„უსინათლოთა საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობის“ პროექტი

ceskoooooooooaaaaსაქართველოს უსინათლოთა კავშირი 2015 წლის 15 სექტემბრიდან -31 ოქტომბრის ჩათვლით საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ა/წ საგარეჯოსა და მარტვილის რეგიონებში შუალედურ საპარლამენტო და საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებით ახორციელებს „უსინათლოთა საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობის“ პროექტს, რომლის მიზანია მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საარჩევნო ცნობიერების, საარჩევნო კულტურისა და საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობის დონის ამაღლება. მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში არჩევნების პოპულარიზაცია , მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.

Posted in სიახლეები | Leave a comment

“კრწანისობის” დღესასწაული

12059198_1120297534665574_1089579600_o (3) 24 სექტემბერს კრწანისის რაიონის გამგეობამ გამართა “კრწანისობის” დღესასწაული, რომელშიც ცნობილ ქართველ მომღერლებთან ერთად მონაწილეობდა სუ კავშირის კულტურის ცენტრის ანსამბლი “კრწანისი”. საზეიმო ღონისძიება გახსნა ანსამბლ “კრწანისის” სოლისტმა ნატალია ვეფხვაძემ, რომელმაც შეასრულა საქართველოს ჰიმნი. ანსამბლმა იმღერა ხალხური სიმღერა `ჩაკრულო~ სოლისტები: რამინ და იური მიქაბერიძეები და თემურ არჩვაძე.

Posted in სიახლეები | Leave a comment

პოეტ თემურ ჩალაბაშვილის წიგნების – “ასი ლექსი და “გაგითავისე” – პრეზენტაცია

12085044_1120297371332257_1469215626_o23 სექტემბერს ბიბლიოთეკამ მოაწყო პოეტ თემურ ჩალაბაშვილის წიგნების – ასი ლექსი და გაგითავისე- პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდა პოეტი ედვარდ უგულავა. პოეზიის მოყვარულებმა სიამოვნებით მოუსმინეს როგორც სტუმრებს, ასევე მასპინძლებს: ამირან ღოღაძეს, ცირა ვეფხვაძეს და რევაზ ტატალაშვილს. კულტურის ცენტრის ლიტერატურის წრე ოქტომბერში კვლავ შესთავაზებს მკითხველებს შეხვედრას თანამედროვე ქართველ მწერალთან.

Posted in სიახლეები | Leave a comment

სპექტაკლი “ზოლიანი ჩვრის საიდუმლო”

12082746_1120297201332274_619541166_o
22 სექტემბერს კულტურის ცენტრის დრამატულმა წრემ წარმოადგინა მწერალ ნოდარ მამაცაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპრქტაკლი `ზოლიანი ჩვრის საიდუმლო~. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი ნინო კლდიაშვილი. მონაწილეობდნენ: გედევან კევლიშვილი (ბაჩო), ანანო ვეფხვაძე, (ნატო), გიორგი ადამაშვილი (თორნიკე). სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. შემდეგი სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია დეკემბრში.

Posted in სიახლეები | Leave a comment

კონცერტი რუსთავის პოლიკნილიკა “ფიცის” დღის ცენტრში

12041106_1114423968586264_1841519796_o16 სექტემბერს საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა რუსთავის პოლიკნილიკა “ფიცის” დღის ცენტრში გამართა კონცერტი, რომელსაც, ცენტრის ბენეფიციართა გარდა, ესწრებოდნენ ქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, კულტურის მუშაკები, სუ კავშირის რუსთავის ფილიალის წევრები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალთა და ვაჟთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები და ჟურნალ “სინათლის” აქტიური ავტორები. მასპინძლები აღაფრთოვანა უსინათლოთა ხელოვნებამ. გამოითქვა აზრი, რომ ასეთი კონცერტი უნდა გაიმართოს დიდ საკონცერტო დარბაზებში რათა მეტმა მაყურებელმა მიიღოს ესთეტიკური სიამოვნება. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment
  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED