პროექტი „დაიმკვიდრე თავი საზოგადოებაში“

8წარმატებით ხორციელდება პროექტი „დაიმკვიდრე თავი საზოგადოებაში“, რომელში მონაწილეობასაც იღებენ უსინათლო/მცირემხედველი ახალგაზრდები თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან. ისინი შეირჩნენ კონკურსის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც წარმოადგინეს ტრენინგის თემატიკის მონახაზი.
5-7 აგვისტოს უსინათლო/მცირემხედველ ახალგაზრდებს ციხისძირის დასასვენებელ სახლში „მეგობრობა“ პოლონეთიდან მოწვეული ტრენერის მიერ ჩაუტარდათ ტრენერების ტრენინგი (TOT).
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა აითვისეს ჯგუფთან მუშაობის ემოციური და ტექნიკური ასპექტები.
პროექტის შემდგომ ეტაპზე მონაწილეები მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში და თავად ჩაატარებენ მინი-ტრენინგებს მათთვის სასურველ თემატიკაზე.1

2

3

5

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED