„უსინათლოთა საარჩევნო უფლების რეალიზების ხელშეწყობის“ პროექტის შესახებ

2015-10-27 12.49.39საქართველოს უსინათლოთა კავშირმა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით მარტვილსა და საგარეჯოს რეგიონში 31 ოქტომბერს დანიშნულ საპარლმანეტო და საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განახორციელა პროექტი „უსინათლოთა საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშწყობა“ 2015 წლის 15 სექტემბრიდან -31 ოქტომბრის ჩათვლით.
პროექტის მიზანი იყო: მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საარჩევნო ცნობიერების, საარჩევნო კულტურისა და საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობის დონის ამაღლება. მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში არჩევნების პოპულარიზაცია , მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.
პროექტის ფარგლებში მარტვილისა და საგარეჯოს რეგიონებში ჩატარდა კვლევები, რომელიც ეხებოდა მათი სრულფასოვანი საარჩევნო უფლების რეალიზებას 2015 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში.
კვლევებმა აჩვენა რომ მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უმეტეს ნაწილად არ ფლობდნენ ინფორმაციას არჩევნებში მონაწილე როგორც კანდიდატების, ასევე მათი წინა საარჩევნო პროგრამის შესახებ, რადგან არჩევნებში მონაწილე კანდიდატები არ აწარმოებდნენ მას მედიის საშუალებით სარეკლამო კამპანიას, ხოლო მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ძირითადად ინფორმაციას იღებენ მას მედიის საშუალებით. აგრეთვე იმ მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც უჭირდათ გადაადგილება, ვერ ახერხებდნენ საარჩევნო კამპანიის დროს გამართულ შეხვედრებზე დასწრებას. შესაბამისად, ამომრჩეველთა ეს კატეგორია ინფორმაციას უმეტეს ნაწილად იღებდა ოჯახის წევრებისა თუ მეზობლებისგან.
კვლევებმა ასევე აჩვენა რომ მხედევლობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რომლებიც საარჩევნო უბანზე ხმას აძლევენ გამცილების დახმარებით, გადაწყვეტილების მიღების დროს ხშირად ექცევიან მათი გავლენის ქვეშ.
მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ ამომრჩეველ პირებს, რომელთაც არ შეეძლოთ საარჩევნო უბანზე მისვლა, არ ჰქონდა ინფომაცია გადასატანი ყუთის შესახებ.
პროექტის ფარგლებში ოროვე რეგიონში ჩატარდა ტრენინგი, რომლის მიზანი იყო შშმ პირთა საარჩევნო ცნობიერების, საარჩევნო კულტურისა და საარჩევნო პროცესში ჩართულობის დონის ამაღლება. მხედველობის მხრივ შშმ პირებში არჩევნების პოპულარიზაცია, მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ხელშწყობა.
გარდა თეორიული ნაწილისა ტრენინგების განამავლობაში ასევე ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობები, რაც მოიცავდა საარჩევნო პროცედურების იმიტაციას.
პროექტის განხორციელების დროს აქტიურად იყვნენ ჩართულნი მარტვილისა და საგარეჯოს ადგილობრივი გამგეობების წარმომადგენლები, რომლებაც გაგვიწიეს სათანადო დახმარება და მათთგან იგრძნობა მზაობა და მხარდაჭერა უსინათლოთა პრობლემების გადაჭრის მიმართ.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED