ბექა გოზალიშვილი

 

საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ბექა გოზალიშვილი

 

ჩემი მიზანი არ არის არსებულ მმართველ ძალასთან ოპოზიციაში ყოფნა. ჩემი მიზანია უსინათლოთა კავშირის განვითარების არსებული კურსის გაგრძელება ახალი ძალებით, ახალი შემართებით, ახალი სტანდარტების დანერგვით, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს კავშირის ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, კავშირების წევრების ცალკეული ჯგუფების ხელშეწყობას.

ჩვენ ახლა ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ. კავშირის ტვიტოეულ წევრზეა ახლა დამოკიდებული, თუ რამდენად გვსურს მომავლისკენ სწრაფვა, რამდენად გვსურს ისეთი კავშირის შექმნა, რომელიც იქნება ყველა ჩვენგანის ინტერესებზე მორგებული.

3 სექტემბერს იქნება უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნები. ამ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული, ყველა ჩვენგანის მომავალი. მე მოვდივარ თავმჯდომარედ რათა შევუქმნა ღირსეული მომავალი ჩვენი კავშირის თვითოეულ წევრს, ვიმუშაო არსებული პრობლემების გადაჭრაზე, რათა ჩვენმა თანამედროვე და მომავალ თაობებმა აღარ გამოიარონ ის დაბრკოლებები რაც ჩვენ ხშირად გზის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება.

            ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სოციალური საწარმოების შექმნა.

ჩვენ შევქმნით თანამედროვე სტანდარტებზე და გარემოზე მორგებულ სოციალურ საწარმოებს, როგორებიცაა მაგალითად, თეთრი ხელჯოხების დამამზადებელი ქარხანა, რომლის პროდუქციაჩ ჩვენ შეგვიძლია გავიტანოთ ექსპორტზე ახლო მეზობელ ქვეყნებში, საკვები ობიექტი, სადაც სპეციალურად ჩაბნელებული დარბაზი იქნება, რათა უსინათლოობის ილუზია შექმნას და მხოლოდ უსინათლო პირები იმუშავებენ,. ამ ობიექტის არაორდინალურობის გამო მას საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ეყოლება.

რადიო, სადაც ასევე უსინათლო პირები იმუშავებენ სხვადასხვა პოზიციებზე, და სადაც იქნება ყველანაირი სიახლე უსინათლოთა კავშირის და თავად უსინათლო პირების შესახებ.

ამ ყოველილვეს შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და გაიზრდება კავშირის ეკონომიკური მდგომარეობა.

            განათლების ხელშეწყობა.

ჩემი თავმჯდომარედ მოსვლის შემთხვევაში, დიდი ყურადღება მიექცევა განათლების ხელშეწყობას.

                        სტუდენტების ხელშეწყობა სასწავლო ლიტერატურის ადაფტირების კუთხით.

უსინათლოთა კავშირის ინიციატივით შეიქმნება სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება თვითოეული სტუდენტის  სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ნებისმიერ უსინათლო სტუდენტს შეეძლება მიმართოს კავშირს განცხადებით და მიიღოს სასწავლო ლიტერატურა ისეთ ფორმატში, იქნება ეს ბრაილის შრიფტით, აუდიო ფორმატში თუ გაზრდილი შრიფტით, როგორიც მისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

სასწავლო ლიტერატურის ხელმისაწვდომობა დიდ პრობლემად აწევს თვითოეულ უსინათლო სტუდენტს, და სწორედ ამგვარი პროგრამის დანერგვა, რომელიც იქნება მუდმივად ახალგაზრდების სამსახურში, მოგვცემს საშუალებას მივიღოთ უკეთესი განათლების ხარისხი და პროფესიონალი ახალგაზრდები შესაბამის დარგში.

უსინათლოთა კავშირის მიერ, თვითოეულ უსინათლო სტუდენტზე ან ნებისმიერ უსინათლო პირზე, რომელმაც დაიწყო სწავლა, ან სამსახური, სურვილის მიერ გამოიყოფა ადამიანი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაეხმარება მას ახალი გარემოს ათვისებაში სივრცითი ორიენტაციის კუთხით.

სპეციალურად გამოყოფილი ინსტრუქტური ასწავლის უსინათლოს ყველაზე უფრო მოსახერხებელ მარშრუტს, რომელიც მან უნდა გაიაროს, რაც იქნება ერთ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ.

                        სასწავლო კურსების ჩამოყალიბება უსინათლოთა კავშირის ბაზაზე.

სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, მაგალითად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტებთან და ა.შ. აქტიური თანამშრომლობის საფუძველზლე ჩვენ შევძლებთ საგანმანათლებლო მიმართულების უფრო მეტად განვითარებას, რაც გამოიხატება შემდგომში.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ყოველივე ჩვენგანის ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი ვალია მივცეთ ჩვენს წევრებს საშუალება დაეუფლონ ამ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

უსინათლოთა კავშირის ბაზაზე შეიქმნება რამდენიმე შემსწავლელი კურსის მიმართულება, კერძოდ, კომპიუტერული მართლწერის, სენსორული მობილური მოწყობილობების, ხმის რეჟისურისა თუ არანჟირების, ინგლისური ენის, სივრცითი ორიენტაციისა და სხვა დარგებში. ამგვარი მიმართულებები საშუალებას მოგვცემს  გავზარდოთ სურვილი ჩვენი წევრებისა დაეუფლონ ახალ დარგებს, გავზარდოთ მოტივაცია წევრებისა გახდნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში.

                        სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა.

ეს პროექტი არის გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგანაც მისი შექმნა დაკავშირებულია დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსთან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ მოვასწრებთ, ნიადაგს მოვამზადებთ ამ პროექტისთვის, და იმედს ვიქონიებთ, რომ მომავალი თაობები ამ პროექტს დაასრულებენ.

უსინათლო ადამიანების დიდი ნაწილი საქართველოში დამოკიდებულია გარემო თუ ადამიანურ ფაქტორზე და ბევრი რამის დამოუკიდებლად გაკეთეაბ პრაქტიკის არ ქონის გამო არ შეუძლიათ. ასევე არიას კატეგორია უსინათლო პირებისა, რომელთაც სულ მცირე პერიოდის წინ დაკარგეს მხედველობა, და მათთვის ახლად ადაფტაცია გარემოში რთულია.

სწორედ ამას ემსახურება სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც უსინათლო ადამიანებს ასწავლიან, თუ როგორ არის შესაძლებელი გადაიჭრას ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული პრობლემები.

            ჯანდაცვისა და კომუნალური გადასახადების მიმართულება.

უსინათლოთა კავშირი ადვოკატირებას გაუწევს მის წევრებს ჯანდაცვის კუთხით, რაც გამოიხატება საჭიროების შემთხვევაში კლინიკებში შეღავათების შემოღებას კავშირის წევრებისთვის, ასევე სოციალური პაკეტის შემოღებას, რომელიც საჭიროებისამებრ განკუთვნილი იქნება ფარმაკოლოგიური საჭიროებისთვის.

შესაძლებელი იქნება საკითხის ლობირება შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში, სადაც უსინათლომ შესაძლოა უარი თქვას ყოველთვიურ სოციალურ პაკეტზე, რისი ექვივალენტიც შესაძლოა შემდეგ ტრანსფორმირდეს საპენსიო დანამატად.

ასევე შესაძლებელი იქნება სახელმწიფოსთან შეთანხმების მიღწევა მოდელზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების შემოღებას.

            უსინათლო პირების საკითხების ლობირება საკანონმდებლო და სახელისუფლებო სტრუქტურებში

უსინათლოთა კავშირი იქნება მისი წევრების ინტერესების გამტარებელი. იგი იმუშავებს საკითხებზე რომელიც გარკვეულ პრობლემებს უქმნის უსინათლო პირებს და ითავებს მათ ლობირებას საკანონმდებლო თუ სახელმწიფო სტრუქტურებში და გაუწევს შესაბამის კონსულტაციებს და რეკომენდაციებს საკითხის გადაჭრის შესაძლო გზებზე.

უსინათლოთა კავშირი ასევე ითავებს გარემოს ადაფტირების საკითხების გადაცემას შესაბამის ადგილობრივ მთავრობასთან და აქტიური ამოცანების მონიტორინგს.

ეს პუნქტი იმუშავებს შემდეგნაირად: რადგანაც თავად უსინათლო კავშირმა როგორც სუბიექტმა არ შეიძლება იცოდეს ყველა წვრილმანი გარემოს ხარვეზების შესახებ, მაგალითად, იქ სადაც უსინათლო ყოველდღე გადაადგილდება და არ არის ხმოვანი შუქნიშანი, ან რაიმე მსგავსი, იქნება სპეციალური განცხადების ფორმა, რომელიც უნდა შეავსოს უსინათლო პირმა და შემოიტანოს უსინათლოთა კავშირში, რის შემდეგაც დაიწყება ამ საკითხზე მუშაობა.

უსინათლოთა კავშირი ასევე შეეცდება საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად მიიღოს ისეთი ჩანაწერი, რომელიც გაზრდის უსინათლო პირების სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში დასაქმების შანსს.

            კავშირის წევრებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესება და მათი ჩართვა კავშირის მუშაობის პროცესებში.

ერთ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც უნდა გაუმჯობესდეს კავშირში არის წევრებთან კომუნიკაციის ხარისხი, ინფორმირების ხარისხის გაზრდა და წევრების ცალკეული ჯგუფების კავშირის პროცესებში ჩართულობა.

ადამიანური ფაქტორის გამო, ბევრი წევრი არ არის ინფორმირებული სხვადასხვა სიახლეების, არსებული შესაძლებლობების, რაც შეიძლება საინტერესო და ზოგჯერ საჭიროც იყოს წევრისთვის შესახებ.

ამიტომ უნდა გაძლიერდეს უსინათლოთა კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, და წევრების ინფორმირების საკითხი ფილიალების თანამშრომლებისგან უნდა გადავიდეს ერთ, ცენტრალილზებულ ადგილზე, ხოლო ფილიალის თანამშრომლებს ექნებათ საშუალება კონცენტრირდნენ სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე.

წევრების ინფორმირების კუთხით შეიქმნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სისტემა, რომელიც ყველა წევრს მიაწვდის მათთვის საჭირო ინფორმაციას.

შეიქმნება უსინათლოთა კავშირის ცოდნის ბაზა, სადაც ნებისმიერ წევრს შეეძლება შეიტყოს ყველაფერი, მიიღოს ინფორმაცია თუ რა უფლებები/პრივილეგიები აქვს მას და გამოიყენოს ისინი შემდგომში.

განვითარდება წევრების ჯგუფების სამუშაო პროცესებში ჩართვა. დაორგანიზდება რეგულარული შეკრებები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ადამიანებისა, რომლებთან ერთადაც ჩვენ შევძლებთ გავიგოთ თვითოეული უსინათლოს იდეები და სურვილები და შესაძლებლობისამებრ ვიმუშაოთ ამ მიმართულებებით.

მოხდება საკადრო პოლიტიკის გატარება, რისი საშუალებითაც ჩვენ შევეცდებით საჭირო მიმართულებით კომპეტენტური კადრების მოძიებას, რაც გაზრდის კავშირის მუშაობის ხარისხს, და შესაბამისად ეკონომიკურ მდგომარეობასაც.

            ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება

თანამედროვე ტექნოლოგიებმა საკმაოდ მყარად დაიმკვიდრეს თავი ჩვენს ცხოვრებაში, და ჩვენც ფეხდაფეხ უნდა მივყვეთ განვითარებას.

მოხდება უსინათლოთა კავშირის შიდა პროცესების მეტნაკლებად რუტინული ნაწილის ელექტრონულ მართვაზე გადაყვანა, რაც გააუმჯობესებს სტრუქტურის მუშაობას, ხოლო ადამიანური რესურსი იქნება მიმართული უფრო მეტად საჭირო საკითხებზე.

წიგნიერება არის ყოველივე ჩვენგანის განუყოფელი ნაწილი და ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ბიბლიოთეკა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ჩვენი წევრისთვის. მოხდება არსებული ციფრული ბიბლიოთეკის ონლაინ სივრცის შექმნა, სადაც ნებისმიერი უსინათლო შეძლებს თავისთვის სასურველი ინფორმაციის მოძიებას და წაკითხვას.

ვინილებზე და ლენტებზე ჩაწერილი წიგნები, რომლებიც ინახება უსინათლოთა კავშირის საცავ ფონდში, გაციფრულდება, შესაძლებლობისამებრ გასუფტავება და არსებულ ბიბლიოთეკას დაემატება, რადგანაც სამწუხაროდ დროთა განმავლობაში მეხსიერების ამგვარ ფიზიკურ გადამტანებს დროთა განმავლობაში რესურსი ეწურება და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მასალები, რაც ჩვენ ისტორიამ შემოგვინახა.

უსინათლოთა კავშირი ასევე ითანამშრომლებს დამხმარე ტექნოლოგიების (ტიფლო ტექნიკის) სხვადასხვა მსხვილ მწარმოებლებთან, რათა მოხდეს მოწყობლობების, როგორიცაა დეიზი პლეიერი, ბრტყელი შრიფტით დაწერილი წიგნის წამკითხველი, სამედიცინო თუ სხვა დამხმარე მოწყობილობები საქართველოს მომხმარებლებზე მორგება, და აწარმოებს მოლაპარაკებებს სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა მოხდეს ამ მოწყობილობების უსინათლო პირებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში გადაცემა.

            კულტურის ცენტრის მიმართულება.

კულტურის ცენტრი არის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი სუბიექტი უსინათლოთა კავშირში და შესაბამისად უნდა მოხდეს მისი სათანადოთ განვითარება.

საქართველოში უსინათლო პირებს არ აქვთ საშუალება მიიღონ საკმარისი ინფორმაცია ფილმის მოსმენისას. ამიტომ, მოხდება კულტურის ცენტრში ახალი მიმართულების – აუდიო აღწერის ჩამოყალიბების ინიციატივის წარდგენა, და კინოფონდთან და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა. ამგვარი მიმართულება უსინათლოს საშუალებას მისცემს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა ფილმის აღქმისა სხვა ადამიანებთან ერთად.

მოხდება სპორტის მიმართულების განვითარება, და წევრების უფრო მეტი ჩართვა. ეს გამოიხატება ახალილ სპორტის მიმართულებების შექმნაში, როგორიცაა მაგალითად გოლბოლი, სამაგიდო ჩოკბურთი და სხვა, რაც მონაწილეს პერსპექტივას მისცემს არამარტო საკუთარ ქვეყანაში მონაწილეობა მიიღოს სპორტულ აქტივობებში, არამედ გახდეს პროფესიონალი შესაბამის სფეროებში და მიიღოს მონაწილეობა შეჯიბრებებში საზღვრებს გარეთ.

            უსინათლოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის განვითარება.

მე მაქვს დიდი ხნის გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნების, რუსეთის, ამერიკის და რამდენიმე ევროპული ქვეყნების უსინათლოთა კავშირებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ უსინათლო და მცირე მხედველ პირთა მიმართულებით.

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მოხდება სხვადასხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან საგარეო პოლიტიკის დამყარება, იქნება აზრთა გაცვლა/გამოცვლა და სამაგალითო სტანდარტების საქართველოში გადმოტანა, ჩვენს რეალობასთან მორგება და დანერგვა.

ერთობლივად განვახორციელებთ რიგ პროექტებს, სადაც ჩართული იქნებიან წევრები სხვადასხვა მხრიდან, რაც ხელს შეუწყობს ორივე მხარეს ცნობიერების ამაღლებას და გამოცდილების მიღებას ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხებში.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED