„შესაძლებლობები შეუზღუდავია“

poster2012 წლის 16 ოქტომბერს საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენოო დარბაზში საქართველოს უსინათლოთა კავშირის სოციალურმა სამსახურმა მოაწყო გრანდიოზული გამოფენა „შესაძლებლობები შეუზღუდავია“, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოთა ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი ნიჭის პოპულარიზაცია, საზოგადოების ინფორმირება და დარწმუნება, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.
გამოფენა გამორჩეული და საინტერესო იყო თავისი უნიკალურობით და მრავალფეროვნებით. მოხდა უსინათლოთა მრავალმხრივი შესაძლებლობების დემონსტრირება, როგორ კერავენ, ქსოვენ, ხატავენ, ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს, ახერხებენ ტექნიკის შეკეთებას, დიასახლისობენ, არიან წარმატებული სპორტსმენები, მუსიკოსები, მომღერლები, შეუძლიათ ჯანსაღი კონკურენციის გაწევა და სხვა. გამოფენა წარიმართა მუსიკის თანხლებით: მონაწილეობა მიიღეს უსინათლო ვაჟთა და ქალთა ანსამბლებმა, დაუკრეს ხალხურ საკრავებზე, ნაჩვენები იყო უსინათლოთა მრავალმხრივი შესაძლებლობების ამსახველი ფოტო–ვიდეო მასალა.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED