საქართველოს უსინათლოთა კავშირის განცხადება

190381_278920315560857_17396675_nამა წლის 16 მარტს გაზეთ “პრაიმტაიმში” გამოქვეყნდა სტატია “მერიამ უსინათლოთა კავშირს პროექტის დაფინანსება შეუწყვიტა”, რომელშიც რიგი საკითხები არ შეესაბამება რეალობას, რის გამოც ვაცხადებთ შემდეგს:
1. სტატიის დასაწყისში ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს გაზეთი “პრაიმტაიმი” გუშინდელ დღემდე ყოველკვირეულად გამოდიოდა, თუმცა სტატიის ბოლოს მოხსენიებულია, რომ იგი უკანასკნელი ერთი წელია აღარ იბეწდება.
სტატიის ავტორი როდესაც წერს, რომ უსინათლოთა კავშირისათვის რაღაცა მიუღებელია, ამ დროს იგი მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა მოსულიყო ჩვენთან, კავშირის ოფისში და აზრი გამოეკითხა, იმის თაობაზე თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და რა მიუღებელი.
2. ჩვენი კავშირი მიესალმება ქბ_ნ. თაკო ფხაკაძის ინიციატივას_ საკუთარი სახსრებით ბრაილის შრიფტით გაზეთის გამოცემის თაობაზე და ვისურვებდით, რომ საქართველოში არსებულმა სხვა გამოცემებმაც გამოიჩინონ ანალოგიური ინიციატივა.
იმედი გვაქვს გაზეთი “პრაიმტაიმის” რედაქტორის ინიციატივა არ იქნება ერთჯერადი ხასიათისა და იგი არ არის მხოლოდ ფიარ აქცია.
3. თბილისის მერიასა და საქართველოს უსინათლოთა კავშირს შორის არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია, რაც გამოიხატება უახლოეს მომავალში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით და ასევე უსინატლოთა კავშირის წარმომადგენელის თბილისის მერთან არსებული შშმპ_თა საბჭოს წევრად დამტკიცებაში.
4. კავშირს მერიაში წარდგენილი გვაქვს მარტოხელა ტოტალურ უსინათლოთა გამცილებლით მომსახურებით უზრუნველყოფის პროექტი, რომლის დაფინანსების საკითხი უკვე გადაწყვეტიულია და უფრო მეტიც, სავარაუდოდ ამ მომსახურების უზრუნველყოფას მერია მომავალი წლიდან საკუთარ თავზე აიღებს.
5. და ბოლოს უსინათლოთა კავშირი ნაწილობრივ იზიარებს სტატიაში მოყვანილი ჩვენი კავშირის წევრების აზრს.
ჩვენ ვეთანხმებით მას, რომ უსინათლო მოქალაქეთათვის ბრაილის შრიფტით უნდა იბეჭდებოდეს პრესა, თუმცა ვემიჯნებით კონკრეტული გამოცემის განსაკუთრებულობის, ან მერიის მხრიდან უსინათლო მოქალაქეთა ინტერესების უგულვებელყოფის საკითხში, ვინაიდან ამა თუ იმ გამოცემის არჩევა გემოვნების საკითხია, ხოლო მერიის მხრივ ვხედავთ თანადგომასა და ჩვენი კავშირის წევრების პრობლემათა მოგვარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED