ცხელი ხაზის ანალიზი

190381_278920315560857_17396675_nსაქართველოს უსინათლოთა კავშირის მიმდინარე პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში“ 4-ე მოსალოდნელი შედეგის (ახალი ადვოკატირების სერვისის შექმნა შშმ პირებისთვის) 1 აქტივობის (ცხელი ხაზის გახსნა) თანახმად, ცხელ ხაზზე აპრილის თვეში სულ შემოვიდა 104 ზარი, რომლიდანაც სოციალურ საკითხს ეხებოდა 39 ზარი, ჯანდაცვას – 24, ტიპლოტექნიკით შშმ პირების აღჭურვას- 16, დასაქამებას – 10, სხვადასხვას – 15 ზარი.
საკითხების დეტალურად აღწერა
1. უსინათლო ითხოვდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, სახელმწიფოს მხრიდან ეს პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება.
2. უსინათლოები ითხოვენ შეღავათებს სამარშრუტო ტაქსებზე. მერია კვლავ არ ითვალისწინებს ამ შეღავათებს.
3. უსინათლოები ითხოვენ 22 ლარიანი დახმარების აღდგენას. გაეწიათ სათანადო კონსულტაცია, კერძოდ, როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განგვიმარტა, 2013 წლის 1 აპრილიდან უსინათლოების სოციალურ პაკეტის თანხა გაიზარდა, რომელშიც აგრეთვე შევიდა საოჯახო დახმარება ე.წ 22 ლარი, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ცალკე თანხად აღარ გასცემს საოხაჯო დახმარებას.
4. ერთ-ერთმა უსინათლომ გაიკეთ ოპერაცია 80% დაფინანსებით, სამწუხაროდ არ აქვს საშუალება გადაიხადოს დარჩენილი 20%. სუ კავშირის ომბუდსმენმა და მისმა იურისტ ასისტენტმა გადაამოწმეს ინფორმაცია და დაადგინეს რომ კანონი არ დარღვეულა და გაუწიეს სათანადო კონსულტაცია.
5. უსინათლოს ესაჭირეობა თვალის პროთეზი, რომელსაც არ უფინანსებს სადაზღვეო სააგენტო. გადამისამართდა მედიაციის სამსახურში.
6. კიდევ ერთი ზარი შემოვიდა ორთაჭალის თვალის კლინიკაში თვალის ლაზერული ოპერაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით. გაეწია შესაბამისი კონსულტაცია და განემარტა რომ სადაზღვეო პაკეტში არ შედიოდა მსგავსი ტიპის მომსახურება.
7. უსინათლოები ითხოვენ სპეციალურად უსინათლოებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა.
8. უსინათლოები ითხოვენ თეთრი ხელჯოხებით აღჭურვას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხდა რომ აღნიშნულ საკითხს განიხილავენ 2013 წ. შესაბამის პროგრამაზე მუშაობისას.
9. უსინათლოები ითხოვენ დასაქმებას. ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
10. დანარჩენი სხვადასხვა საკითხი ეხება საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ კომპიუტერის მასწავლებლის გამოყოფას და ფინანსურ დახმარებას. გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია.

სუ კავშირის ომბუდსმენი – ირმა ბარაბაძე
სუ კავშირის ომბუდსმენის თანაშემწე/იურისტ ასისტენტი – ნუცა ხუჭუა

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED