კონცერტი მცხეთაში

12171301_1130321753663152_929748045_o20 ოქტომბერს მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლაში უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა გამართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალთა და ვაჟთა ანსამბლები და ჟურნალ `სინათლის~ აქტიური ავტორები, აგრეთვე გოგონათა ჯგუფი `ედელვაისი~. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქალაქ მცხეთის მერი და მერიის თანამშრომლები, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების მუშაკები, ხელოვნების სკოლის პედაგოგ-აღსაზრდელები, სუ კავშირის მცხეთის ფილიალის თავმჯდომარე და წევრები. შესრულდა სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებები, პოეტებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები.
დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა უსინათლოთა შემოქმედებით. ქალაქის მერმა ბატონმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ გამოთქვა სურვილი, ანსამბლებმა და პოეტებმა მონაწილეობა მიიღონ მცხეთის კულტურულ ღონისძიებებში.
12171301_1130321753663152_929748045_o (1)

12176320_1130321746996486_2052255790_o

12176358_1130321723663155_1195364326_o

12177289_1130321733663154_1600489138_o

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED