„საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანა ბრეგვაძე

„საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანა ბრეგვაძე

 

თანამშრომლობა წარმატებული მომავლის გასაღებია

 

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტის დასახელება- „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“  თავმჯდომარეობის კანდიდა-ტის ნანა ბრეგვაძის „საარჩევნო, სამოქმედო პროგრამა“- ამავე მნიშვნელობისაა ტექსტში გამოყენებული დასახე-ლების შემოკლებული ვერსია:

„სამოქმედო პროგრამა“ ან „პროგრამა“.

ორგანიზაციის დასახელება- „საქართველოს უსინათლო-თა კავშირი“. ამავე ორგანიზაციის აღსანიშნავად, ტექსტში გამოყენებულია აგრეთვე ტერმინი „კავშირი“.

„სოციუმში უსინათლოთა ინტეგრაციის მხარდაჭერის საერთაშორისო ცენტრი“- იგივეა, რაც „სუიმს ცენტრი“.

შესავალი

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „საქართვე-ლოს უსინათლოთა კავშირი“-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნანა ბრეგვაძის საარჩევნო, სამოქმედო პროგრამას, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, შენარჩუნებული იქნება „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ მონაპოვრები, მიღწევები და გაგრძელდება მისი ორგანიზაციული განვითარების პროცესი. პროგრამაში მოცემულია ის ხედვები, გზები და პერსპექტივები, რომლებზე დაყრდნობითაც „კავშირმა“  (როგორც ორგანიზაციამ) ადეკვატურად უნდა უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს, გამოიყენოს შესაძლებლობები და თავიდან აირიდოს საფრთხეები. პროგრამა გათვლილია 2021-2026 წლების პერიოდისთვის. იგი ემსახურება „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ გაძლიერებას და უსინათლოთა თემის ინტერესების დაცვას. წინამდებარე დოკუმენტი შედგება ანოტაციისა და 5 კარისაგან. თითოეულ კარში აღწერილია ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ერთი რომელიმე განსაზღვრული მიმართულებით. სამოქმედო პროგრამის მომზადების პროცესში შეჯერდა „კავშირის“  განვითა-რების რეალური პერსპექტივების თვალსაზრისით მისაღები ყველა ის წინადადება, თუ შეხედულება, რომელიც მისმა წევრებმა გამოთქვეს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში „კავშირის“  თავმჯდომარე-ობის კანდიდატის ნანა ბრეგვაძის მიერ გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრებზე. ამგვარად, პროგრამაში გათვალისწინებულია „კავშირის“ წევრების მოსაზრებები, მათი ხედვები, ინტერესები და სურვილები. იგი შემუშავებულია პრინციპით „თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“.

(თანამშრომლობა წარმატებული მომავლის გასაღებია)!

ანოტაცია

(სამოქმედო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მიზნებისა და სამუშაოების მოკლე ნუსხა):

„კავშირი“ იმუშავებს ისტორიულად მისი კუთვნილი ქონების დაბრუნებისათვის და დაკანონებისათვის; უპატრონებს და განკარგავს ბალანსზე რიცხულ ქონებას იმ უკვე აპრობირებული მექანიზმებით, რომლებიც წლების განმავლობაში იძლევა შედეგებს; მოიძიებს დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს, ისარგებლებს ეკონომიკური გაძლიერების ახალი შესაძლებლობებით; მჭიდრო ურთიერთობებს დაამყარებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებულ უსინათლოთა ორგანიზაციებთან; გააფართოებს ეკონომიკურ კონტაქტებს; მოამზადებს და განახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებს; მისცემს „კავშირის“  წევრებს საშუალებას, წარმოადგინონ პროექ-ტები და თავად გახდნენ მათი მენეჯერები; თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შექმნის სოციალურ საწარმოებს და დაასაქმებს უსინათლოებს; აქტიურად დაუჭერს მხარს, კვოტირების პრინციპით, საქართველოში უსინათლოთა დასაქმების იდეას; ციხის ძირისა და სხვა კურორტების ბაზაზე განავითარებს პროფილურ ტურიზმს;

ამგვარად, გაიზრდება „კავშირის“  შემოსავლები და მისი წევრებისათვის მინიმუმამდე შემცირდება კომ-ფორტული დასვენების ღირებულება.

„კავშირი“ მის სტრუქტურაში გაწევრიანებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, აქტიურად დაუჭერს მხარს საბანკო სექტორთან ურთიერთობაში; დაეხმარება უსინათლოებს სესხების აღებასთან დაკავშირებულ პროცედურულ და ტექნიკურ საკითხებში; წაახალისებს „კავშირის“ წევრების სამეწარმეო წამოწყებებს, გააგრძელებს უპროცენტო სესხის  პროგრამას.

სტაბილურად განხორციელდება და განვითარდება  „კავშირის“  ისეთი სოციალური ფინანსური დახმარებები როგორებიცაა:

მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ ოჯახების 18 წლამდე ასაკის შვილებზე ყოველთვიური დახმარება;

ახლადდაქორწინებული ოჯახების დასაჩუქრება;

უსინათლოთა ოჯახებში ახალშობილი ბავშვების მშობლების დასაჩუქრება;

სტუდენტთა სწავლის დაფინანსება;

უსინათლო სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემა;

მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებ-ლობის მქონე არამომუშავე ვეტერან და მარტოხელა უსინათლოებზე ფინანსური დახმარება.

წარმოდგენილი დახმარებისა და სასაჩუქრე ფინანსური პაკეტები, 2023 წლის მეორე ნახევრიდან „კავ-შირში“  დაგეგმილი აქტივობებიდან მიღებული დამატე-ბითი შემოსავლების შესაბამისად  გაიზრდება.

„კავშირი“ ხელს შეუწყობს უსინათლოებს უსაფრთ-ხოდ გადაადგილებაში; გაიზრდება უსინათლოთა გამცილებლების რაოდენობა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში; გაგრძელდება უსინათლოებისათვის თეთრი ხელჯოხების გადაცემის პროგრამა და აღმოიფხვრება ამ კუთხით არსებული ხარვეზები: შესაძლებელია სათანადო ადაპტური გარემოს  მოწყობის შესაბამისად განხორციელდეს გამცილებელი ძაღლის საპილოტე  პროექტი.  „კავშირი“ იზრუნებს, რომ უსი-ნათლოებმა შეისწავლონ და გადაადგილებაში დამხმარე საშუალებებად გამოიყენონ თანამედროვე სანავიგაციო პროგრამები. იგი იმუშავებს მუნიციპალურ ორგანოებთან და სტრუქტურებთან, რომ ტრანსპორტში დასაქმებული პერსონალი ინფორმირებული იყოს  უსინათლოთა საჭიროებებზე, დაინერგოს ავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების პრაქტიკა, დროულად მოხდეს უსი-ნათლოების ინფორმირება საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყების, დასრულების ან ამ კუთხით განხორციელებული ცვლილებების შესახებ. „კავშირი“ ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ დაიშვას შეღავათები უსინათლოებისთვის რკინიგზით მგზავრობაზე და მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობაზე მთელი საქართველოს მაშტაბით; შენარჩუნდეს და გაიზარდოს კომუნალური გადასახადების ფულადი კომპენსაცია; შენარჩუნდეს შეღავათიანი სატელეფონო ტარიფები და დაწესდეს შეღავათები ინტერნეტით სარგებლობაზე. „კავშირი“ აქტიურად იმუშავებს უსინათლოთა ჯანმრთე-ლობის დაცვის საკითხებზე. ის იზრუნებს, რომ დაფინანსდეს ასტიგმატიზმის კორექცია (განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში), კატარაქტისა და ბროლის გადანერგვის ოპერაციები, მხედველობის გასაუნმჯობესე-ბელი ლინზებისა და სათვალეების დანიშვნა, შერჩევა შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები. დაფინანსების კუთხით, გათვალისწინებული იქნება პირის სოციალური სტატუსი. დაბალშემოსავლიან უსინათლოებს გამოეყო-ფათ მეტი დაფინანსება. დაიდება ხელშეკრულებები მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკებთან და რეგულარულად ჩატარდება „კავშირის“  წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. განსაკუთრე-ბული ყურადღება დაეთმობა სხვადასხვა დაავადების სკრინინგს. საგანგებო ზრუნვის საგანი გახდება „კავშირის“  წევრების რეპროდუქციული ჯანმრთელობა. სამედიცინო კლინიკებთან თანამშრომლობით ამუშავ-დება „კავშირის“  წევრებისათვის: ორსულთა დახმარების, პედიატრიული, ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები.

დღეისათვის, ქალაქ თბილისში მერიის მიერ უსინათლო ბენეფიციარებისათვის დაწესებულ ე.წ. სამასლარიან ფინანსურ დახმარებას იღებენ უსინათლოები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000 (ასორმოცდაათ ათასს). „კავშირი“ აქტიურად იმუშავებს, რომ აღნიშნული დახმარების მიმღები უსინათლოების რაოდენობა გაიზარდოს და ფინანსური დახმარება თბილისის მერიიდან მიიღონ უსინათლოებმა, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა  200000 (ორასიათასს) არ აჭარბებს. ამასთანავე, „კავშირი“ იზრუნებს, რომ მსგავსი დახმარება მიეცეთ საქართველოს სხვა ქალაქებში (მუნიციპალიტეტებში) მცხოვრებ უსინათლოებს. აუცი-ლებელია მოწესრიგდეს ქვეყანაში უსინათლოთა აღრიცხვის საკითხი. ამ მიმართულებით საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა „კავშირსა“ და სახელმწიფო სტრუქტუ-რებს შორის. „კავშირი“ მკაფიოდ დააყენებს უსინათ-ლოებისათვის პენსიის მომატების საკითხს. განსაკუთ-რებული ყურადღება მიექცევა მნიშვნელოვნად გამოხა-ტული შეზღუდვის მქონე უსინათლოებისთვის პენსიის გაზრდის თემას. დღეისათვის მკვეთრად და მნიშვნე-ლოვნად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე პირები (მათ შორის უსინათლოებიც), რომელთა შემოსავალიც არ აჭარბებს წელიწადში (შესაბამისად) 6000 და 3000 ლარს, გათავისუფლებულნი არიან საშემოსავლო გადასახადიდან. „კავშირი“ იზრუნებს, რომ ეს ზღვარი გაიზარდოს.

უსინათლოთა ხელმოწერა არ არის ლეგიტიმურად ცნობილი. სახეზეა ადამიანის უფლებების უხეში დარ-ღვევა. „კავშირი“ აქტიურად იმუშავებს ამ პრობლემის მოგვარებისათვის. იზრუნებს საკანონმდებლო და აღმას-რულებელ სტრუქტურებში უსინათლოთა ინტერესების წარდგენისა და დაცვისათვის.

„კავშირის“  ეგიდით დაარსდება „სოციუმში უსინათ-ლოთა ინტეგრაციის მხარდაჭერის საერთაშორისო ცენტრი“ მისი ამოქმედების შემდგომ გაიზრდება „კავშირის“  შემოსავლები და „სუიმს ცენტრის“ ბაზაზე განხორციელდება უსინათლოთა მხარდამჭერი სარეაბი-ლიტაციო, სოციალური, თუ საგანმანათლებლო პროგრამები. მაგალითად, ბრაილის შრიფტის სწავლება, როგორც უსინათლოებისათვის, ასევე უსინათლო მოსწავლეების მასწავლებლებისათვის, მობილობა-ორი-ენტაციის ტრენინგები, არაფორმალური განათლების პროგრამები ზრდასრული უსინათლოებისათვის, საყო-ფაცხოვრებო უნარების განვითარების ტრენინგები ახლადდაუსინათლოებული ადამიანებისათვის, უსინათ-ლო ბავშვების მშობლებისათვის საგანმანათლებლო პროგრამები, მასაჟის სწავლება, პროფესიულ მომზადე-ბასთან დაკავშირებული კურსები, პროფესიული გადამზადება უსინათლოთა შესაძლებლობების შესაბამის სპეციალობებში, კომპიუტერული ხმოვანი  პროგრამების გამოყენების სწავლება და სხვა.

„სუიმს ცენტრი“ სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს უსინათლოებს თანამედროვე ტიფლო ტექნიკით. „კავშირი“ განახორციელებს მონიტორინგს უსინათლოთა განათლების სახელმწიფო პროგრამებზე. მისი პოლიტიკა, ამ მიმართულებით, შეიძენს აქტიურ და მიზანმიმართულ ხასიათს. იგი გახდება ინიციატორი მზრუნველთა საბჭოს შექმნის, რომელიც მომავალში, სახელმწიფოსთან ერთად, იზრუნებს202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა სკოლა-პანსიონის) გაძლიერებისათვის. „კავშირი“ გეგმაზომი-ერად დაუჭერს მხარს უსინათლოთა ინკლუზიას განათლების პროცესში. იგი ხელს შეუწყობს უსინათლოთა არაფორმალურ განათლებას, განახორცი-ელებს ზრდასრული უსინათლოებისათვის საგანმა-ნათლებლო პროგრამებს.

„საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრისთვის“  განკუთვნილი „კავშირის“  თანადაფინანსება  ცხადია შენარჩუნდება და მიღწეული დასახული პერსპექტივების შესაბამისად გა-იზრდება. „კავშირი“  ხელს შეუწყობს ცენტრს სახელ-მწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სახსრების მოზიდვაში. იგი გამოსცემს ყოველთვიურ ჟურნალს. ცენტრში ფუნქციონირებს თეატრალური წრე, ბიბლიოთეკა, მუშაობს წიგნებისა და ტექსტური მასალის გახმოვანების სტუდია. გაგრძელდება ჟურნალისა და სტუდიის მხარდაჭერა, განახლდება მათი ტექნიკური რესურსი. ხმის ჩამწერ სტუდიას დაემატება სათანადო ტექნიკური ბაზა, რომ უსინათლო მუსიკოსებს მიეცეთ შესაძლებლობა სტუდიურად ჩაწერონ სიმღერები თუ კომპოზიციები, ასევე ანსამბლებს მიეცემათ შესაძლე-ბლობა გამოუშვან მუსიკალური ალბომები. აღნიშნული სტუდია გახდება კულტურის ცენტრის შემოსავლის ერთერთი წყარო, სტუდია შესთავაზებს შოუ ბიზნესს მიმზიდველი ფასებით ზემოთ ხსენებულ სერვისს, ხოლო უსინათლო ხელოვანებისთვის მომსახურება იქნება უფასო. „კავშირი“ გაააქტიურებს მუშაობას საკუთარი ინტერნეტ და რადიო სიხშირეზე მომუშავე რადიო სადგურის დაარსებისათვის. იგი, შეძლებისამებრ, შეუწყობს ხელს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ „კავშირი“-ს წევრ უსინათლო ბავშვებს, ახალგაზრდებს, ზრდასრულებსა და ხანდაზმულ ვეტერანებს. შემოქმედებით და სპორტულ ასპარეზზე წარმატებულ უსინათლოს, ასევე „კავშირის“  ხანდაზმულ წევრს, რომლის ასაკიც აღემატება 75 წელს და მისი სოციალური სარეიტინგო ქულა არ აჭარბებს 70000,  მიეცემა საშუ-ალება, შერჩევის პრინციპით  შვიდი დღით, უსას-ყიდლოდ, დაისვენოს ციხისძირის კომპლექსში.

“კავშირის“  მართვის სტრუქტურა საწყის ეტაპზე ძირითადად უცვლელი იქნება. მას დაემატება, მხოლოდ უსინათლოთა ომბუცმენის აპარატი. 2022 წლის გან-მავლობაში განხორციელდება დაკვირვება ფილიალებისა და სტრუქტურული ერთეულების მუშაობაზე. დაკვირ-ვების შედეგად, დადგინდება ფილიალებისა და „კავშირი“-ს სხვა სტრუქტურული ერთეულების ოპტიმალური რაოდენობა. 2023 წლის მეორე ნახევრიდან  დაიწყება ფილიალების თავმჯდომარეების, მდივნების, მოადგილეების, „კავშირის“ სტრუქტურული ერთეულე-ბის ხელმძღვანელებისა და სხვა თანამშრომლების ხელფასების ეტაპობრივი ზრდა.  კავშირი და ფილიალები აღჭურვილ იქნება თანამედროვე ტექნიკით და ექნებათ სრულფასოვანი სამუშაო გარემო. რეგულარულად ჩატარდება თანამშრომლებისთვის ტრეინინგები კვალი-ფიკაციის ამაღლების, თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისა  და სამუშაო პროცესში ახალი სტანდარტების დანერგვის მიზნით. წარმატებული თანამშრომლები წახალისებულნი იქნებიან პრემიებით. „კავშირი“ შეეცდება წარმატებული საქმიანობით გაზარდოს საკუთარი წევრების რაოდენობა. ეს კი, იმის მაჩვენებელი იქნება, რომ გაიზარდა „კავშირისადმი“ საზოგადოების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და მესამე სექტორის ნდობა.

კარი 1

„კავშირის“  ეკონომიკური პერსპექტივები

1.1. ფინანსური გაძლიერება სოციალური პოლიტიკის გააქტიურებისათვის.

როცა საკითხი ეხება „კავშირის“  ფინანსურ, მატერიალურ, ზოგადეკონომიკურ მდგომარეობას, იქვე იგულისხმება მისი სოციალური პოლიტიკაც. ჰუმანიტა-რული მიზნების მქონე ისეთი ორგანიზაციის შემ-თხვევაში, როგორიცაა „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“ ეკონომიკური, სტრუქტურული, თუ ყველა სხვა სახის განვითარებისაკენ გადადგმული ნაბიჯი, უპირვე-ლეს ყოვლისა, ემსახურება მისი წევრებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა უსინათლო ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუნმჯობესებას. ამრიგად, მისი ეკონომიკური საქმიანობის უმთავრესი მიზანი „კავშირის“  სოციალური პოლიტიკის გააქტიურება გახლავთ.

1.2. „კავშირის“  ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები.

ისტორიულად „საქართველოს უსინათლოთა საზო-გადოება“, რომლის მემკვიდრეც გახლავთ „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“ საკმაოდ მდიდარი ორგანიზაცია იყო. სხვადასხვა მიზეზთა გამო, მისი ქონების მნიშვ-ნელოვანი წილი განადგურდა ან „კავშირის“  საკუთრებას აღარ წარმოადგენს. „კავშირის“  იურისდიქციის ფარ-გლებს გარეთ დარჩენილი ქონების დაბრუნებისა და დაკანონებისათვის, მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ამ კუთხით, ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება. დღეისათვის, „კავშირის“  ფინანსური მდგომარეობა ძირითადად, იმ ქონებაზეა დამყარებული, რომელსაც იგი განაგებს და ფლობს (სხვადასხვა იურიდიული ფორმით). მისი შემოსავლების უმთავრესი წილი, ამ ქონების იჯარით გაცემის ან რომელიმე სხვა ფორმით განკარგვის შედეგად მიიღება. „კავშირის“  ქონება ექვემდებარება ცვეთას. ასევე, გარკვეულ მიზეზთა გამო, წლიდან- წლამდე, მცირდება მისი ღირებულება და მოცულობა. შესაბამისად, იკლებს „კავშირის“  შემოსავა-ლიც. მოსალოდნელია, რომ შემოსავლების კლება შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდეს. ამგვარი არასახარბი-ელო პერსპექტივა კი, უთუოდ უარყოფით გავლენას მოახდენს „კავშირის“  მდგრადობაზე და შემდგომ განვითარებაზე. ასეთი საფრთხის არიდებისათვის საჭიროა:

ა) დაფინანსების დამატებითი წყაროების მოძიება და ახალი შესაძლებლობებით სარგებლობა.

ბ) „კავშირის“  ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა, გამოყენება და განკარგვა იმ უკვე აპრობირებულ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებიც წლების განმავლობაში იძლევა შედეგებს.

1.3. ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობები.

დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძი-ებისა და ახალი შესაძლებლობებით სარგებლის მიღებისათვის, აუცილებელია „კავშირმა“  გააფართოოს  მისი საქმიანი კონტაქტების არეალი. მომდევნო წლების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობები დამყარდება ევროპასა, თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებულ უსინათლოთა ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან და ფედერაციებთან. „კავშირი“ გაწევრიანდება მსგავსი პროფილის ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზა-ციებში. აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერი ხელმისაწვდომი ფორმატით გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში. ამაღლდება მისი ცნობადობა, რაც ხელს შეუწყობს მისი ეკონომიკური, თუ სხვა სახის კონტაქტების გაფართოებას. „კავშირს“  გააჩნია შესაბამისი პოტენციალი, ჰყოფნის ადამიანური და ინტელექტური  რესურსი იმისათვის, რომ უფრო საქმიანი, მჭიდრო და სასარგებლო ურთიერთობები იქონიოს სხვა ქვეყნებში არსებულ უსინათლოთა ორგანიზაციებთან, მათთან თანამშრომლობით, ან დამოუკიდებლად, იგი მოამზა-დებს და განახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებს, რომლებიც გააუმჯობესებს „კავშირის“  საერთო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, გაზრდის პროექტებში დასაქმებული „კავშირის“  წევრების შემოსავლებს, გაჩ-ნდება ახალი მოტივაცია „კავშირი“-სა და მისი წევრების შემდგომი განვითარებისათვის. „კავშირის“  წევრებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ პროექტები და თავად გახდნენ მათი მენეჯერები. ორგანიზაცია აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან.

1.4. სოციალური საწარმოები, როგორც უსინათლოთა დასაქმების შესაძლებლობა.

მეტი ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხს, როგორიცაა სოციალური საწარმოები. ეს გახლავთ უსინათლოების დასაქმებისა და პროფესიული მომზადების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. არის ძალიან კარგი პერსპექტივები უსინათლოთა უნარებთან თავსებადი სოციალური საწარმოების შექმნისათვის. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, შეიქმნება და იმუშავებს რამდენიმე სოციალური საწარმო. ამ წარმოებებში დასაქმებულნი იქნებიან უსინათლოები. გარდა ამისა, წარმოებაში დამზადებული პროდუქციის გარკვეული ნაწილის რეალიზების შედეგად მიღებული სახსრები შეიძლება გამოყენებული იქნას „კავშირის“  სოციალური და ჰუმანიტარული საქმიანობისათვის.

1.5. კვოტირების პრინციპით შშმ პირთა დასაქმების მხარდაჭერა.

მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში შშმ პირთა შორის უმუშევრობის დაძლევისა და ამ კატეგორიის მოქალაქეთა სოციალიზაციის მიზნით, საკანონმდებლო დონეზეა მხარდაჭერილი მათი კვოტირების პრინციპით დასაქმების საკითხი. კვოტის პროცენტული მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. საქართველოს სინამდვილეში მიზანშეწონილად გვესახება შშმ პირთა დასაქმებისათვის 3 პროცენტიანი კვოტის შემოღება. „კავშირი“ კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოში შშმ პირთა კვოტირების პრინციპით დასაქმების იდეის განხორციელებას.

1.6. პროფილური ტურიზმი „კავშირი“-ს ეკონომიკური მდგრადობისათვის.

საერთაშორისო კონტაქტების გაფართოვება, მსოფლიოს ქვეყნებში არსებულ უსინათლოთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გააქტიურება, სხვა გაუნმჯობესებებთან ერთად, ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც შექმნის „კავშირის“  გაძლიერებისათვის. საქართველოს ტურისტული პოტენციალი, „კავშირის“  ინფრასტრუქტურა, ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე არსებული უცხოელთათვის მიმზიდველი ფასები, უსინათლოთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ყოველივე ეს, კომპლექსში, აჩენს იმის პერსპექტივას, რომ „კავშირმა“  გამოიყენოს ახალი შესაძლებლობები, მოიზიდოს უსინათლო ტურისტები და საკუთარ ბაზაზე განავითაროს პროფილური ტურიზმი. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, „კავშირის“  შემოსავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ გადაიქცევა ციხის ძირის დასასვენებელი კომპლექსი. იქ არსებულ იმფრასტრუქტურას დაემატება უნივერსალური დიზაინის და გონივრული მისადაგების პრინციპებზე დამყარებული გაუნმჯობესებები. ამგვარად, ეს კომპლექსი მეტად ადაპტური  გახდება უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების საჭიროებების შესაბამისად. ამ თვალსაზრისით, იგი მიუახლოვდება თანამედროვე სტანდარტებს. შეიქმნება პირობები იმისათვის, რომ აქ დაისვენონ უცხოელმა უსინათლო ტურისტებმა. მოხდება მისი საკურორტო-სარელაქსაციო  პოტენციალის რეკლამირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ უსინათლოთა თემებში. ციხისძირის საკურორტო პოტენციალის ცნობადობის გაზრდა, სხვა ღონისძიებებთან ერთად, თანდათანობით მოიზიდავს უცხოელ უსინათლო დამსვენებლებს. ციხისძირის სარელაქსაციო კომპლექსი გამოყენებული იქნება იმისათვისაც, რომ აქ, სხვადასხვა ორგანიზაციებს, შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემთხვევაში, მიეცემათ ტრენინგების, კონფერენციებისა დასხვა საჯარო ღონისძიებების ჩატარების საშუალება. გარდა ამისა დაინერგება ინტეგრირებული ბანაკების პრაქტიკა.

ამგვარი მიდგომით, გაიზრდება „კავშირის“  შემოსავლები. „კავშირის“  წევრი უსინათლოებისათვის ციხისძირში დასვენების ღირებულება კიდევ უფრო შემცირდება. მოიმატებს ამ კუთხით გათვალისწინებული შეღავათების რაოდენობა. მსგავსი მიდგომით, შემდგომში, გამოცოცხლდება, განაშენიანდება და შემოსავლების მომტანი გახდება „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“  კუთვნილი ბახმაროში მდებარე სარელაქსაციო ზონა.

1.7. უსინათლოთა მხარდაჭერა საფინანსო-საბანკო სექტორთან ურთიერთობაში.

ქვეყნის მაშტაბით, საჭიროა გააქტიურდეს მუშაობა უსინათლოთა ეკონომიკური ინტერესების დაცვისათვის. ამ მხრივ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე არსებობს დაგროვილი გამოცდილება. საჭიროა მისი გადმოტანა და ადაპტირება საქართველოში არსებულ რეალობასთან. არის შესაძლებლობები, რომ ორგანიზაციული კუთხით, მხარდაჭერილი იქნას უსინათლო ქალთა სამეწარმეო საქმიანობა. ამისათვის აუცილებელია გააქტიურდეს თანამშრომლობა საზღვარგარეთ არსებულ უსინათლოთა ორგანიზაციებთან. „კავშირი“ მეტ ძალისხმევას გაიღებს იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს უსინათლო მოქალაქეების სამეწარმეო საქმიანობით დაკავების საკითხს და გაითვალისწინოს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის პროგრამებში უსინათლო მეწარმეთა ინტერესებიც. ამ კატეგორიის პირთა ბიზნეს სესხებზე, სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების (ე.წ. სტარტაპის) პროგრამებზე და სხვა საბანკო პროდუქტებზე მისაწვდომობის ხარისხის ამაღლების მიზნით, „კავშირი“ როგორც ორგანიზაცია, აქტიურად ითანამშრომლებს ბანკებთან და ფინანსურ სტრუქტურებთან. საბანკო სექტორს მიაწვდის საგანმანათლებლო ხასიათის ინფორმაციას ზოგადად უსინათლოთა შესაძლებლობებისა და უნარების შესახებ. „კავშირი“ აქტიურად დაუჭერს მხარს, საბანკო სექტორთან პროცედურულ ურთიერთობაში, მის სტრუქტურაში გაწევრიანებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. გახდება უსინათლოთა კანონიერი ინტერესების დამცველი და მხარდამჭერი საბანკო სექტორთან მათ ურთიერთობაში.

1.8. „კავშირის“  წევრების სამეწარმეო საქმიანობის წახალისებისათვის.

ბოლო წლების განმავლობაში „კავშირი“ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებდა მისი წევრების სამეწარმეო საქმიანობის მხარდასაჭერად. იგი შემდგომშიც განაგრძობს მისი ფიზიკური და იურიდიული წევრების ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას, უპროცენტო  სესხის პროგრამით. ამ მიმართულებით გაიზრდება დაფინანსება. შესთავაზებს ექსპერტულ მომსახურებას უსინათლო მსესხებლებს. დაეხმარება მათ ბიზნეს იდეების დახვეწასა და მარკეტინგულ ანალიზში. ამისთვის, საჭირო შემთხვევებში, გარკვეული ვადით, „კავშირი“ დაიქირავებს შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებს, რომლებიც დაეხმარებიან მსესხებელ ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირებს რისკების შეფასებაში და გამსესხებელს „საქართველოს უსინათლოთა კავშირს“  წარმოუდგენენ დასკვნას სესხის გაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე. ამგვარი მიდგომით, მსესხებელი და გამსესხებელი თავიდან აირიდებს გაუმართლებელ რისკებსა და საფრთხეებს.

1.9. „სოციუმში უსინათლოთა ინტეგრაციის მხარდაჭერის საერთაშორისო ცენტრი“, როგორც „კავშირის“  ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი კომპონენტი.

„კავშირი“ ქვეყნის საზოგადოებას, უსინათლოთა თემს შესთავაზებს საქართველოში „სოციუმში უსინათ-ლოთა ინტეგრაციის მხარდაჭერის საერთაშორისო ცენტრის“ დაფუძნების იდეას. იგი ამ იდეას წარუდგენს, აგრეთვე საქართველოს შესაბამის სამთავრობო სტრუქ-ტურებს. იდეის განხორციელების მიზნით, ითან-ამშრომლებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან. „კავშირი“ გახდება „სოციუმში უსინათლოთა ინტეგრაციის მხარდაჭერის საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი. „სუიმს ცენტრის“ სოციალური და საგანმანათლებლო დატვირთვის შესახებ მსჯელობა ქვემოთ იქნება. აქ კი, მოკლედ გახლავთ წარმოდგენილი მისი შექმნის მექანიზმები და მოსალოდნელი ეკონო-მიკური სარგებელი. თბილისის არეალში შეირჩევა „კავშირის“  კუთვნილი შესაფერისი ტერიტორია, ნაგებო-ბითურთ. სავარაუდოდ, ორი კალენდარული წლის განმავლობაში ან უფრო ნაკლებ დროში. შერჩეული ობიექტი მომზადდება „სუიმს ცენტრის“ ფუნქციონი-რებისათვის. პარალელურად, ჩატარდება სპეციალის-ტების შერჩევასთან და მათი პროფესიული დონის ამაღლებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. „სუიმს ცენტრი“ იფუნქციონირებს, როგორც „კავშირის“  სტრუქ-ტურული ერთეული. მისი მმართველი ორგანო იქნება „კავშირის“  გამგეობა. არსებობს ამგვარი ცენტრების შექმნის თვალსაზრისით, თანამშრომლობის საერთაშო-რისო პრაქტიკის“ გამოცდილება. „სუიმს ცენტრი“ შესთავაზებს სხვადასხვა სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ უსინათლოებს. ადგილობრივი უსინათლოთა თემის წარმომადგენლები-სათვის მომსახურების მიღება უფასო იქნება. პროგრა-მებში მათ მონაწილეობას დააფინანსებს სახელმწიფო და  „კავშირი“. ხოლო სხვა ქვეყნების მოქალათე უსინათ-ლოები მომსახურებისთვის გადაიხდიან შესაბამის თანხას. ცენტრი შედარებით მიმზიდველი ფასებითა და შემოქმედებითი კუთხით მოახდენს მოსაზღვრე ქვეყნებიდან  ბენეფიციარების დაინტერესებას, საქართვე-ლოში სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი ანაზღაურებით. საშუალოვადიან პერსპექტივაში „სუიმს ცენტრი“ გაზრდის „კავშირის“  შემოსავალს აღნიშნული ბენეფი-ტების მეშვეობით.

კარი 2

კავშირის“ სოციალური პოლიტიკა

2.1. არსებული სოციალური ფინანსური დახმარებების პაკეტები, მათი შენარჩუნება და გაზრდის პერსპექტივები.

„კავშირი“ მოწოდებულია დაიცვას უსინათლოთა უფლებები, მათი კანონიერი ინტერესები და იზრუნოს ამ კატეგორიის პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმ-ჯობესებისათვის. მისი არცთუ ხანმოკლე ისტორიის განმავლობაში, ის (მეტ-ნაკლები წარმატებით) ასრულებ-და ამ კუთხით აღებულ პასუხისმგებლობას და ვალდე-ბულებებს. ბევრი რამ შესანარჩუნებელია წარსული გამოცდილებიდან და ამასთანავე, აუცილებელია თანამედროვე გამოწვევების მიღება. შემდგომშიც გაგრ-ძელდება და სწორი  მენეჯმენტით მოხდება არსებული მნიშვნელოვანი სოციალური დახმარების შემდეგი პროგრამების განვითარება:

მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ ოჯახების 18 წლამდე ასაკის შვილებზე ყოველთვიური დახმარება;

ახლადდაქორწინებული ოჯახების დასაჩუქრება;

უსინათლოთა ოჯახებში ახალშობილი ბავშვების მშობ-ლების დასაჩუქრება;

სტუდენტთა სწავლის დაფინანსება;

უსინათლო სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემა;

მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებ-ლობის მქონე არამომუშავე ვეტერან და მარტოხელა უსინათლოებზე ფინანსური დახმარება.

როგორც აღვნიშნეთ, გაგრძელდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სოციალური პროგრამა.  გარდა ამისა, წარმოდგენილი დახმარებისა და სასაჩუქრე ფინანსური პაკეტები, 2023 წლის მეორე ნახევრიდან  „კავშირის“  ბიუჯეტის მატების შესაბამისად გაიზრდება. ამგვარი პროგნოზის საფუძველს იძლევა ის ეკონომიკური გათვლები, რომელთა მიხედვითაც 2023 წლის  მეორე ნახევრიდან „კავშირის“  შემოსავალი მოიმატებს.

2.2. უსინათლოთა მობილობის  ხელშეწყობა გამცილებელი ასისტენტის დახმარებით.

ცხოვრების რიტმი  აჩქარდა. უსინათლო ადამიანებს მოეთხოვებათ მეტი მობილურობა იმისთვის, რომ ფეხი აუწყონ ცხოვრებას, ჰქონდეთ სივრცეში გადაადგილების მეტი შესაძლებლობა და უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები. უსინათლო ადამიანის უმთავრესი პრობლე-მა დამოუკიდებლად გადაადგილებაში შეზღუდვა გახლავთ. ეს გარემოება, რომ მათთვის ნაკლებად დამაბრკოლებელი იყოს, სხვა მხარდაჭერასთან ერთად, საჭიროა მათ მიეცეთ საშუალება ისარგებლონ ისეთი დახმარებით, როგორიცაა გამცილებელი ასისტენტი. დღეისათვის, თბილისში მუშაობს მსგავსი ხელშეწყობის პროგრამა, მაგრამ იგი არაა საკმარისი. აუცილებელია გამცილებელი ასისტენტების შტატის გაზრდა. ამ კუთხით, უკვე 2022 წლის დასაწყისიდან შესაძლებელი გახდება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. სახელმწიფოსთან, საქართველოს საპატრიარქოსთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, გაიზრდება გამცილებელი ასისტენტების რაოდენობა თბილისში. გარდა ამისა, საქართველოს სხვა დიდ ქალა-ქებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან პარტნიორო-ბით, შეიქმნება, დაფინანსდება და ამუშავდება უსინათლოთა მობილობის ხელშემწყობი პროგრამები. ასევე, მოცემული მიმართულებით, გამოყენებული იქნება მოხალისეთა ადამიანური რესურსი. არიან ადამიანები და მათი რაოდენობა არცთუ ცოტაა, რომლებიც თავისი დროის გარკვეულ ნაწილს დაუთმობენ იმას, რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, საჭირო შემ-თხვევებში, გახდნენ უსინათლოს გამცილებელი ასის-ტენტები. „კავშირი“ ხელს შეუწყობს უსინათლოთა თემთან მათი დაახლოების პროცესს. მოხალისე გამცილებელ ასისტენტებს მიეცემათ ინფორმაცია უსინათლოებთან ქცევის ეტიკეტის შესახებ და ასევე- ინსტრუქცია უსინათლოსთან ერთად უსაფრთხო გადაადგილების თაობაზე. მათთან იმუშავებენ შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტები, რომელთა დახმარებითაც ისინი შეისწავლიან უსინათლოსთან ერთად გადაადგილების ტექნიკას. ამრიგად, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, 2022 წლიდან, თანდათანობით, გაიზრდება გამცილებელი ასისტენტების რაოდენობადა უსინათლოებს ექნებათ სივრცეში უსაფრთხოდ გადაადგილების მეტი შესაძ-ლებლობა. გარდა ამისა, „კავშირი“ იმუშავებს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების შემსწავლელი პროგრამების სტუდენტებს მოეთხოვებოდეთ მსგავსი პროფილის მქონე ორგანიზაციებსა თუ დაწესებულებებში პრაქტიკების გავლა და მოხალისეობრივი საქმიანობა, რაც ხელს შეუწყობს უსინათლოთა ინტეგრაციას საზო-გადოებაში.

2.3. დამხმარე საშუალებები უსინათლოთა გადაად-გილებისათვის.

უსინათლოთა გადაადგილების ერთ-ერთ პოპულარულ დამხმარე საშუალებად, მსოფლიოში და ასევე – საქართველოშიც, დღეისათვის თეთრი ხელჯოხი რჩება. თეთრი ხელჯოხით უსინათლოებს საქართველოში სახელმწიფო უზრუნველყოფს. ის, რომ უსინათლოებს ხელჯოხის მიღების საშუალება აქვთ, მისასალმებელია, მაგრამ გვხვდება ტექნიკური ხასიათის ხარვეზებიც. კერძოთ, ხელჯოხი ზოგჯერ არ შეესაბამება ტექნიკური მონაცემებით დანიშნულებას. „კავშირი“ მეტ ყურადღებას მიაქცევს ამ გარემოებას და შეეცდება აღმოფხვრას ხარვეზები.  შემდგომში„სუიმს ცენტრი“თავად გახდება უსინათლოებისათვის ხელჯოხებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ძირითადი მიმწოდებელი. გადაადგი-ლებაში კიდევ ერთი დამხმარე საშუალება უსინათლო-ებისათვის არის გამცილებელი ძაღლი. მსოფლიოში სულ უფრო ნაკლები უსინათლო იყენებს ამგვარ საშუალებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ საქართველოში, უსინათლოთა თემში, იქნება ამ საკითხით დაინტერესება, რა თქმა უნდა შესაბამისი ადაპტური გარემოს არსებობის შემთხვევაში,  „კავშირი“ იმუშავებს ამ მიმართულებით. სულ უფრო მეტი უსინათლო იყენებს გადაადგილებაში დამხმარე საშუალებებად თანამედროვე სანავიგაციო პროგრამებსა და მათთან დაკავშირებულ გაჯეტებს. ხმარებაში შემოდის სანავიგაციო პროგრამების უსინათლოთა საჭიროებებზე მორგებული ვერსიები. „კავშირი“ იზრუნებს იმისათვის, რომ უსინათლოებმა შეისწავლონ და გადაადგილებაში დამხმარე საშუა-ლებებად გამოიყენონ თანამედროვე სანავიგაციო პროგ-რამები. „კავშირი“ იმუშავებს მუნიციპალურ ორგანო-ებთან და სტრუქტურებთან, რომ ტრანსპორტში დასაქ-მებული პერსონალი ინფორმირებული იყოს უსინათ-ლოთა საჭიროებებზე, დაინერგოს ავტობუსებში გაჩე-რებების გამოცხადების პრაქტიკა, გახმოვანდეს ტაბლო-ები,  დროულად მოხდეს უსინათლოების ინფორმირება საგზაო-იმფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყების, დასრულების ან ამ კუთხით განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

2.4. შეღავათები უსინათლოებისთვის ტრანსპორტზე, ინტერნეტზე, კომუნალურ გადასახადებზე.

გარკვეული შეღავათები უსინათლოებისათვის ტრანსპორტით სარგებლობაზე თბილისში, შეღავათიანი ტარიფები ტელეფონით სარგებლობაზე, კომუნალური გადასახადების კომპენსაცია საქართველოს ზოგ ქალა-ქებში და სხვა, ამჟამადაც არსებობს, რაშიც უდაოდ მნიშვნელოვანია „კავშირის“  წვლილი. ამგვარი შეღავათები შემდგომშიც შენარჩუნდება და გაიზრდება. „კავშირი“ ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ დაიშვას შეღავათები უსინათლოებისთვის რკინიგზით მგზავ-რობაზე და მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებ-ლობაზე მთელი საქართველოს მასშტაბით; შენარჩუნდეს და გაიზარდოს კომუნალური გადასახადების ფულადი კომპენსაცია; შენარჩუნდეს შეღავათიანი სატელეფონო ტარიფები და დაწესდეს შეღავათები ინტერნეტით სარგებლობაზე. ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა შესაბამის სტრუქტურებთან და კომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოც-დილება და ახალი საქმიანი კონტაქტები.

2.5. შეღავათები „კავშირის“  წევრების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.

უსინათლოთა ჯანმრთელობის უმთავრესი პრობლემა, თავისთავად ცხადია, მხედველობის არ ქონა ან შეზღუდვა გახლავთ. „კავშირის“  პრიორიტეტი იქნება მისი წევრებისათვის, აგრეთვე უსინათლოთა თემის, სხვა წარმომადგენლებისათვის, მათი მხედველობის შენარ-ჩუნების ან აღდგენის საქმეში ორგანიზაციული დახმარების გაწევა. „კავშირი“ შემდგომში იზრუნებს იმისათვის, რომ დღეისათვის არსებულ,  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, როგორებიცაა:  თვალის პროთეზირება, თვალის ზოგიერთი სახის ოპერაციები და სხვა. დაემატოს შემდეგი სახის პროგრამების დაფინანსება: ასტიგმატიზმის კორექცია (განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში), კატარაქტისა და ბროლის გადანერგვის ოპერაციები, მხედველობის გასაუნმჯობესებელი ლინზებისა და სათვალეების დანიშვნა, შერჩევა შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები. დაფინანსების კუთხით, გათვალისწინებული იქნება პირის სოციალური სტატუსი. დაბალშემოსავლიან უსინათლოებს გამოეყოფათ მეტი დაფინანსება. დაიდება ხელშეკრულებები მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკებთან და რეგულარულად ჩატარდება „კავშირის“  წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სხვადასხვა დაავადების სკრინინგს. საგანგებო ზრუნვის საგანი გახდება „კავშირის“  წევრების რეპროდუქციული ჯან-მრთელობა. სამედიცინო კლინიკებთან თანამშრომლობით ამუშავდება „კავშირის“  წევრებისათვის: ორსულთა დახმარების, პედიატრიული, ხანდაზმულთა ჯანმრთე-ლობის დაცვის პროგრამები. პერიოდულად ჩნდება შესაძლებლობები, რომ გარკვეული სახის პროგრამებში ჩაერთონ უსინათლოები. „კავშირი“ იზრუნებს ასეთი შესაძლებლობების გამოყენებისათვის. გარდა ამისა, „კავშირი“ დააფუძნებს ფონდს, სადაც შემოწირულობის სახით შემოვა სახსრები, რომელთა მეშვეობითაც დაფინანსდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და სხვა.

2.6. ზრუნვა უსინათლოებისათვის სახელმწიფო ფინანსური სოციალური დახმარების შენარჩუნებისა და ზრდისათვის.

დღეისათვის, ქალაქ თბილისში მერიის მიერ უსინათლო ბენეფიციარებისათვის დაწესებულ ე.წ. სამას-ლარიან ფინანსურ დახმარებას იღებენ უსინათლოები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000 (ასორმოცდაათ ათასს). „კავშირი“ აქტიურად იმუშავებს, რომ აღნიშნული დახმარების მიმღები უსინათლოების რაოდენობა გაიზარდოს და ფინანსური დახმარება თბილისის მერიიდან მიიღონ უსინათლოებმა, რომელთასოციალური სარეიტინგო ქულა  200000 (ორასიათასს) არ აჭარბებს. ამასთანავე, „კავშირი“ იზრუნებს, რომ მსგავსი დახმარება მიეცეთ საქართველოს სხვა ქალაქებში (მუნიციპალიტეტებში) მცხოვრებ უსინათლოებს. აუცილებელია მოწესრიგდეს ქვეყანაში უსინათლოთა აღრიცხვის საკითხი. ამ მიმართულებით საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა „კავშირსა“ და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის პროცესის დაწყების თანავე, 2021 წლის შემოდგომიდან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე, „კავშირი“ მკაფიოდ დააყენებს უსინათლოებისათვის პენსიის მომატების საკითხს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე უსინათლოებისთვის პენსიის გაზრდის თემას. დღეისათვის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატუ-ლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომელთა წლიური შემოსავალიც არ აღემატება (შესაბამისად) 6000 და 3000 ლარს, გათავისუფლებულნი არიან საშემოსავლო გადასახადისგან.  „კავშირი“ იზრუ-ნებს ამ ზღვარის გაზრდისათვის.

2.7. უსინათლოთა უფლებების დაცვა (ამ კატეგორიის პირთა ხელმოწერასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისათვის ზრუნვა).

უსინათლო ადამიანებთან საუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ მათ პროცედურული და ტექნიკური ხასიათის მწვავე პრობლემები აქვთ საბანკო სექტორთან, ნოტარიუსებთან, მართმსაჯულების სისტემასთან და სხვა სახის სახელმწიფო, თუ საზოგადოებრივ ორგანიზა-ციებთან ურთიერთობაში. ეს პრობლემები ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ უსინათლო ადამიანს არ შეუძლია გაეცნოს მისთვის წარდგენილ წერილობით დოკუმენტს და ლეგიტიმურად არ მიიჩნევა უსინათლო პირის მიერ განხორციელებული ხელმოწერა. ამგვარად, სახეზეა ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა. „კავშირი“ უსათუოდ გაააქტიურებს მუშაობას იმისათვის, რომ გადაიჭრას უსინათლოთა ხელმოწერის აღიარების შემაფერხებელი ტექნიკური, თუ იურიდიული პრობ-ლემები და უსინათლო ადამიანს მიეცეს საკუთარი ხელმოწერის ლეგიტიმურად გამოყენების საშუალება. ზემოთ ნაჩვენები პრობლემების მოგვარებისათვის, „კავშირის“  ორგანიზაციულ სტრუქტურას დაემატება უსინათლოთა ომბუცმენის აპარატი. ომბუცმენი და მისი აპარატი დაეხმარება უსინათლო ადამიანს საბანკო სექტორთან, ნოტარიუსის სამსახურთან, აგრეთვე სხვა საჯარო, სახელმწიფო, თუ საზოგადოებრივ ორგანიზა-ციებთან პროცედურულ ურთიერთობებში. გაუწევს მათ, როგორც ზეპირ, ასევე წერილობით კონსულტაციებს, დაეხმარება დოკუმენტების წაკითხვასა და განმარტებაში, საჭიროების შემთხვევაში, პროცედურულ საკითხებში ჩაერთვება, როგორც უსინათლო ადამიანის ინტერესების, დამცველი მხარე.

2.8. უსინათლოთა თემის ინტერესების ლობირება საკანონმდებლო დონეზე.

ზოგადად, შესაძლებლობების შეზღუდვის თვალ-საზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია უსინათლოთა თემი. ასეა მთელ მსოფლიოში და ასეა საქართველოშიც. ეკონომიკურად დაწინაურებულ და არცთუ ისე მდიდარ ქვეყნებშიც, უსინათლოთა პრობლემების შემსუბუქების კუთხით, უკვე იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამ მიმართულებით, მცირე წინსვლა გვაქვს საქართველოშიც, მაგრამ საერთო მდგომარეობაზე ეს პოზიტიურ გავლენას ვერ ახდენს. 2022 წლიდან „კავშირი“ იმუშავებს იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტში, მის შესაბამის კომიტეტებში, ჰყავდეს უსინათლოთა ინტერესების დამცველი დეპუტატები. კავშირის“  საქმიანობა ამ მიმართულებით იქნება თანმიმდევრული და აქტიური. მას არ მიეცემა წერტილოვანი ხასიათი, როცა პრობლემების ლოკალურ დონეზე გადაწყვეტისათვის პერიოდულად, ტარდება შეხვედრები რომელიმე დეპუტატთან. მისი მუშაობა გახდება პერმანენტული ხასიათის. „კავშირი“ კომპლექ-სურად მიუდგება საკითხს. იგი საკანონმდებლო დონეზე შეეცდება უსინათლოებისათვის საჭირო ცვლილებების განხორციელებას და ამ საქმეში ითანამშრომლებს მისი ინტერესების დამცველ დეპუტატებთან. წინასწარ შერჩეულ პარლამენტარებს მიეწოდებათ მასალები საქართველოში უსინათლოთა ცხოვრების, რეალური სოციალური მდგომარეობის, ამ კატეგორიის პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების, მათი შესაძლებლობებისა და უნარების შესახებ. ამგვარი მიდგომით, გაცილებით უფრო შედეგიანი გახდება უსინათლოთა ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად მიმართული ძალისხმევა. აღნიშნული  თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე უსინათლოს წარდგენა პარლამენტში, როგორც უსინათლოთა ლობისტი.

2.9. „სოციუმში უსინათლოთა ინტეგრაციის მხარდაჭერის საერთაშორისო ცენტრი“.

„სოციუმში უსინათლოთა ინტეგრაციის მხარდაჭერის საერთაშორისო ცენტრის“ შესახებ, მისი ეკონომიკური სარგებლიანობის თვალსაზრისით, ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ახლა კი, გაგაცნობთ ამ ცენტრის უმთავრეს მიზანსა და დანიშნულებას.

საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში,  ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები, რომელთა მეშვეობითაც წარმოებს უსინათლოთა მობილობის მხარდამჭერი სპეციალისტების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, ბრაილის შრიფტს ასწავლიან იმ მასწავლებლებსა და სპეც. პედაგოგებს, რომლებიც საჯარო სკოლებში მუშაობენ უსინათლო და მხედველობის შეზღუდვის მქონე მოსწავლეებთან, უსინათლოთა საჭიროებების შესაბამისად, ხდება სახელმწიფო სტრუქტურების ვებგვერდების გახმოვანება-ადაპტაცია. ყოველივე ეს მისასალმებელია, მაგრამ შეინიშნება ერთი უმნიშვნელოვანესი ხარვეზი. კერძოდ, ის, რომ მიდგომა არ ატარებს სისტემურ ხასიათს. ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სახის მხარდაჭერის შეთავაზება და განხორციელება, რომელიმე პერსონის, სამთავრობო ან არასამთავრობო სტრუქტურების მესვეურების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. უსინათლოთა მხარდამჭერ პროგრამებს ამზადებენ და ახორციელებენ სხვადასხვა სამინისტროები და არასამთავრობო ორგანიზაციები. „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“ ამ კუთხით, არცთუ იშვიათად, პროცესებს მიღმა რჩება. სწორედ ამგვარი არასახარბიელო ვითარების გამოსასწორებლად, „კავშირის“  ეგიდით, შეიქმნება სტრუქტურა, რომელიც უსინათლო მოქალაქეების მხარდამჭერ, სარეაბილი- ტაციო, სოციალურ, თუ საგანმანათლებლო პროგრამებს მიზანმიმართულ და გეგმაზომიერ ხასიათს მისცემს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, უსინათლოთა ორგა-ნიზაციები, უმეტეს შემთხვევაში, თავად ახორციელებენ მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებთან დაკავშირებულ მხარდამჭერ პროგრამებს. ზოგ შემთხვევაში, უსინათლოთა ორგანიზაციები არიან ამგვარი პროგრამების დამკვეთები. ისინი კოორდინაციას უწევენ სამთავრობო სტრუქტურების ან არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებულ უსინათლოთა მხარდამჭერ პროგრამებს. ახორციელებენ მონიტორინგს ლოკალურ, მუნიციპალურ, თუ ცენტრალიზებულ პროგრამებზე. „საქართველოს უსინათლოთა კავშირმა“ აუცილებლად უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ჩვენს ქვეყანაში, თანდათანობით, იგი უნდა გახდეს უსინათლოთა მხარდამჭერი პროგრამების ძირითადი განმახორციელებელი, დამკვეთი და კოორდინატორი. ამ მიზნით, დაიწყება მუშაობა და „კავშირის“  ეგიდით, შეიქმნება „სოციუმში უსინათლოთა ინტეგრაციის მხარდაჭერის საერთაშორისო ცენტრი“. მისი შექმნის მექანიზმებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. „სუიმს ცენტრის“ ბაზაზე განხორციელდება უსინათლოთა მხარდამჭერი სარეაბილიტაციო, სოციალური, თუ საგანმანათლებლო პროგრამები. მაგალითად, ბრაილის შრიფტის სწავლება, როგორც უსინათლოებისათვის, ასევე უსინათლო მოსწავლეების მასწავლებლებისათვის, მობილობა-ორიენტაციის ტრენინგები, არაფორმალური განათლების პროგრამები ზრდასრული უსინათლოე-ბისათვის, საყოფაცხოვრებო უნარების განვითარების ტრენინგები ახლადდაუსინათლოებული ადამიანებისათ-ვის, უსინათლო ბავშვების მშობლებისათვის საგან-მანათლებლო პროგრამები, პრეპროფესიულ მომზადებასთან დაკავშირებული კურსები, მასაჟის სწავლება შესაბამის კლინიკებში დასაქმებისა და ზოგადად უსინათლო მასაჟისტების პრაქტიკის დანერგვის მიზნით, პროფესიული გადამზადება უსინათლოთა შესაძლებლობების შესაბამის სპეციალო-ბებში, კომპიუტერული ხმოვანი პროგრამების გამოყე-ნების სწავლება და სხვა. „სუიმს ცენტრი“ სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს უსინათლოებს თანამედროვე ტიფლო ტექნიკით. „სუიმს ცენტრის“ შექმნით, უსინათლოთა მხარდაჭერას მიეცემა სისტემური ხასიათი. „სუიმს ცენტრის“ მომსახურებით ისარგებლებენ არამხოლოდ საქართველოში მცხოვრები უსინათლოები, არამედ ახლო საზღვარგარეთიდან ჩამოსული ბენეფი-ციარებიც. „სუიმს ცენტრი“ უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინფრასტრუქტურით და შესაბამისი კვალი-ფიკაციის მქონე სპეციალისტებით.

კარი 3

„კავშირის“  საგანმანათლებლო პოლიტიკა

3.1. „კავშირის“  წვლილი უსინათლოთა განათლებაში და სამომავლო პერსპექტივები.

დღესდღეობით, „კავშირი“ შეძლებისამებრ ეხმარება უსინათლო მოსწავლეებსა და პროფესიული, თუ უმაღლესი განათლების უსინათლო სტუდენტებს. მის ორგანიზაციულ სტრუქტურაში ფუნქციონირებს წიგნების გამხმოვანებელი სტუდია და გამოიცემა ყოველთვიური ჟურნალი, გამოიცემა ყოველ წლიურად ალმანახი „შუქი სულისა. როგორც სტუდიის, ასევე ჟურნალის მხარდაჭერა შემდგომშიც გაგრძელდება. შეძლებისამებრ განახლდება მათი ტექნიკური რესურსი. აგრეთვე  დღეისათვის  „კავშირში“ არსებული ყველა სახის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნობრივობა იქნება შესწავლილი და რა თქმა უნდა მოხდება  შემდგომი განვითარება. „კავშირი“ გაააქტიურებს მუშაობას საკუთარი ინტერნეტ და რადიო სიხშირეზე მომუშავე რადიო სადგურის დაფუძნები-სათვის. რადიო სადგური იქნება უსინათლოთა ინფორმი-რების, მათთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასი-ათის მასალის მიწოდების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართვის ერთ-ერთი ძირითადი არხი. გარდა ამისა, იგი, ასევე გახდება მნიშვნელოვანი საშუალება უსინათლოთა საჭიროებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისათვის.

3.2. „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“ და უსინათლოთა განათლების სახელმწიფო პოლიტიკა.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უსინათლოთა კავშირები, ასოციაციები, თუ ფედერაციები აქტიურად ერთვებიან უსინათლოთა განათლების სახელმწიფო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებში. ისინი, ხშირ შემთხვევაში, თვითონ ქმნიან ამ თვალსაზრისით,  დღისწესრიგს.

ეს ორგანიზაციები, არცთუ იშვიათად,  თავად ატარებენ უსინათლოთა მხარდამჭერ ტრენინგებს, საგანმანათლებლო კურსებსა და სხვა სახის ღონისძიებებს უსინათლო მასწავლებლებისათვის და უსინათლოთა პედაგოგებისათვის. ბეჭდავენ და უსინათლო მოსწავლეებსა, თუ სტუდენტებს უზრუნველყოფენ სახელმძღვანელოების ადაპტური  ვერსიებით. „კავშირი“ აითვისებს ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას და ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში, თავადაც გახდება უსინათლოთა განათლების ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი. მისი საგანმანათლებლო პოლიტიკა გახდება მეტად აქტიური. „კავშირი“ ჩაერთვება უსინათლო მოსწავლეებისა და სტუდენტების სახელ-მწიფო საგანმანათლებლო პროგრამებში, როგორც მონიტორინგის განმახორციელებელი სტრუქტურა. იგი, მის მიერ მივლენილი ექსპერტების სახით, მონაწილეობას მიიღებს უსინათლოთა განათლების სახელმწიფო პოლი-ტიკის შემუშავებაში. საზოგადოებასა და სახელმწიფოს წარუდგენს საკუთარ ხედვებსა და პროექტებს, წვლილს შეიტანს უსინათლოთა განათლების, როგორც დარგის, განვითარების საქმეში.

3.3. უსინათლოთა ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა.

„კავშირი“ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს „ქ. თბილისის 202-ე საჯარო სკოლას (უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა სკოლა-პანსიონს)“, მის მოსწავლეებს და მასწავლებლებს. „კავშირი“ გახდება ინიციატორი მზრუნველთა საბჭოს შექმნის, რომელიც მომავალში, სახელმწიფოსთან ერთად, იზრუნებს აღნიშნული სკოლის გაძლიერებისათვის, მოსწავლეების განათლების ხარისხის ამაღლებისათვის და პანსიონური სააღმზრდელო პროცესის მხარდაჭერისათვის. შემდგომში „კავშირი“ გახდება ამ სკოლის ერთერთი დონორი ორგანიზაცია. დღეისათვის, უსინათლო მოსწავლეები განათლებას იღებენ საქართველოს სხვა სკოლებშიც. „კავშირი“ გეგმაზომიერად დაუჭერს მხარს ინკლუზიური განათლების პროცესს. იგი იზრუნებს იმ უსინათლო მოსწავლეებისთვის, რომლებიც განათლებას იღებენ, როგორც  „უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა სკოლა-პანსიონში“ ასევე სხვა საჯარო სკოლებში. უსინათლო მოსწავლეებისა და სტუდენტების მხარდაჭერა გავრცელდება მთელი ქვეყნის მაშტაბით.

3.4. უსინათლოთა არაფორმალური განათლების მხარდაჭერა.

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება არაფორმალური განათლების თემა. „კავშირი“ ხელს შეუწყობს უსინათლოთა არაფორმალური განათ-ლების პროცესს. იგი საველე პირობებში, ასევე- ურბანულ გარემოში, ჩაატარებს უსინათლო მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ზრდასრული უსინათლოების-თვის ტრენინგებს სივრცეში ორიენტაციასთან დაკავშირებული უნარების განვითარებისათვის. საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები უსინათლო ახალგაზრდების დაახლოების მიზნით, „კავშირი“ ორგანიზებას გაუკეთებს გაცვლით პროგრამებს, რომელთა ფარგლებშიც, უსინათლოები საქართველოდან, გარკვეული დროით და განსაზღვრული მიზნებით, წავლენ სხვა ქვეყნებში გაეცნობიან იქაური უსინათლოების ცხოვრებას, ხოლო უცხოელი უსინათლო ახალგაზრდები ჩამოვლენ საქართველოში. ამგვარი პროექტების დაფინანსება სხვადასხვა ფონდების ხელშეწყობით არ წარმოადგენს გადაულახავ პრობლემას.

3.5. ზრდასრულ უსინათლოთა განათლების მხარდაჭერა.

გარკვეულ მიზეზთა გამო, საქართველოში ორმოცდაათ წელს მიღწეული ადამიანები, შეიძლება ითქვას, რომ განიცდიან დისკომფორტს, რადგან ხშირ შემ-თხვევაში, მათ არ ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება. ასეთივე ვითარებაა ზრდასრულ უსინათლოებთან და ზრდასრულ ასაკში დაუსინათლო-ებულ ადამიანებთან დაკავშირებით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. უწყვეტი განათლების პროგრამები. მათი მეშვეობით ზრდასრული ადამიანები იმაღლებენ კვალიფიკაციას, იღებენ მათთვის ცხოვრების ამ განსაზღვრულ მონაკვეთში საჭირო განათლებას, ეუფლებიან ახალ პროფესიებს. „კავშირი“ ხელს შეუწყობს ზრდასრული უსინათლოების განათლების პროცესს.

ორგანიზებას გაუწევს ბრაილის შრიფტის, კომპიუტერული ხმოვანი  პროგრამების გამოყენების შემსწავლელ ტრენინგ-კურსებს. მხარს დაუჭერს და ფინანსურად დაეხმარება ზრდასრულ უსინათლოებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი პროფესიის დაუფლებაში.

კარი 4

„კავშირის“  კულტურული პოლიტიკა

4.1. ორგანიზაციული სტრუქტურის შემდგომი განვითარებისათვის.

„საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი“ გახლავთ „კავშირის“ მიერ დაფუძნებული  ა“აიპ“ი. იგი წარმოადგენს   „საქარ-თველოს უსინათლოთა კავშირის“  უმნიშვნელოვანეს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივს. ცენტრის  ძირითადი დამფინანსებელია სახელმწიფო, ხოლო თანადამფინანსებელი- „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“. დაფინანსების ეს მოდელი შენარჩუნებული იქნება მომავალშიც და გაგრძელდება მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახალი პროექტების, პროგრამების მომზადებისა და დაფინანსების გაზრდის მიზნით.

4.2. შემოქმედებითი აქტივები, მათი მხარდაჭერა და გაძლიერება.

„საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის“ ბაზაზე არსებობენ, წარმატებით მუშაობენ და ვითარდებიან სიმღერის ქალთა და ვაჟთა გუნდები, გამოიცემა კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ჟურნალი, ალმანახი „შუქი სულისა“, ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, წიგნებისა და ტექსტური მასალის გახმოვანების სტუდია და თეატრალური წრე, ტარდება კონცერტები, შემოქმედებითი ღონისძიებები და სპორტული ტურნირები. ყოველივე ეს გაგრძელდება შემდგომი განვითარებით.  როგორც ზემოთ აღინიშნა, განახლდება ჟურნალის, სტუდიის, მუსიკალური გუნდების ტექნიკური რესურსი. ხმის ჩამწერ სტუდიას დაემატება სათანადო ტექნიკური ბაზა, რომ უსინათლო მუსიკოსებს მიეცეთ შესაძლებლობა სტუდიურად ჩაწერონ სიმღერები თუ კომპოზიციები, ასევე ანსამბლებს მიეცემათ შესაძლებლობა გამოუშვან მუსიკალური ალბომები. აღნიშნული სტუდია გახდება კულტურის ცენტრის შემოსავლის ერთერთი წყარო, სტუდია შესთავაზებს შოუ ბიზნესს მიმზიდველი ფასებით ზემოთ ხსენებულ სერვისს, ხოლო უსინათლო ხელოვანებისთვის მომსახურება იქნება უფასო.  

მეტი ყურადღება მიექცევა „კავშირის“  ხანდაზმული წევრების შემოქმედებას, არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. „კავშირი“ ხელს შეუწყობს ხანდაზმულ მომღერლებსა და მელექსეებს. ანალოგიური  მიდგომა იქნება ბავშვთა შემოქმედების მიმართ. თბილისში (და თუ შესაძლებლობა იქნება) საქართველოს სხვა ქალაქებშიც, ჩამოყალიბდება სიმღერის ბავშვთა ანსამბლი. გაგრძელდება მუსიკალური პროდუქციის შექმნა (აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაკეთება), ლიტერატურული ნაწარმოებების ბეჭდვა, გამოქვეყნება, გამოცემა და სხვა კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა.

4.3. „კავშირის“  წევრების დასვენება და გართობა.

შემოქმედებითი პოტენციალის მქონე ადამიანებს პერიოდულად ჭირდებათ განტვირთვა, გარემოს შეცვლა და ახალი ემოციები. „კავშირის“  წევრებს, რომლებიც თავს გამოიჩენენ შემოქმედებით ან სპორტულ ასპარეზზე,  მიეცემათ შესაძლებლობა დაისვენონ „კავშირის“  დაფინანსებით ან რომელიმე სხვა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, ციხისძირის კომპლექსში 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში და დასაჩუქრდნენ ფულადი ჯილდოებით, ფასიანი საჩუქრებით. დაწესდება „კავშირის“  გარდამავალი თასის გადაცემის ცერემონია. „კავშირის“  ვეტერან წევრებს, რომელთა ასაკიც 75 წელს აღემატება, ხოლო მათი სოციალური სარეიტინგო ქულა არ აჭარბებს70000, შერჩევის პრინციპით მიეცემათ შესაძლებლობა უსასყიდლოდ დაისვენონ  „კავშირის“  კუთვნილ საკურორტო სივრცეებში 7 (შვიდი“  დღიანი დასასვენე-ბელი ვაუჩერით.  

კარი 5

„კავშირის“  ორგანიზაციული სტრუქტურა

5.1. „კავშირის“  მართვის საკითხისათვის.

„კავშირის“  მართვა განხორციელდება მისი წესდების თანახმად. 2022 წელი გამოყენებული იქნება ფილიალებისა და სტრუქტურული ერთეულების მუშაობაზე დაკვირვებისათვის. დაკვირვების შედეგად, დადგინდება ფილიალებისა და „კავშირის“  სხვა სტრუქტურული ერთეულების ოპტიმალური რაოდენობა, მათი ეფექტიანობის ხარისხი და თანამედროვე გამოწვევებისადმი შესაბამისობა.

5.2. დამატება მართვის  სტრუქტურაში.

ორგანიზაციული განვითარების უახლოეს ეტაპზე, „კავშირის“  მართვის სქემა ძირითადად უცვლელი იქნება. მართვის განხორციელების სტრუქტურულ ერთეულებს დაემატება ერთი რგოლი: „უსინათლოთა ომბუცმენის აპარატი“. ამ დანაყოფის ხელმძღვანელი იქნება უსინათლოთა ომბუცმენი, მისი აპარატი კი, დაეხმარება მას და მთლიანობაში „კავშირს“  უსინათლოთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. აპარატის საშტატო ერთეულების რაოდენობა და ფუნქციური დატვირთვა განისაზღვრება აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბების პროცესში.

5.3. „კავშირის“  ფილიალები.

ფილიალების თავმჯდომარეებთან თანამშრომლო-ბით, მათი გამოცდილების გათვალისწინებით, გადაიხედება ფილიალების საქმიანობის შეფასების წესი და კრიტერიუმები. უპირატესი შეფასება მიეცემა იმ ფილიალების საქმიანობას, რომლებიც ნაკლები ბიუროკრატიით მეტ შედეგს აღწევენ. „კავშირი“ მიესალმება და ყოველმხრივ წაახალისებს მისი წევრების რაოდენობის ზრდას, რადგანაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს იქნება „კავშირისადმი“ ნდობის გამოხა-ტულება, რაც „კავშირის“  გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს. მის მიმართაც გაიზრდება საზოგადოების, სახელისუფლო სტრუქტურების, თუ მესამე სექტორის ნდობა. „კავშირი“, აგრეთვე მიესალმება ფილიალების რიცხვის ზრდასაც, თუ იქნება წევრების შესაბამისი რაოდენობა.  მიუხედავად ასეთი მიდგომისა, მიზანშეწონილი არაა ფილიალების მუშაობის შეფასებისათვის გამოყენებული იქნას წევრების რაოდენობა, რადგან ეს არ ასახავს საქმიანობის ეფექ-ტიანობას და შედეგს. წევრების რაოდენობა შეიძლება განხილული იქნას, როგორც სამუშაო დატვირთვის ხარისხი. „კავშირის“  ხელმძღვანელობა ყოველმხრივ წაახალისებს და დაეხმარება ფილიალებს კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ხასიათის ღონისძიებების ორგანიზებაში.

5.4. შრომის ანაზღაურების საკითხი.

2023 წლის მეორე ნახევრიდან,  დაიწყება და ეტაპობრივად გაგრძელდება ფილიალების თავმჯდომა-რეების, თავმჯდომარის მოადგილეების, მდივნების, „კავშირის“  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანე-ლებისა და სხვა თანამშრომლების ხელფასების ზრდა. „კავშირის“  წარმატებული თანამშრომლები წახალისე-ბულნი იქნებიან პრემიებით. ეს გარემოება კიდევ ერთი სტიმული იქნება „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“-ს წარმატებული საქმიანობისათვის.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED