მკითხველთა კონფერენცია

12175775_1130775820284412_530079508_o20 ოქტომბერს, სუ კავშირის კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკაში ჩატარდა მკითხველთა კონფერენცია. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები ჟურნალ “სინათლის”, სტუდია “ცოდნის” მიერ გახმოვანებული ლიტერატურისა და ბიბლიოთეკის მუშაობის შესახებ. სიტყვებით გამოვიდნენ: უსინათლო ბავშვთა 202-ე სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ლეილა ბირკაძე, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამილა აბაშია, ანსამბლ “კრწანისის” მომღერალი ზურაბ გურჩიანი, ინგლისური ენის შემსწავლელი წრის ხელმძღვანელი ნინო ასათიანი, შპს “ავტოს” დირექტორი გურამ ურუშაძე, ჟურნალ “სინათლის” მთავარი რედაქტორი ამირან ღოღაძე, სტუდია `ცოდნის~ მენეჯერი გოგი ჭუმბურიძე, წიგნების გამხმოვანებლები: მარი წურწუმია და შორენა ასლამაძე, ბიბილიოთეკის კონსულტანტი ნაზი უშუკიშვილი, აქტიური მკითხველები: ჯუმბერ კუპატაძე, ნიკო ყოჩიაშვილი, თინათინ არეშიძე და სხვები. გამოითქვა საინტერესო შენიშვნები და წინადადებები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს კულტურის ცენტრის მომავალ საქმიანობას.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა კულტურის ცენტრის დირექტორმა ცირა ვეფხვაძემ.12171241_1130775893617738_251416019_o

12176182_1130775836951077_1662942357_o

12177234_1130776766950984_1444512233_o

12177323_1130775743617753_1211176101_o

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED