1–ლი მაისი, მშრომელთა საერთაშორისო დღე

190381_278920315560857_17396675_nმეგობრებო, საქართვლოს უსინათლოთა კავშირი მოგიწოდებთ აღვნიშნოთ მშრომელთა საერთაშორისო დღე, 1–ლი მაისი, შრომის უფლებათა დაცვის ხმამაღალი მოთხოვნით. მოგიწოდებთ დრის 3 საათზე შეუერთდეთ მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან.
ეს დღე, რომელიც ოფიციალური დღესასწაულია მსოფლიოს 80 ქვეყანაში ხოლო არაოფციალურად აღინიშნება მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის მიერ, კარგი დროა იმისათვის რათა გამოვამზეუროთ ჩვენი დარღვეული უფლებები. დღეს ილახება ყველა მოქალაქის შრომის უფლება, მაგრამ უსინათლოების, ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა პირების (შშმპ), მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალოა ამ მხრივ. უსინათლოთა შორის უმუშევრობა აღემატება 95%–ს.

შრომის უფლების აღდგენას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება ვიდრე იგივე შედგის მიღებას ყველა დანარჩენი მოქალაქისათვის. კონვენციური ღონისძიებების გარდა შშმპ–თა დასაქმებას სჭირდება ამ პირთა მიმართ დამქირავებელთა სოციალური პასუხისმგებლობის განსაკუთრებული საკანონმდებლო გარანტიები. მეორე გზა გადის სოციალურ მეწარმოებისა და სოციალურ საწარმოთა პრაქტიკის აღდგენასა და გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში.
ნობელის პრემისს ლაურატის მუჰამედ იუნუსის სიტყვებით სოციალურ მეწარმოებას აქვს კარგის კეთების მიზანი განსხვავებით ჩვეულებრივი მეწარმეობისაგან, რომელიც მოგების კეთებას ესწრაფვის. შესაბამისად ეს არის გზა უმუშევრობის პრობლემის დაძლევისაკენ, რამდენადაც ადამიანის შემოქმედობითობას ყველა პრობლემის დაზლევა შეუძლია თუ იგი არ იქნება ხელოვნურად შეზღუდული მოგების მიღების მიზნით.
საქართვლოს უსინათლოთა კავშირს აქვს ხანგრძლივი ტრადიცია სოციალური საწარმოებისა სადაც დასაქმებული არიან შშმ პირები და რომელთა შემოსავალიც მათივე უფლებების დაცვას ხმარდება. დღეს ამ საწარმოთა უმრავლესობის რეაბილიტაციას სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სოციალური მეწარმოეობის ხელშეწყობის თემა ღირსეულ ადგილს დაიკავებს შშმპ–თა შრომის უფლების დაცვის დღის წესრიგში.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED