ცხელი ხაზის ანალიზი

190381_278920315560857_17396675_nსაქართველოს უსინათლოთა კავშირის მიმდინარე პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში“ 4-ე მოსალოდნელი შედეგის (ახალი ადვოკატირების სერვისის შექმნა შშმ პირებისთვის) 1 აქტივობის (ცხელი ხაზის გახსნა) თანახმად, ცხელ ხაზზე აპრილის თვეში სულ შემოვიდა 104 ზარი, რომლიდანაც სოციალურ საკითხს ეხებოდა 39 ზარი, ჯანდაცვას – 24, ტიპლოტექნიკით შშმ პირების აღჭურვას- 16, დასაქამებას – 10, სხვადასხვას – 15 ზარი.
საკითხების დეტალურად აღწერა
1. უსინათლო ითხოვდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, სახელმწიფოს მხრიდან ეს პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება.
2. უსინათლოები ითხოვენ შეღავათებს სამარშრუტო ტაქსებზე. მერია კვლავ არ ითვალისწინებს ამ შეღავათებს. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

„შშმ პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროეცესში“ პროექტის კომისიის ოქმი

190381_278920315560857_17396675_nკომისიის წევრები:
პროექტის მენეჯერი თამაზ მუქერია, პროექტის ომბუდსმენი ირმა ბარაბაძე, პროექტის ომბუდსმენის იურისტ ასისტენტი-ნინო ხუჭუა.
„შშმ პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროეცესში“ პროექტის ფარგლებში სუ კავშირის 15 ფილიალში, კერძოდ, თბილისის #1, #2, #3, ფონიჭალის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, რუსთავის, ბოლნისის, ზესტაფონის, გორის, ახალციხის, კახეთის, ჭიათურის, ქუთაისის, ფოთის და ბათუმის ფილიალებში გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ტერენინგებში მონაწილეობისათვის და მიღებული ცოდნის საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფილიალებში გასავრცელებლად.
განცხადებების მიღება დაიწყება 2013 წლის 01 თებერვლიდან და გაგრძელდა 20 მარტამდე. სულ შემოვიდა 79 განცხადება, რომლიდანაც შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 68 საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრმა. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

როგორ გავხადოთ კანონმდებლობა ხელმისაწვდომი უსინათლოთათვის?

IMG_5167სახელმწიფო აპირებს განაახლოს საკანონმდებლო მაცნის ბეჭდურად გამოცემა. მისი მოვალეობაა სამართლებრივი აქტების ყველასათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის უსინათლოებისათვისაც. საქართველოს უსინათლოთა კავშირს აქვს ტექნიკური საშუალება გამოსცეს კანონები ბრაილის შრიფტით და გამოაქვეყნოს ინტერნეტში მათი აუდიო ვერსიებიც. სჭიროა მხოლოდ შესაბამისი ფინანსური რესურსები. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

უსინათლოთა კავშირი მათი უფლებების დაცვას მოითხოვს

IMG_7251მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში “ლაბორატორია 1918″-ის მიერ გამართულ აქციას შეუერთდა.
უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები მოითხვენ, რომ არსებული შრომითი კოდექსი შეიცვალოს და უსინათლოებს მიეცეთ დასაქმების საშუალება და მოხდეს მათი საზოგადოებაში ჩარვთა. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

1–ლი მაისი, მშრომელთა საერთაშორისო დღე

190381_278920315560857_17396675_nმეგობრებო, საქართვლოს უსინათლოთა კავშირი მოგიწოდებთ აღვნიშნოთ მშრომელთა საერთაშორისო დღე, 1–ლი მაისი, შრომის უფლებათა დაცვის ხმამაღალი მოთხოვნით. მოგიწოდებთ დრის 3 საათზე შეუერთდეთ მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან.
ეს დღე, რომელიც ოფიციალური დღესასწაულია მსოფლიოს 80 ქვეყანაში ხოლო არაოფციალურად აღინიშნება მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის მიერ, კარგი დროა იმისათვის რათა გამოვამზეუროთ ჩვენი დარღვეული უფლებები. დღეს ილახება ყველა მოქალაქის შრომის უფლება, მაგრამ უსინათლოების, ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა პირების (შშმპ), მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალოა ამ მხრივ. უსინათლოთა შორის უმუშევრობა აღემატება 95%–ს.

შრომის უფლების აღდგენას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება ვიდრე იგივე შედგის მიღებას ყველა დანარჩენი მოქალაქისათვის. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment
  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED