შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისკრიმინაცია და ქართული საკანონმდებლო სივრცე

IMG_79592013 წლის 24 ივლისს ქ. თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, I კორპუსის, 115 აუდიტორიაში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დისკრიმინაცია და ქართული საკანონმდებლო სივრცე”. საჯარო დისკუსია მოეწყო, პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში“ ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან საქართველოს უსინათლოთა კავშირი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, საქართველოს რეგიონალური პრესის ურთიერთდახმარებისა და განვითარების ფონდი და პოლონეთის უსინათლოთა ასოციაცია. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვა

uniInc2013 წლის 8 ივლისს სასტუმრო „რედისონში” ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” ორგანიზებით იუსტიციის სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
კანონპროექტის მიზანია უკვე არსებული უფლებებით სარგებლობისას დისკრიმინაციის აღმოფხვრა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უზრუნველყოფა.

კანონპროექტი ითვალისწინებს დისკრიმინაციის პრევენციასაც, კერძოდ, დისკრიმინაციული ნორმების გაუქმებას და დისკრიმინაციის ფორმებისა და მათგან დაცვის საშუალებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის თანახმად, პარლამენტი ირჩევს თანასწორობის დაცვის ინსპექტორს. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

ჟურნალ „სინათლის“ დამატება №4 ივლისი 2013წ. “თუ არა გყავს მოახლეო”

190381_278920315560857_17396675_nთუ არა გყავს მოახლეო კაცობრიობის ისტორია თავისი უშორესი წარსულიდან მოყოლებული, იცნობს არაერთ შემთხვევას,როცა: ერთი ადამიანი,ადამიანთა ერთი ფენა,ანდა ერთი ერი,ერთი რელიგიური მიმდინარეობა,თუ საზოგადოების ერთი კლასი,თრგუნავდა და ამცირებდა მეორეთა უფლებებსა და ღირსებებს. ისე,კაცმა რომ თქვას, მთელი მსოფლიოს ისტორიაც ხომ
ამგვარი დაპირისპირებებისაგან შედგება. &ჭიიი საუკუნის შუა აზიელი მოღვაწე, ჯალალედდინის სწავლული მდივანი და მემატიანე,მოჰამედ ენ-ნესევი წერდა: `ერთი ერის
ბედნიერება,გარდუვალად მეორე ერის უბედურებაზეა დაფუძნებული”. სისხლიანი შუასაუკუნეების ეპოქაში,ზემოთ მოყვანილი მოსაზრება შესაძლოა მართლაც შეიცავდეს ჭეშმარიტების ძალზე მცირე მარცვალს; სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

აშშ–ის საელჩომ უსინათლოთა კავშირის გამოფენას უმასპინძლა

5727_10151619510552954_752095712_n2013 წლის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უსინათლო ხელოვანთა გამოფენას უმასპინძლა. გამოფენის მიზანი იყო შემოქმედ უსინათლოთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების, ნახატების და მუსიკალური ნიჭის წარმოჩენა.გამოფენას ესწრებოდენ თავად უსინათლო შემოქმედნი საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლები, გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორმანი რომელმაც დადებითად შეაფასა ღონისძიების მნიშვნელობა და სურვილი გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისა.
უსინათლოთა კავშირის წევრების ნახატებითა და ნამუშევრებით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს უსინათლოთა კავშირის სოციალურ სამსახურს. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

პროექტის ადმინისტრაციიის ვიზიტი პოლონეთში

190381_278920315560857_17396675_n2013 წლის 30 ინისიდან 2013 წლის 07 ივლისამდე პროექტის ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში” ფარგლებში პროექტის ადმინისტრაციის სამი წევრი და საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფებოდენ ვიზიტით პოლონეთში ქ. ვარშავაში პოლონეთის უსინათლოთა ასოციაცის მოწვევით.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა: პოლონეთის უსინათლოთა ასოციაციის უსინათლო პირთა უფლების დაცვასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაში გამოცდილების გაზიარება, პოლონეთის უსინათლოთა ასოციაციის სტუქტურისა და ორგანიზაციული განვითარების გაცნობა და პოლონეთის საკანონმდებლო მექანიზმების და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის პრინციპების შესწავლა. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment
  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED