ცხელი ხაზის ანალიზი

190381_278920315560857_17396675_nსაქართველოს უსინათლოთა კავშირის მიმდინარე პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში“ 4-ე მოსალოდნელი შედეგის (ახალი ადვოკატირების სერვისის შექმნა შშმ პირებისთვის) 1 აქტივობის (ცხელი ხაზის გახსნა) თანახმად, ცხელ ხაზზე მარტის თვეში სულ შემოვიდა 122 ზარი, რომლიდანაც სოციალურ საკითხს ეხებოდა 95 ზარი, ჯანდაცვას – 10, საკანონმდებლო საკითხს – 6 ზარი, ადაპტირებული გარემოს – 5, სხვადასხვას – 6 ზარი.
საკითხების დეტალური აღწერა:
1. უსინათლოები ითხოვენ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილ ფულად დახმარებსათან ერთად (ე.წ. პენსია) მიიღონ საარსებო შემწეობა ( ე.წ საოჯახო დახმარება 22 ლარის ოდენობით). როგორც განგვიმარტეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, 2013 წლის 1 აპრილიდან უსინათლოების სოციალურ პაკეტის თანხა გაიზარდა, რომელშიც აგრეთვე შევიდა საოჯახო დახმარება. რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ცალკე თანხად აღარ გასცემს საოხაჯო დახმარებას.

2. უსიანთლოები ითხოვენ თვალის პროტეზს, ასევე ითხოვენ სპეციალური მედიკამენტებით უზრუნველყოფას. სუ კავშირის ობმუდსმენმა და მისმა ასისტენტმა წერილობით მიმართეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა.
3. უსინათლოები ითხოვენ გაეროს კონვენციის რატიპიცირებას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა რომ აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება მოხდება 2013 წლის ბოლომდე.
4. ალექანდრე სეფერთელაძე ითხოვს სათანადო კანონპროექტის მომზადებას შშმ უსინათლოთა დაცვის მიზნით. გაეწია შესაბამისი კონსულტაცია და განემარტა რომ არსებობს კანონი შშმ პირთა სოციალური დაცვის შესახებ.
5. უსინათლოები ითხოვენ თეთრ ხელჯოხებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხდა რომ აღნიშნულ საკითხს განიხილავენ 2013 წ. შესაბამის პროგრამაზე მუშაობისას.
საქართველოს სუ კავშირის ომბუდსმენი ირმა ბარაბაძე

საქართველოს სუ კავშირის ომბუდსმენის იურისტ ასისტენტი ნუცა ხუჭუა

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED