„შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობა.”

14500727_1080288155424065_4692447903481988917_o2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს უსინათლოთა კავშირი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი „შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობა.“ პროექტი მიზნად ისახავდა შშმ პირთა მიერ საარჩევნო უფლების სრულყოფილ გამოყენებას, განსაკუთრებული საჭიროების ადამიანთათვის აუცილებელი გარემოს შექმნას, მათთვის საინფორმაციო სივრცის ხელმისაწვდომობას, გადაადგილებაში ხელშეწყობას, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას და მათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას

პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის კახეთის, რუსთავის, ბოლნისის, მცხეთის, გორის, ახალციხის, ზესტაფონის, ჭიათურის, ქუთაისის, ზუგდიდის, ქობულეთის, ბათუმის და ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფილიალებში რეგიონალური კოორდინატორების შერჩევა ფილიალების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით. სულ შეირჩევა 30 მიკრო კოორდინატორი.

შერჩეულ კოორდინატორებმა ხუთი დღის განმავლობაში მოახდინეს უსინათლოთა და მცირემხედველ ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენა. მათი იდენტიფიცირება მოხდა ერთი მხრივ უსინათლოთა კავშირში აღრიცხვაზე მყოფთა და მეორე მხრივ რეგიონების გამგეობებში არსებული ინფორმაციის შეჯერებით. ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სპეციალური ფორმით, ბენეფიციარების ასაკის, გენდერის, ინფორმირებულობის და არჩევნებისადმი განწყობის შესასწავლად. საანკეტო მონაცემები გადაგზავნილ იქნა პროექტის ადმინისტრაციაში, სადაც მოხდა უსინათლო ამომრჩეველთა საჭიროებათა და მოთხოვნათა დადგენა.

რეგიონების 30 მიკრო კოორდინატორისათვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარები მოწვეული ექსპერტის მიერ არჩევნების თემატიკით უსინათლოთათვის ადაპტირებულ საქართველოს უსინათლოთა კავშირის ციხისძირის დასასვენებელ სახლში. დატრენინგებულმა მიკრო კოორდინატორებმა 5 დღის განმავლობაში გაწერილი გრაფიკის შესაბამისად გაავრცელეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესებისა და ამომრჩევლის უფლებების შესახებ მათ რეგიონებში აღრიცხულ უსინათლო ამომრჩევლებს შორის. მონიტორინგს ახორციელებდა პროექტის ადმინისტრაცია.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიკრო კოორდინატორების მეშვეობით თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში. რაც გამოიხატება მარტოხელა უსინათლოებისათვის არჩევნების დღეს ტრანსპორტით მომსახურებაში, სოფლის რწმუნებულების ჩართვაში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების დროს და ა.შ.

პროექტის ფარგლებში უსინათლო ამომრჩევლებისთვის 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომზადდა ვიდეო რგოლი, რომელიც გადაიცა საზოგადოებრივი ტელევიზიითა და ობიექტივის ეთერით. ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება საზოგადოებრივი რადიოთი და გამოიცა ფლაერები, როგორც ბრაილის, ასევე ბრტყელი შრიფტით და გავრცელდება რეგიონებში უსინათლო ამომრჩეველთა შორის. პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფოემაცია გაშუქდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის ყოველთვიურ ჟურნალ „სინათლე“-ში, როგორც ბრაილის შრიფტით, ასევე ხმოვანი ვერსიით.
14444981_1072817869504427_9036924524603130970_o-1

14500178_1080287935424087_4167879829326844102_o

14500605_1079685435484337_7298094491653303810_o

14500697_1074304782689069_8724560453255291115_o

14500770_1074304876022393_9102245199131061527_o

14525116_1074230792696468_3769050173576488229_o

14543817_1080288032090744_1456794331435600748_o

14570519_1080288238757390_8530993665765482646_o

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED