ერთობლივი კონცერტი

12432961_1162135227148471_280602451_o2 თებერვალს კულტურის ცენტრში  ანსამბლებმა: „ნანამ“ და „კრწანისმა“ გამერთეს კონცერტი ანსამბლ  „პოპურთან“ ერთად.

Posted in სიახლეები | Leave a comment

საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის დაფინანსების შესახებ

photo350x272კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2016 წელსაც 100 000 ლარით დააფინანსა უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის საქმიანობის ხელშემწყობი პროექტი, რომელიც გრძელდება თებერვლიდან დეკემბრამდე.

სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

უსინათლოთა საერთაშორისო დღე

13 ნოემბერს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა საზეიმოდ აღნიშნა უსინათლოთა საერთაშორისო დღე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალთა და ვაჟთა ანსამბლები, პოეტები, მომღერლები: რამინ მიქაბერიძე და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი სულხან გველესიანი. კონცერტს ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოში კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის ოფისის წარმომადგენლები, უსინათლოთა კავშირის გამგეობის წევრები, თბილისის, რუსთავის, მცხეთის ფილიალების თავმჯდომარეები და წევრები.

Posted in სიახლეები | Leave a comment

„უსინათლოთა საარჩევნო უფლების რეალიზების ხელშეწყობის“ პროექტის შესახებ

2015-10-27 12.49.39საქართველოს უსინათლოთა კავშირმა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით მარტვილსა და საგარეჯოს რეგიონში 31 ოქტომბერს დანიშნულ საპარლმანეტო და საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განახორციელა პროექტი „უსინათლოთა საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშწყობა“ 2015 წლის 15 სექტემბრიდან -31 ოქტომბრის ჩათვლით.
პროექტის მიზანი იყო: მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საარჩევნო ცნობიერების, საარჩევნო კულტურისა და საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობის დონის ამაღლება. მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში არჩევნების პოპულარიზაცია , მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

საქართველოს ფოკლორის სახელმწიფო ცენტრის ეროვნული ფესტოვალი

6-7 ნოემბრს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის ანსამბლებმა და ჟურნალ “სინათლის” აქტიურმა ავტორებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ხალხური სიმღერისა და ზეპირსიტყვიერების შესარჩევ კონკურსში. კონკურსის შედეგები ცნობილი ფახდება 2015 წლის ბოლოს.

Posted in სიახლეები | Leave a comment
  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED