად. სამწუხაროდ სახელმწიფო არ ითვალისიწნებს შეღავათებს ამ კუთხით. მივაწოდეთ ინფორმაცია რომ ავერსისასა და პეესპეს მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში შშმ პირებს სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდებათ 100 ლარიდან – 300 ლარმდე ღირებულების მედიკამენტების შეძენა.
3. უსინათლოები ასევე ითხოვენ ოპერაციების 20 %-ან თანდაფინანსებას. გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეფერალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც იკრიბება თვეში ორჯერ, განიხილავს აღნიშნულ საკითხს და დააფინანსებს დარჩენილ 20 % სრულად ან ნაწილობრივ.
4. გრძელდება უსინათლოების მხრიდნ მოთოვნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებისა და ტაბლოების გახმოვანებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპრაკებები მერიასთან.
5. უსინათლოები კვლავ ითხოვენ შეღავათებს სამარშრუტო ტაქსებზე. სამწუხაროდ შეღავათებს არ ითვალისწინებს მერიის შესაბამისი დადგენილება, თუმცა-ღა აღნიშნულ საკითხე მიმდინარეობს მუშაობა მერიასთან.
6. უსინათლოები ასვე ითხოვენ შეღავათებს კომუნალურ გადასახადებზე. საქართველოს უსიანთლოთა კავშირის ომბუდსმენმა აგვისტოში მიმართა წერილობით ამ საკითხზე მერიას, საკითხი ამჟმადაც განხილვის პროცესშია. დაგეგმილია შეხვედრები მერიასა და საკრებულოში შესაბამის წარმომდგენებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
7. ერთერთი უსინათლო ითხოვს თავშესაფარს. გაეწია შესაბამისი კონსულტაცია, კერძოდ მან მერიაში უნდა გააკეთოს განაცხადი, რომ მოიპოვოს მერიის მიერ ასაშენებელ სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართი. ამ საკითხის მოგვარებაში დაეხმარებას უწევს საქართველოს უსინათლოთა კავშირი, კერძოდ ეხმარება იმ საბუთების წარდგენაში, რომელიც საჭიროა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
8. უინათლოები დღემდე ითხოვენ დასაქმებას. ჯერჯერობით ეს საკითხი ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
9. საქართველოს უსინათლოთა კავშირმა დააფინანსა „უსინათლოების გმცილებლით მომსახურების პროგრამა“ რომლის ფარგლებშიც, უსინათლოს შეუძლია ისარგებლოს გამცილებლის მომსახურებით თვეში ორჯერ, რაც არ არის საკმარისი უსინათლოებისთვის. ამ პროგრამის შემუშავებაც ადაპტირებული გარემოს არარსებობამ გამოიწვია. სამწუხაროდ რთულია უსინათლოების გამცილებლებით ყოველდღიური უზრუნველყოფა, აქედან გამომდინარე, სუ კავშირის ომბუდსმენმა აღნიშნული პროექტი გაუმჯობესების მიზნით შეიტანა მერიაში დაფინანსებისთვის. ამჟმად მიმდინარეობს მოლაპრაკება.
10. საქართველოს უსინათლოთა კავშირში კვლავ მიმდინარეობის პროგრამა „ახალშობილ ბავშვზე დასაჩუქრება“, შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში ამ თვეში 300 ლარის ოდენობით დსაჩუქრდა ერთი უსინათლო.
11. რამდენიმე უსინათლომ მიმართა საქართველოს უსინათლოთა კავშირს ყოველთვიური დახმარების პროგრამაში ჩართვის მოთხვნით, რაც მიუთითებს იმაზე რომ შშმ პირების, კერძოდ უსინთლეობის, სოცილური მდგომარეობა ძალზედ დაბალია. შესაბამისად, საქართველოს უსინათლოთა კავშირმა დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და დაინტერესებული პირები ჩართულნი იქნებიან „არამომუშავე, ხანდაზმულ და მარტოხელა უსინათლოთა დახმარების“ პროგრამაში.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED