საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

64771,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის N 231 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ე“ პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოსმიერ 2012 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
2012 წლის განმავლობაში ჩატარებულ იქნა საბჭოს 2 სხდომა: 19 ივნისსა და 28 დეკემბერს. საანგარიშო წლის პირველი სხდომა (19.06.12) გაიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სხდომის თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი წევრებისა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით. საანგარიშო წლის ბოლო სხდომა (28.12.12) გაიმართა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, სხდომის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი წევრებისა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენელთა განახლებული შემადგენლობით.
ამასთან, საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით პერიოდულად იმართებოდა თემატური სამუშაო შეხვედრები, რომელსაც ორგანიზებას უკეთებდა საბჭოს სამდივნო.
საბჭოს მიერ პირველ სხდომაზე (19.06.12) განხილული იყო და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
• აბსოლუტური სიყრუი სმქონე და ყრუ-მუნჯი, 6 წლამდე ასაკის ბავშვების, ასევე 6 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციისა და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის დაფინანსება;
• ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაზღვევა;
• „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, ,,ამ კანონის ამოქმედებამდე ან შემდგომ პერიოდში, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, დაენიშნებათ (მიეცემათ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი ოდენობის პენსია;
• სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბენეფიციართა გადაუდებელი წესით ჩარიცხვის საკითხი;
• ჰემოფილიის მქონე ბავშვებისათვის შშმ ბავშვის სტატუსის მინიჭების საკითხი;
• სამინისტროს ბალანსზე არსებული ბრაილის პრინტერის არსებულ მდგომარეობაში, მარაგ-ნაწილების სახით N202 მხედველობა დაქვეითებულთა სკოლისთვის გადაცემა.

საბჭოს მიერ მეორე სხდომაზე (28.12.12) განხილული იყო და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
• შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციების, სტრუქტურის, მუშაობის წესისა და გაწეული საქმიანობის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს საბჭოს სამდივნოს ფუნქციონირებისათვის საჭირო დაფინანსება;
დაევალა საბჭოს სამდივნოს საბჭოს შემადგენლობაში შშმპ-თა სპეციფიკური კატეგორიების წარმომადგენლების შეყვანის მიზნით, საბჭოს შემდგომი სხდომისათვის წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ცვლილების პროექტი.
• შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის (თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის) სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმდინარეობის შესახებ
სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია და ზედამხედველობა დაევალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს (დ.სერგეენკოს). სამოქმედო გეგმის პროექტი შესაბამისი ბიუჯეტის მითითებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენილ უნდა იქნას 2013 წლის 30 აპრილისთვის.
• ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებისათვის შშმ ბავშვის სტატუსის მინიჭებაში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში ცვლილების განხორციელება.
• შშმ პირთა ორგანიზაციებისათვის უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობები, მიწა) შეღავათიანი პირობებით გადაცემასთან დაკავშირებით:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა ერთი კვირის ვადაში შეისწავლოს უსინათლოთა და ყრუთა კავშირისათვის ქონების (მიწის) გადაცემის საკითხი;
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შენობა-ნაგებობების შეღავათიანი პირობებით გადაცემის საკითხის შესწავლისა და გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა სამუშაო ჯგუფის შექმნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების სამინისტროს, სსიპ „საჯარო რეესტრის“ და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.

• შშმ პირთა და მათი ორგანიზაციებისათვის საგადასახადო შეღავათების საკითხთან დაკავშირებით
დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთი კვირის ვადაში განიხილოს შშმ პირთათვის საგადასახადო შეღავათებით (დაუბეგრავი მინიმუმი და სხვა) სარგებლობის საკითხი.
• შშმ პირთა, მათ შორის ბავშვთა ოჯახების პრობლემების შესახებ (მშობელთა კომპენსაციები, მედიკამნეტები, მწოლიარე შშმ პირთა ჰიგიენური მოვლის საშუალებები და სხვა)
მიღებულია გადაწყვეტილება სამოქმედო გეგმის შემუშავებისას არსებული სამუშაო ჯგუფების ფორმატში განხილული და გათვალისწინებული იქნას შშმ პირთა კონკრეტული საჭიროებები და სოციალური პაკეტის შემადგენლობა.
• გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირების შესახებ
კონვენციის რატიფიკაციის პროცედურის შიდა სახელმწიფოებრივ დონეზე ეფექტურად წარმართვისათვის იანვრის თვის ბოლომდე შესაბამის უწყებებს დაევალა დასკვნების მომზადება.
გარდა ამისა:
• საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დაევალა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს (მ.ოდიშარია) განიხილოს საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის დახმარების საკითხი;
• საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსდაევალა საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს სამართლებრივი აქტის პროექტი 2013 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადების შესახებ;
• საბჭოს სხდომები ჩატარდეს კვარტალში ერთხელ, ხოლო საბჭოს მომდევნო სხდომის ჩატარება დაიგეგმოს 2013 წლის მარტში.
2012 წლის განმავლობაში საბჭოს ფორმატში განხილული სხვა საკითხები:
• შშმ პირთათვის ,,B“ კატეგორიის მართვის უფლების აღებისას შემზღუდველი გარემოებების საკითხი;
• შშმ ორგანიზაციებისთვის ქონებების შეღავათიანი გადაცემის საკითხი;
• შშმ ორგანიზაციებისთვის უძრავი ქონების (მიწა, შენობა-ნაგებობა) შეღავათიან გადაცემასთან დაკავშირებით;
• შშმ პირთა სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა შეყვანის შესახებ;
• შშმპ-თათვის და მათი ორგანიზაციებისათვის საგადასახადო შეღავათების შესახებ;
• ეროვნულ გამოცდებზე შშმ პირთა სპეციფიკის გათვალისწინების შესახებ;
• გარემოს ხელმისაწვდომობის კონტროლის შესახებ;
• შშმ პირთა რეგისტრაციის აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზების მართვის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის განხილვა – პრეზენტაცია;
• ინფორმაცია თანდაყოლილი და გენეტიკური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოლონეთის გამოცდილების შესახებ;
• ჯანდაცვის დაწესებულების ხელმისაწვდომობის შესახებ;
• შშმ პ-სთვის გარემოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ;
• შშმ პირთა მიერ სადაზღვევო პოლისით სრულფასოვნად სარგებლობის საკითხი;
• სპინალური დაავადებათა მქონე ადამიანებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნის საკითხი.
• და სხვა.
გარდა აღნიშნულისა, გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით (UNDP), მმართველობის რეფორმების ფონდის პროექტის – „შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მხარდაჭერა“ – ფარგლებში 2012 წლის მაისის ბოლოს ამოქმედდა საბჭოს სამდივნო. პროექტის ხანგრძლივობის ვადა განისაზღვრა მომდევნო 7 თვის მანძილზე. სამდივნოში არის 4 წევრი, მათ შორის 2 არის UNDP-ის მიერ შერჩეული და დაფინანსებული, 2-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელი.
სამდივნო კოორდინაციას უწევს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას სამუშაო პროცესებში. ამასთან, რიგი პრობლემური საკითხების მომზადებისა და განხილვის მიზნით, რეგულარულად იმართება შეზღუდული შესალებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრებისა და სამდივნოს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრები. პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართა მიმდინარე წლის ივლისში. მორიგი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა ნოემბრის დასაწყისში საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საბჭოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის წარმოჩენა. სამუშაო ჯგუფების თემატური შეხვედრა შესაბამის ასოციაციებთან და დარგობრივ ექსპერტებთან ერთად გაიმართა აუტიზმით დაავადებული ბავშვებისათვის შშმ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ასევე, სამუშაო ჯგუფის ფორმატში შემუშავებულ იქნა მინისტრის ბრძანების ცვლილების პროექტი ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებისათვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით. ამჟამად საბჭოს ფორმატში მიმდინარეობს მუშაობა ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის 2013–2016 წლების სამთავრობო გეგმის“ პროექტზე: შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები, რომელთა წევრები არიან საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების (7 სამინისტროს), ადგილობრივი თვითმართველობისა და საბჭოს წევრები, ასევე, დამოუკიდებელი ექსპერტები. შემუშავდა თემატური ჯგუფების შეხვედრების გრაფიკი და თითოეულ უწყების მიერ გამოყოფილი იქნა საკუთარი წარმომადგენელი.

სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველო, სამმართველოს უფროსი, საბჭოს სამდივნოს უფროსი
ამირან დათეშიძე

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED