ცხელი ხაზის ანალიზი

190381_278920315560857_17396675_nსაქართველოს უსინათლოთა კავშირის მიმდინარე პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში“ 4-ე მოსალოდნელი შედეგის (ახალი ადვოკატირების სერვისის შექმნა შშმ პირებისთვის) 1 აქტივობის (ცხელი ხაზის გახსნა) თანახმად, ცხელ ხაზზე თებერვლის თვეში სულ შემოვიდა 140 ზარი, რომლიდანაც ჯანდაცვის საკითხს ეხება – 6 ზარი, სოციალურს – 81, ადაპტირებულ გარემოს – 21, დასაქმებას – 6, სხვადასხვას – 22.
საკითხების დეტალური აღწერა:
1. საქართველოს უსინათლოთა კავშირის 80მდე წევრს ესაჭიროება თვალის პროტეზი. საქართველოს უსინათლოთა კავშირის ობუდსმენმა და მისმა იურისტ ასისტენტმა მიმართეს საქართველოს შრომი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობით აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მოლაპარაკება კვლავ გრძელდება 2. 3 ზარი იყო შემოსული მედიკამენტებით უზრუნველყოფის შესახებ, საქართველოს უსინათლოთა კავშირის ომბუდსმენმა მათ განუმარტა რომ სხვადასხვა აფთიაქებს აქვთ საქველმოქმედო პროგრამები რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სამედიცინო დამხმარებას, მათ შორის მედიკამენტებზე შეღავათიან ხელმისაწვდომობის საშუალებას
3. ერთ-ერთი უსინათლოს ესაჭიროება მკურნალობა, სახელმწიფო პოლისი რომელიც მას აქვს, გარკვეული პროცენტით აფინანსებს მკურნალობისთვის საჭირო ხარჯებს. სამწუხაროდ, აღნიშნულ ბენეფიციარს არ აქვს ფინანსური საშუალება დარჩენილი პროცენტის დასაფარავად, ამიტომ მიმართა საქართველოს უსინათლოთა კავშირს თანადაფინანსებისთვის, რაზედაც უარი ეთქვა სუ კავშირში შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო.
4. უსინათლოები ითხოვენ ეტლებით უზრუნველყოფას. საქართველოს უსინათლოთა კავშირის ომბუდსმენა მიმართა ამერიკულ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელმაც დააკმაყოფილა მოთხოვნა, თუმცა-ღა სუ კავშირის ომბუდსმენმა და მისმა იურისტ-ასისტენტმა ამავდროულად მიმართეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც განუმარტა რომ აღნიშნულ სამინისტროში მოქმედებს სავარძელ-ეტლებითა და საპრეთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა.
5. უსინათლოები ითხოვდნენ კუთვნილ შეღავათს სილქნეტის ტელეფონზე. გაეწიათ სათანადო დახმარება და პრობლემა მოგვარდა. სილქნეტის გარდაბნის ფილიალი მათ სთხოვდა ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს რომ დაეშვათ შეღავათი.
6. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებზე შეღავათის დაშვებას, უსინათლოებს განემარტათ რომ სახელმწიფო მუშაობს ახალ პოლიტიკურ მიდგომებზე და შშმ პირების საჭიროებიდან გამომდინარე იგეგმება გარკვეული საკონპესაციო თანხების გამოყოფა.
7. უსინათლოები ასევე ითხოვენ სოციალური დახმარების აღდგენას. სუ კავშირის ომბუდსმენმა და მისმა იურისტ ასისტენტმა იმუშავეს ამ საკითხზე და დაადგინეს შემდეგი:
სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახამდ, სახელმწიფო გასცემს სააერსებო შემწეობას. ამ კანონის თანახმად, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
როგორც საკითზე მუშაობის დროს გაირკვა, მათ დროებით შეჩერებული აქვს ეს პროგრამა და მიმდინარეობს მათი შემოწმება. თუ მათი რეიტინგი კვლავ უცვლელი დარჩა, ანუ არ გაუმჯობესდა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაშინ სახელმწიფო გაუგრძელებს საარსებო შემწეობის პროგრამას და აუნაზღაურდება განაცდური თანხები.
8. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილ ფულადი დახამრების (სოციალური პაკეტი) გაზრდას, ამასთან დაკავშირებით სუ კავშირის ობმუსმენმა და მისმა იურისტ-ასისტენტმა მიმართეს საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სადაც განუმარტეს რომ ამ ეტაპზე ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან ეს საკითხი არის გათვალისწინებული 2013 წლის 1 სექტემბრიდან.
9. რაც შეეხება 2006 წლის საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას (N44) ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე“ , იგი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2007 წლის 30 იანვარს მიღებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N35 ბრძანებით, რომელიც ამოქმედდა 2007 წლის 1 იანვრიდან. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამა მიზანდ ისახავდა 2006 წელს ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას და ბენეფიციართა ერთ ერთ კატეგორიას წარმოადგენდა შეზუღუდული შესაძლებლობის მქონე, არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლოები და 18 წლამდე ასაკის, შეზღუდული სესაძლებლობის მქონე ბავშვები.
ამრიგად ამ კატეგორიების ბენეფიციარებზე აღარ გაიცემა დახმარება, რადგან სახელმწიფო მუშაობს ახალ პოლიტიკურ მიდგომებზე.
10. უსინათლოები ითხოვდნენ შეღავათის დაწესებას სამარშუტო ტაქსებზე. ამასთან დაკავშირებით სუ კავშირის ომბუდსმენმა და მისმა იურისტ ასისტენტმა წერილობით მიმართეს ქ. თბილისის მერიას, სადაც განუმარტეს რომ 2011 წლის 21 მაისის 13.05.504 დადგენილებით არ არის გათვალისწინებული შეღავათები ახალ სამარშუტო ტაქსებზე.
11. უსინათლოებს არასწორი პარკინგის გამო ექმნებათ პრობლემა გადაადგილებაში. როგორც მერიაში განუმარტეს საქართველოს უსინათლოთა კავშირის ომბუდსმენსა და მის იურისტ ასისტენტს, რომ ყოველ ასეთ დარღვევაზე მათ უნდა მიმართონ საპატრულოს, რომელიც ერთჯერადად აღკვეთს ამ დარღვევას.
12. უსინათლოები ასევე ითხოვენ დასაქმებას, რომელიც დღემდე კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
13. ერთ-ერთ უსინათლოს ბინის საკუთრებასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა, კერძოდ ითხოვდა გაჩუქებული ბინის დაბრუნებას. საქართველოს უსინათლოთა კავშირის იურისტმა გაუწია სათანადო კონსულტაცია.
14. უსინათლოები ითხოვენ „საქმე მოციქულთას“ ბრაილის შრიფტით გამოცემას. სუ კავშირის ომბუდსმენმა მიმართა საპატრიარქოს, რომელმაც დააკმაყოფილი თხოვნა.
15. ერთ-ერთი უსინათლომ ითხოვა დახმარება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირები, გაეწია სათანადო კონსულტაცია და გადამისამართდა ოჯახური ძალადობის ცენტრში.
16. უსინათლოები ითხოვენ სპეციალისტს, რომელიც მომემსახურება სუ კავშირის წევრებს კომპიუტერის სპეციალური ხმოვანი პროგრამის ჩაწერასა და გამოყენებაში. სუ კავშირს ამ ეტაპზე არ აქვს ფინანსური საშუალება აღნიშნული შტატის დასაფინანსებლად.
17. უსინათლოები ასევე ითხოვდნენ ბრაილის შრიფტით ჟურნალ პრაიმ ტაიმის შეწყვეტილი გამოცემის აღდგენას. საკითხი არ გადაწყვეტილა.

სუ კავშირის ომბუდსმენი ირმა ბარაბაძე
სუ კავშირის ომბუდსმენის თანაშემწე/იურისტ ასისტენტი – ნუცა ხუჭუა

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED