”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში”

droshaსაქართველოს უსინათლოთა კავშირი, ანხორციელებს პროექტს ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში”.
პროექტის მიზანი:
სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლირებისთვის წვლილის შეტანა ადამიანის უფლებების ხელშეწყობაში და დემოკრატიულ რეფორმაში, საკამათო და სადაო პოლიტიკური სფეროების გამყარება, სამოქალაქო საზოგადოების ინკლუზიურობისა და პლურალიზმის გაღრმავება, წვლილის შეტანა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების ხელშეწყობაში (ისეთები, როგორებიც არიან შშმ პირები – კერძოდ უსინათლოები), კერძოდ შრომის, მათი თანაბარი განვითარების უფლებებში, მათ ფიზიკურ განვითარებაში და სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციაში. კონკრეტული მიზანი:
უსინათლო პირთა სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის გაუმჯობესება.

პრობლემის არსი:

სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე აძლევს საშუალებას სახელმწიფომ არ იზრუნოს ადამიანის უფლებეზე. საკითხი ეხება ისეთი მოწყვლადი ჯგუფების მომსახურებას, როგორებიც არიან უსინათლო პირები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები, ეთნიკური უმცირესობა და დიდი და ღარიბი ოჯახები.

პრობლემა მიმართულია უსინათლო პირების სამოქალქო საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი ყველა ასპექტში (კერძოდ ეკონომიკის, პოლიტიკის და სოციალური სფეროების) მონაწილეობის დაბალი დონისაკენ. ისინი არ არიან საკამრისად ჩართულნი თავიანთი უფლებების დაცვასა და სახელმწიფო წარმომადგენლებთან პოლიტიკურ დიალოგში, ამრიგად საჭიროა ისინი ქველმოქდების ობიექტიდან გადაიქცნენ გადასახადების გადამხდელ უნარიან პირებად.
მოსალოდნელი შედეგები:
გაძლიერდება სუ კავშირის ადვოკატირების შესაძლებლობა
საზოგადოება ინფორმირებული იქნება უსინათლოთა საჭიროებებზე.
გაძლიერდება სუ კავშირის ქსეული კავშირები სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებთან როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.
უსინათლოებისთვის შეიქმნება ახალი ადვოკატირების სერვისები.
საჯარო პოლიტკაზე შემუშავდება რეკომენდაციები, რომელიც მიმართული იქნება უსინათლო პირთა საკითხებზე,
პარტნიორები:
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია.
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია.
რეგიონალური პრესის ურთიერთდახმარებისა და განვითარების ფონდი
პოლონეთის უსინათლოთა ასოციაცია
ასოციაცია – მრავალეროვანი საქართველო
განხორციელების პერიოდი:
პროექტის ხარგძლივობაა 18 თვე, 01.12.12 – 01.06.14.
დამფინანსებელი:
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
პროექტის ღირებულება:
105 260, 95 ევრო.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED