„უსინათლოთა საარჩევნო უფლების რეალიზების ხელშეწყობის“ პროექტის შესახებ

2015-10-27 12.49.39საქართველოს უსინათლოთა კავშირმა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით მარტვილსა და საგარეჯოს რეგიონში 31 ოქტომბერს დანიშნულ საპარლმანეტო და საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განახორციელა პროექტი „უსინათლოთა საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშწყობა“ 2015 წლის 15 სექტემბრიდან -31 ოქტომბრის ჩათვლით.
პროექტის მიზანი იყო: მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საარჩევნო ცნობიერების, საარჩევნო კულტურისა და საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობის დონის ამაღლება. მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში არჩევნების პოპულარიზაცია , მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

საქართველოს ფოკლორის სახელმწიფო ცენტრის ეროვნული ფესტოვალი

6-7 ნოემბრს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის ანსამბლებმა და ჟურნალ “სინათლის” აქტიურმა ავტორებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ხალხური სიმღერისა და ზეპირსიტყვიერების შესარჩევ კონკურსში. კონკურსის შედეგები ცნობილი ფახდება 2015 წლის ბოლოს.

Posted in სიახლეები | Leave a comment

მკითხველთა კონფერენცია

12175775_1130775820284412_530079508_o20 ოქტომბერს, სუ კავშირის კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკაში ჩატარდა მკითხველთა კონფერენცია. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები ჟურნალ “სინათლის”, სტუდია “ცოდნის” მიერ გახმოვანებული ლიტერატურისა და ბიბლიოთეკის მუშაობის შესახებ. სიტყვებით გამოვიდნენ: უსინათლო ბავშვთა 202-ე სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ლეილა ბირკაძე, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამილა აბაშია, ანსამბლ “კრწანისის” მომღერალი ზურაბ გურჩიანი, ინგლისური ენის შემსწავლელი წრის ხელმძღვანელი ნინო ასათიანი, შპს “ავტოს” დირექტორი გურამ ურუშაძე, ჟურნალ “სინათლის” მთავარი რედაქტორი ამირან ღოღაძე, სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

კონცერტი მცხეთაში

12171301_1130321753663152_929748045_o20 ოქტომბერს მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლაში უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა გამართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალთა და ვაჟთა ანსამბლები და ჟურნალ `სინათლის~ აქტიური ავტორები, აგრეთვე გოგონათა ჯგუფი `ედელვაისი~. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქალაქ მცხეთის მერი და მერიის თანამშრომლები, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების მუშაკები, ხელოვნების სკოლის პედაგოგ-აღსაზრდელები, სუ კავშირის მცხეთის ფილიალის თავმჯდომარე და წევრები. შესრულდა სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებები, პოეტებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

„უსინათლოთა საარჩევნო უფლების რეალიზების ხელშეწყობის“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ

IMG_20151012_142536პროექტის მიმდინარეობის შესახებ

2015 წლის 15 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე „უსინათლოთა საარჩევნო უფლების რეალიზების ხელშეწყობის“ პროექტის ადმინისტრაციამ მარტვილისა და საჯარეჯოს რეგიონებში ვიზიტების შედეგად მოახდინა უსინათლო და მცირემხედველ ამომრჩევლთა რაოდენობის დადგენა. მათი იდენტიფიკაცია მოხდა ერთი მხრივ უსინათლოთა კავშირში აღრიცხვაზე მყოფთა და მეორეს მხრივ საარჩევნო საოლქო კომისიებთან არსებული ინფორმაციის შეჯერებით.
2015 წლის 5 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით მარტვილში პროექტის განხორციელების დროს ჩატარდა მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საანკეტო გამოკითხვა, რომელიც ეხებოდა მათი სრულფასოვანი საარჩევნო უფლების რეალიზებას 2015 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment
  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED